ინგლისის ნაკრების ამბები ასეა:

ინგლისის ნაკრების ამბები ასეა: 11 აგვისტოს ფაბიო კაპელოს გუნდი „უემბლიზე“ უნგრეთს ეთამაშება. ეს გახლავთ ამხანაგური შეხვედრა, რომელზე დასაწრები ბილეთის ფასი ადრინდელთან შედარებით მთელი 33 პროცენტით დაეცა. როგორც გაზეთები წერენ, ბილეთები ძალიან ცუდად იყიდება, რაც, რასაკვირველია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისელთა ჩავარდნასთან არის დაკავშირებული. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია შექმნილი მდგომარეობით შეწუხებულია და გამოსავალს ეძებს. სწორედ ასოციაციის მოფიქრებულია ის, რომ ოჯახური ბილეთის (ორი დიდისა და ორი ბავშვის ადგილი) ფასი 60 ფუნტამდე უნდა შემცირდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ფასდაკლების მიუხედავად ბილეთების ყიდვის მსურველები მაინც და მაინც არ ჩანან. ინგლისის ნაკრების ფანკლუბის წევრი მარკ პერიმენი:

„არ მეგულება ადამიანი, რომელსაც უფასოდ „უემბლიზე“ წასვლა და ინგლისის ნაკრების თამაშის ნახვა არ უნდოდეს, მაგრამ, ამჯერად, სულზე 15 ფუნტი მეტისმეტი მგონია. პირდაპირ უნდა ვთქვათ: დღეს ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ხახლი სტადიონისკენ მაინც და მაინც არ მოიწევს“.

საინტერესოა, რომ ინგლისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთის ასოციაციას სტადიონზე თავისუფალ შეშვებას სთხოვდნენ — სამხრეთ აფრიკული ფიასკოს შემდეგ ნაკრების თამაშის ნახვა ფასიანი არ უნდა იყოსო.

ამასობაში კი ფაბიო კაპელოს ინდექსის გამო ატეხილი სკანდალი გრძელდება. გაბრაზებულმა კაპელომ ვებგვერდის პატრონებს კატეგორიულად მოსთხოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოწერილი მისი შეფასებები წაეშალათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამაზე არანაკლებ გაცხარდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რომლის მავანმა წარმომადგენელმა „სანს“ განუცხადა:

„ჩვენ დაგვპირდნენ, რომ უკვე ორშაბათისთვის, ხსენებული ვებგვერდიდან შეფასებებს ამოიღებდნენ და ფაბიოს სახელი და სურათი მათთან აღარ იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ასე არ მოხდა. რასაკვირველია, მიზეზი ვიკითხეთ, რაზეც გვითხრეს, რომ საქმე გვაქვს პირწმინდად ტექნიკურ პრობლემებთან, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ არც ტექნიკურ პრობლემებს ჰქონია ბოლო. სამწუხაროდ, ამ საიტს ფეხბურთის ასოციაციასთან საერთო არაფერი აქვს და ჩვენ მისი გაუქმება არ შეგვიძლია“.

„სანმა“ ინგლისის ნაკრები ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელსაც ჰკითხა აზრი. ფეხბურთელმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, თქვა:

„თუკი კაპელოს ნათქვამი ჰქონდა, რომ ინდექსთან საერთო აღარაფერი აქვს, მაშინ რატომ აღმოჩნდა ამ საიტზე მისი შეფასებები? ბიჭებს ველაპარაკე და მითხრეს, ნეტავ ჩვენ თუ მოგვეცემა მისი საჯაროდ შეფასების შესაძლებლობაო. არადა, ამ ყველაფრის თავიდან აცილების უმარტივესი გზა არსებობდა — მოთამაშეები წინა პლანზე არ უნდა წამოეჭიმათ“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა