ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

სილვიო დანაილოვი: თბილისი რეალური ფავორიტია

სილვიო დანაილოვი: თბილისი რეალური ფავორიტია

ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპის საჭადრაკო კავშირისა და ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან
საქართველოს დედაქალაქს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროპის საჭადრაკო კავშირისა და ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს ექსჩემპიონების - ვესელინ ტოპალოვისა (ბულგარეთი) და რუსლან პონომარიოვის (უკრაინა) მენეჯერი სილვიო დანაილოვი ეწვია. თბილისში იგი მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესის გასაცნობად ჩამოვიდა. გუშინ დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, მოადგილეებს - დავით ნამგალაურსა და გიორგი გალდავას ესაუბრა.

შეხვედრებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და 2003 წლის ევროპის ჩემპიონი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი ესწრებოდნენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ დანაილოვის ვიზიტი "ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს, გაიმართება თუ არა ჩვენთან მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. მსგავსი ტურნირების ჩატარების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გვაქვს. სტუმარმაც თავად ნახა ჩვენი რესურსები და იმედია, მხარს დაგვიჭერს. თბილისში 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენ. მათთან პაექრობაში ოსტატობის ამაღლების შანსი ახალგაზრდა ქართველ მოჭადრაკეებსაც მიეცემათ, რაც ქალთა ნაკრები გუნდისთვის რეზერვის მოსამზადებლად კარგი საშუალება იქნება."

შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბულგარელ სტუმარს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვით:

- საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, მდიდარი საჭადრაკო ტრადიციებით. მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ზურაბ აზმაიფარაშვილთან ვმეგობრობ, დიდი ხანია, ვიცნობ გია გიორგაძეს, ლეგენდარულ მოჭადრაკეებს - ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს, ასევე, ნანა ალექსანდრიას, ნანა იოსელიანს. ბაადურ ჯობავა კი სულაც ვესელინ ტოპალოვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შტაბში იყო.

ასე რომ, საქართველოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამიტომ მიხარია, რომ თქვენი ქვეყანა ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია.

- მხოლოდ კანდიდატია?!

- (ეცინება). დიახ, ჯერჯერობით ასეა, თანაც - ფავორიტია, გადაწყვეტილების საქართველოს სასარგებლოდ მიღების შესანიშნავი საბაბიც გვაქვს - ქალთა ჭადრაკის ორ დიდ ლეგენდას - ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს წლეულს საიუბილეო თარიღები აქვთ. თუმცა, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. კანდიდატი ქვეყნების რეგისტრაცია 18 თებერვალს მთავრდება და გადაწყვეტილებასაც მერე მივიღებთ. ჯერჯერობით ორი კანდიდატურაა - საქართველო და თურქეთი. შესაძლოა, ამ დუეტს ნორვეგიაც შეუერთდეს, ვნახოთ. თუ თქვენს ქვეყანას დავუჭერთ მხარს, დარწმუნებული ვარ, აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. გარდა იმისა, რომ მსგავსი ტურნირების გამართვის დიდი გამოცდილება გაქვთ, ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ბატონი გიგი უგულავა ხელმძღვანელობს, შეჯიბრებას მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ეს კი დიდი ძალაა.

- იქნებ, თქვენზეც გვითხრათ რამე. ვიცით, რომ უწინ ფიდეს ჩინოვნიკებს არ სწყალობდით. დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ კირსან ილუმჟინოვთან? და კიდევ ერთი - ხანტი-მანსიისკში ვის კანდიდატურას დაუჭირეთ მხარი - ილუმჟინოვისა თუ კარპოვისას?

- ბოლო დროს ფიდეს პრეზიდენტისგან არაერთხელ მივიღე მოსალოცი ბარათები - ჯერ ევროპისა და ბულგარეთის საჭადრაკო ორგანიზაციების პრეზიდენტად არჩევისას, ახლახან კი ბულგარეთის სახელმწიფო ორდენით დაჯილდოებისას. ასე რომ, მთლად ცუდი ურთიერთობა არ გვქონია. საქმე ის არის, რომ ფიდეს ჭადრაკის განვითარების საკუთარი სტრატეგია აქვს, მე და ჩემს თანამოაზრეებს - სხვა. აზრთა ნაირგვარობა ზოგჯერ უთანხმოებას იწვევს, რაც სრულებითაც არ მიმაჩნია ტრაგედიად, მთავარია, ჭეშარიტებამდე მივიდეთ.

რაც შეეხება ხანტი-მანსიისკის არჩევნებს, ხმის მიცემის პროცედურაში ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი მონაწილეობდა, მე კი, მართალი გითხრათ, შედეგები ნაკლებად მაინტერესებდა. მთელი კონცენტრაცია საკუთარ არჩევნებზე მქონდა გადატანილი.

- მერე, კონკურენტებთან როგორი დამოკიდებულება შეინარჩუნეთ?

- ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოვლენებს რეალურად ვაფასებთ. რაც იყო, ის დამთავრდა. ახლა ყველამ ერთად ჭადრაკის ხვალინდელ დღეზე უნდა ვიზრუნოთ. ვინმეს ჩემთან პრობლემები თუ ექნება, ვეცდებით, ერთიანი ძალით მოვაგვაროთ.

- ალბათ, იცით, რომ საქართველოში სტუმრად იმყოფება გარი კასპაროვი...

- დიახ, ვიცი. გგარის მიმართ ყოველთვის სიმპათიით ვიყავი გამსჭვალული, დღესაც ასეა. მინდა გითხრათ, რომ ამ დილით ერთად ვისაუზმეთ, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე. მართალია, პოლიტიკის გამო ის ჭადრაკს გარკვეულწილად ჩამოშორდა, მაგრამ მისი დაკარგვა არ ივარგებს, რადგან ბრძენთა თამაშისთვის მას კიდევ შეუძლია დიდი სარგებლობის მოტანა. შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ.

- მართალია, ვიშვანათან ანანდისა და ვესელინ ტოპალოვის მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ შეხვედრის შესახებ პაექრობის უშუალო მხილველისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მენეჯერის მოსაზრება მაინც საინტერესო იქნება.

- რაც ცნობილია, იმაზე მეტი რა გითხრათ. ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, ბოლო პარტიაში ანანდმა უკეთესი მობილიზაციისა და მტკიცე ნერვების ხარჯზე მიაღწია წარმატებას. არადა, შეიძლებოდა, ანგარიში სხვაგვარიც ყოფილიყო. ანანდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

- მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრის უფლებისთვის მებრძოლი ოქტეტიდან რეალურ ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

- რვავე კანდიდატს შეუძლია წარმატების მიღწევა. პროგნოზირება ძალიან ძნელია. თუ ძალიან დამაძალებთ, გეტყვით, რომ, პირადად, ფავორიტებად ლევონ არონიანსა და ვესელინ ტოპალოვს მივიჩნევ.

- ქალთა ჭადრაკზე რას იტყვით?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უახლოეს წლებში ჩინელ ჰოუ იფანს სათანადო წინააღმდეგობას, ალბათ, ვერავინ გაუწევს. თუმცა, ყველაფერი მეტოქეთა მოტივაციასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. იფანი შესანიშნავად თამაშობს, თანაც ახალგაზრდაა - სულ 16 წლის, დაუღალავად მუშაობს, ოსტატობას დღითი დღე იმაღლებს. ჩემპიონობით თვითკმაყოფილებას თუ არ მიეცემა, ვიმეორებ, მისთვის ტიტულის წართმევა გაჭირდება.

- ქართველ დიდოსტატ ნანა ძაგნიძეზე რა გსმენიათ? იგი ერთ-ერთია, ვისაც შანსი აქვს, წლის მიწურულს ტიტულისთვის ჰოუ იფანს დაუპირისპირდეს.

- ამბობენ, კარგი მოჭადრაკეაო. მაგრამ ვიმეორებ - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მუშაობს, როგორი ამბიციები აწუხებს, დიდი მიზნის მისაღწევად რისი შეწირვა შეუძლია. თუ აქვს მოტივაცია, ტალანტი, ჯანმრთელობა, მიზანსწრაფვა და სპონსორებისგან მხარდაჭერა, სურვილს აისრულებს.

- ბატონო სილვიო, მესმის, რომ ჭადრაკი აღმოსავლეთიდან შემოვიდა, მაგრამ როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ ქალთა და ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინები ინდოეთსა და ჩინეთში ივანებს. ევროპა რას აკეთებს?

- ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. ჭადრაკი ყველგან უნდა იყოს პოპულარული, ნებისმიერ კონტინენტზე, მაშინ ექნება ჩემპიონობას მეტი ფასი. ნახეთ, ფიფა რას აკეთებს - მსოფლიოს პირველობებს მართავს სამხრეთ აფრიკაში, იაპონიაში, ამერიკის კონტინენტზე, ახალ სამიზნედ ყატარი და რუსეთი აირჩია. ასე რომ, მეტი პოპულარობა გვჭირდება. თუმცა, გეთანხმებით, რომ მეტწილად ევროპული ჭადრაკი იყო სპორტის ამ სახეობის ფლაგმანი და მერწმუნეთ, მომავალშიც ასე იქნება.

სილვიო დანაილოვთან დამშვიდობების შემდეგ ვიზიტის შედეგებზე შთაბეჭდილებები გია გიორგაძემ გაგვიზიარა: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი დედაქალაქისა და საქართველოს სპორტის მესვეურებთან შეხვედრებით, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესით კმაყოფილი დარჩა, რაც იმის იმედს გვიტოვებს, რომ კონტინენტის პირველობის მასპინძლობის მსურველთა კანდიდატურების განხილვისას, სილვიო დანაილოვი საქართველოს მხარეს დაიჭერს და ევროპის საჭადრაკო კავშირიც ჩვენთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატი თბილისში 7-25 მაისს გაიმართება და იგი ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონების - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის იუბილეებს მიეძღვნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება

ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის

ვან დერ ვაარტი: რონალდო ერთადერთია, რომლის სასქესო ორგანო "რეალში" არ მინახავს

ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო

"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია

ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს

[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა

ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს

გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს

"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია

"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა

"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ

რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო

კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე

"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ

"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ

"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?