ოდესის "ჩერნომორეცის" 21 წლის ცენტრალური მცველი მოედანს დაუბრუნდა
გიორგი გადრანი მოედანს დაუბრუნდა და იმედოვნებს, რომ ოდესის "ჩერნომორეცს" მალე დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველი უკრაინულ კლუბში 2015 წელს ჩაირიცხა და მის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, ბოლოს კი სულაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. თუმცა თებერვლის შემდეგ გადრანი მოედანზე აღარ გამოჩენილა.

"ზამთრის შეკრებაზე თურქეთში ბოლო საკონტროლო შეხვედრა გვქონდა. მოთელვაზე ცუდად წავიქეცი, მხარს ვდგამდი და როცა დავეცი, მეორე ფეხბურთელიც ცუდად დამეტაკა და ამ დროს უკან კუნთი სამ ადგილზე გამიწყდა.

ექიმებმა ნახეს და ძალიან მძიმე ტრავმა აღმოჩნდა - კუნთი ბოლომდე გაგლეჯილი იყო. იმდენად დიდი ტკივილი მქონდა, გონება დავკარგე...

ოპერაცია მეორე დღეს, თურქეთშივე გამიკეთეს და პლატინები ჩამიყენეს, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ 10 დღე საშინელი ტკივილები მაწუხებდა", - გვიყვება გადრანი.

ახალგაზრდა მცველი ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს:

"დიდი ხანია, აღარ მითამაშია. ნახევარი სეზონი გამიცდა და ივნისამდე ვისვენებდი. ახლა ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული - რამდენად სწრაფად მოვახერხებ ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას.

მთავარია, ახლა ისევ "ჩერნომორეცში" ვარ და უკვე თითქმის თვეა, რაც მოედანს დავუბრუნდი. გუნდთან ერთად შეკრებაზე ვიმყოფები და ყოველდღე ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს.

საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის დაწყებამდე დრო კიდევ არის და იმედი მაქვს, მანამდე ფორმასაც აღვიდგენ და სათამაშოდ 100 პროცენტით მზად ვიქნები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
მწვრთნელმა თავადაც არ იცის, რას მერჩის - გიორგი გადრანი "ჩერნომორეციდან" მიდის
გიორგი გადრანი: მალე გაიგებთ, სად ვითამაშებ...
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" გიორგი გადრანი დაიმატა
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ქუთაისის "ტორპედომ" ცენტრალური მცველი დაიმატა