ინგლისელი ჟურნალისტები "მილანი"-"ტოტენჰემის" მატჩში მატიო ფლამინისა და ჯენარო გატუზოს საქციელით არიან აღშფოთებულნი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩს „მილანსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ შორის ინგლისურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინგლისელი ჟურნალისტები იმდენად გამარჯვებას არ ზეიმობენ, რამდენადაც მატიო ფლამინისა და ჯენარო გატუზოს საქციელით არიან აღშფოთებულნი.

ფლამინიმ, რომელიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში „არსენალის“ ფეხბურთელი იყო და ამდენად ინგლისური მას-მედიისთვის უცხო არ არის, იუხეშა, გატუზო კი მატჩის შემდეგ „სფურზის“ მწვრთნელის ჰარი რედნაპის ასისტენტს ჯოი ჯორდანს სწვდა ყელში. ცნობისათვის: ჯოი ჯორდანი სწორედ ის ყოფილი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ალექსანდრე ჩივაძის ფეხის დაცდენით ისარგებლა და საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში პირველი გოლი შეაგდო. ქართველებისთვის ასე სამახსოვრო ის მატჩი 2:2 დასრულდა - ანგარიში ჩივაძემ თავად გაქვითა, საბჭოელთა მეორე გოლი კი რამაზ შენგელიამ შეაგდო.

თუმცა დავბრუნდეთ „სან სიროზე“ და გავეცნოთ „დეილი მეილის“ მიმომხილველის მარტინ სემუელის წერილის ფრაგმენტებს. ამ წერილში სემუელი სწორედ ფლამინისა და გატუზოს საქციელს არჩევს და ბევრ სხვა ინგლისელ ჟურნალისტთან შედარებით კორექტულიც არის. მას არ უწერია ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად: „შეხვედრაში, რომელშიც „სფურზმა“ მილანელი ცხოველები მოათვინიერა, ჯოი ჯორდანს ჯენარო გატუზომ ურქინა“.

სემუელი წერს, რომ ამ სეზონში ჰარი რედნაპმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ კარგი თამაშის წყალობით ბევრი მეგობარი შეიძინა, მაგრამ სამშაბათ საღამოს მეტიუ ფლამინიმ და ჯენარო გატუზომ ისეთი რამ გააკეთეს, რომ სად-სად და ინგლისში, უკლებლივ ყველა „სფურზის“ გულშემატკივარი გახდა.

„სიხარული, რომელიც „სან სიროს“ „კურვა ნორდზე“ მოკალათებულ ლონდონელ ფანებს პიტერ კრაუჩის დამსახურებულ გოლზე აღმოხდათ, ყველა ნეიტრალურ მაყურებელსაც გაახარებდა, რადგან მათ მანამდე ფლამინის სკანდალური უხეშობა ჰქონდათ ნანახი. უხეშობა, რომლის მაგვარიც ბოლო პერიოდში ძნელი გასახსენებელია და რომელიც ფლამინის შერჩა. ამის შემდეგ კი ჯენარო გატუზო მოიქცა ისე, როგორც ნამდვილად არ ეკადრება იტალიის სავარაუდოდ საუკეთესო გუნდის კაპიტანს. მან „მილანი“ შეარცხვინა.

გეხსომებათ, რომ რამდენიმე წლის წინ „ბარსელონას“ მიერ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაში საკამათო დამარცხების შემდეგ დიდიე დროგბამ ემოცია ვერ მოთოკა, რისთვისაც მას ექვსთამაშიანი დისკვლავიფიკაცია მიუსაჯეს. სულ მცირე ასეთ დასჯას იმსახურებს გატუზოც. სასჯელს იმსახურებს ფლამინიც, რომელიც გატუზოზე უფრო ცუდად მოიქცა.

გატუზომ, რომელიც საპასუხო თამაშში ისედაც ვერ ითამაშებს, რადგან ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნის გარეთ ვერ მოთოკა ნერვები და „ტოტენჰემის“ ასისტენტ-მწვრთნელსა და სათადარიგო ფეხბურთელს წაეჩხუბა, ფლამინიმ კი თავი მოედანზე დაკარგა. ჯორდანი იმ ეპიზოდში საკუთარ თავს დაიცავდა, აი, ხორვატ მცველ ვედრან ჩორლუკას კი შანსი არ ჰქონდა. ფლამინიმ მას ორი ფეხი უხეშად, გამეტებით, მწყობრიდან გამოსაყვანად ჩასცხო. ამ ჩარტყმის შემდეგ ჩორლუკამ ვეღარ ითამაშა, ნატკენზე დადებულ ყინულს ქვევიდან კი სისხლი მოსდიოდა. საბედნიეროდ ხორვატი გადარჩა, მას არც ძვალი გაბზარვია და არც მყესი ან კუნთი გასწყვეტია, თუმცა დაბეჯითებით ყველაფერს სკანირება იტყვის. შესაძლოა ფლამინიმ ამ საქციელით ჩრდილო ლონდონში თავისი ყოფილი გუნდის, „არსენალის“ ერთი-ორი შერეკილი ფანი კი გაახარა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისმა თანამემამულე მსაჯმა სტეფან ლენუამ მას მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა“.

სემუელი თავის სტატიაში შეგვახსენებს თუ ვინ არის ფრანგი მსაჯი სტეფან ლენუა. ეს, თურმე ის კაცია, რომლემაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კოტ დ’ივუართან შეხვედრაში მოედნიდან უდანაშაულო კაკა გააგდო, ხოლო ბრაზილიელ ლუიშ ფაბიანოს იმავე შეხვედრაში გოლის გატანის წინ ხელით თამაშის ნება მისცა. კიდევ, ინგლისელი მიმომხილველი აკრიტიკებს უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მიერ დამატებულ მსაჯებს. რა საჭიროა ეს ხალხი თუკი ასეთ პრინციპულ საკითხებზე პირში წყალს ჩაიგუბებსო.

მატჩის შემდეგ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რედნაპმა თქვა: „ბრმისთვისაც ნათელი იყო, რომ მსაჯს წითელი ბარათი უნდა ამოეღო. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ დატოვა მსაჯმა ფლამინი მოედანზე. უეფა ვალდებულია ეს ეპიზოდი განიხილოს და ასეთი საშიში ქმედების გამო რაიმე იღონოს. ფლამინი მიწიდან საკმაოდ მაღლა, პირდაპირ შეტყუპებული ფეხებით გაფრინდა“.

ფლამინი: „თამაში რომ დამთავრდა „ტოტენჰემის“ გასახდელში მივედი, ჩორლუკას მდგომარეობა გავიგე და ბოდიში მოვიხადე“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა