საერთაშორისო-საზაფხულო კემპში წარმატებულებს ესპანეთში დარჩენა და "ლაბორალ კუჩასთან" კონტრაქტი ელოდებათ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და "სასკი ბასკონიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დღეს, გამთენიისას ესპანეთის ქალაქ ვიტორიაში 16 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა.

ეს ის მოზარდები არიან, რომლებიც ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა 23-28 მაისს თბილისში ჩატარებულ კემპზე შეარჩიეს.

კომპანია "სასკი ბასკონია" ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "ლაბორალ კუჩას" მფლობელია და შესაბამისად, თბილისის კემპიც ამ გუნდის მწვრთნელებმა და წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მთლიანობაში, 2001-04 წლებში დაბადებული 60-მდე პერსპექტიული მოზარდი გამოიცადა, რომელთაგან ესპანელებმა 16 მათგანი შეარჩიეს და ესპანეთში მიიწვიეს, სადაც ქალაქი ვიტორია "ლაბორალ კუჩას" საერთაშორისო საზაფხულო კემპს უმასპინძლებს.

4-16 ივლისს ვიტორიაში თავს მოიყრიან მოზარდები ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც "ლაბორალ კუჩას" წარმომადგენლებმა კემპი ჩაატარეს. საქართველოდან ვიტორიაში ყველა დანარჩენ ქვეყანაზე მეტი მოთამაშე ჩავა და წარმატებულებს ესპანეთში დარჩენა და "ლაბორალ კუჩასთან" კონტრაქტი ელოდებათ.

კალათბურთის ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" ერთობლივი ორგანიზებით წარმოდგენილი 16 მოთამაშისთვის შესაბამისი საბუთების შეგროვება განხორციელდა, რის შემდეგაც პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდები ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის მქონე კლუბში გაემგზავრნენ. ვიტორიაში ჩავლენ ჟურნალისტები საქართველოდან, რომლებიც კემპისა და ზოგადად, ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ამბებს ქართველ გულშემატკივრებს ოპერატიულად მიაწვდიან.

წარმოგიდგენთ მოთამაშეებს, რომლებიც ვიტორიაში გაემგზავრნენ:

წყარო: superleague.ge

msajuli
გაბრიჩიძეს ადგილი სულ მცირე ციხეშია
keke
ფედერაციამ ამით საზოგადოებას საკენკი გადმოგვიგდო?! ამით დაიწყეს ამ ყოვლად გაუმართლებელი, არამიზნობრივი პროექტის გაპრავება, რაშიც მილიონები იხარჯება.. მილიონების გაფლანგვის გამო პასუხი უნდა აგებინონ ფეშერაციის შეფებს! ფულის კეთების უმადობას ნამდვილად არ უჩივის გაბრიჩიძე და ქართველიშვილი
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო
თორნიკე შენგელიას 19 ქულა 20 წუთში და გამარჯვება "მონბუსთან"
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
[ვაჟა სიმონიშვილი ვიტორიიდან] ბასკურ-ქართული შეძახილი: "კარგია, კარგია!" [PHOTO]
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
თორნიკე შენგელია "ლაბორალ კუჩაში" კიდევ ერთი წლით რჩება
თორნიკე შენგელიას "პანათინაიკოსი" ეპატიჟება
"ლაბორალ კუჩას" თორნიკე შენგელიას სხვა გუნდში გაშვება არ სურს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები