ზაზა ფაჩულიას ტრანსფერმა ამერიკაში სკანდალი გამოიწვია
ზაზა ფაჩულიას ტრანსფერმა "გოლდენ სტეიტ უორიორსში" დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში.

larrybrownsports.com ეხმიანება ESPN-ის ზაკ ლოუს, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ ზაზა ფაჩულიას ტრეიდმა NBA-ს კლუბების ხელმძღვანელები გააღიზიანა.

"თითქმის იმდენივე გაღიზიანებული შეტყობინება მივიღე NBA-ს კლუბების ხელმძღვანელებისგან ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტში" გადასვლაზე, რამდენიც კევინ დურანტის ტრანსფერზე ამ გუნდში", - წერს ლოუ.

"NBA-ში მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება და ისინი, ვინც ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან, უკმაყოფილებას აღარ მალავენ. ორშაბათს 32 წლის ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" 1-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის განმავლობაშიც 2,9 მილიონ დოლარს მიიღებს.

ეს არის საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლები ისეთი ცენტრისთვის, როგორიც ზაზა ფაჩულიაა. ზაზა დიდებულ ბლოკებს აყენებს, შეტევაში დიდებულია და მაღალი საკალათბურთო IQ-თი გამოირჩევა, როცა გუნდურად თამაშობს.

ფაჩულია გასულ სეზონში "დალასისთვის" 8,6 ქულასა და 9,8 მოხსნას აკეთებდა თამაშში. მას მერე, რაც "გოლდენ სტეიტი" იძულებული გახდა, ბოგუტი "დალასში" გაეშვა, რათა თანხები გამოთავისუფლებოდა კევინ დურანტის ასაყვანად, ფაჩულია ამ კლუბს თითქმის უფასოდ ჩაუვარდა ხელში.

ის, რაც უცნაურად მოჩანს სხვებისთვის, რეალობაა საჩემპიონოდ გამზადებული გუნდისთვის. ვეტერანები საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად, უარს ამბობენ მილიონებზე და ამით ლიგის სხვა კლუბებს აცოფებენ. ფაჩულიას მაგალითს შეემატა დევიდ ვესტიც, რომელიც მინიმალურ ხელფასზე დათანხმდა, რათა "გოლდენ სტეიტში" გადასულიყო. სხვა კლუბებს კი რა შეუძლია? მხოლოდ ცაში მოქნეული მუშტები და NBA-ს კომისიონერ ადამ სილვერის დაწყევლა", - წერს საიტი.

საინტერესოა, რომ ლოუს "ტვიტერს" ძალიან ბევრი ფანი გამოეხმაურა. შეხვდებით ასეთ ფრაზებსაც:

"2,9 მილიონი დოლარი წელიწადში სან ფრანცისკოში ლამის საშუალო კლასის ოჯახის შემოსავალია".

"მესამეხარისხოვანი კალათბურთელები მიიღებენ ამაზე მეტს. შესაძლოა, ფაჩულიამ ვერ მოწყვიტოს ვარსკვლავები, მაგრამ ეს ძალიან იაფი გარიგებაა".

"ზაზას და "გოლდენ სტეიტს" უკანონო არაფერი გაუკეთებიათ, მათ წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებენ".

"დარწმუნებული ვარ, რომ კალათბურთელთა კავშირიც აღშფოთებული იქნება".

"ზაზა 2,9 მილიონად? ეს ძარცვაა".

"ზაზა დიდებული იყო "დალასში", ის ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ბიჭს საჩემპიონო ბეჭედი სურს და სწორი არჩევანიც გააკეთა".

"ეს ტრანსფერი უაზროა - სამაგალითო კალათბურთელი ყველგან კარგად იღებს, ზაზა წელიწადში 2,9 დოლარად ძალიან დიდი გამართლებაა".

"ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო - ზაზა "გოლდენ სტეიტში"? ვაუ, რა მაგარია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
zaza sportsmania da 2milionit meti araferia mistvis
ნიკა
ზაზას სხვა გზა აღარ ქონდა. დალასში მას კონტრაქტი არანაირი პირობით აღარ გაუგრძელეს, სხვა კლუბებშიც არ ეზახდნენ. საქმე ისე წავიდა, თურქეთის ცემპიონატში თამაშზეც ფიქრობდა. ბოლოს გამოჩნდა "გოლდენ სტეიტი", რაც ხელიდან აღარ გაუშვა.
ჯონი
ზაზა მართლა იმსახურებდა წელიწადში 22 მილიონსაც კი, მაგრამ ის ღირსეული ქართველი რომ არის, ამითაც დაამტკიცა. ის სადაც წავა ყველგან ლიდერი და სასახელო იქნება....
თოკო
ზაზას დიდი არჩევანი არ ქონია. ამ ასაკში პირველ ხუთეულში ვერცერთ გუნდში ვერ მოხვდა, ვერც ყოფილ გუნდ "დალას მავერიქსში", სადაც ხელფასს უმცირებდნენ. შესაბამისად, რეზერვში ყოფნა და მეორე ნომრად თამაში საჩემპიონო კლუბში ამჯობინა. ეს არის რეალობა. დანარჩენი, ჟურნალისტების და მაყურებლების კომენტარები არაფერს ნიშნავს.
ddd
მხოლოდ დიდი ადამიანები ამართლებენ რუსთაველის სიტყვებს: "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოდლისა მოსახვეჭელსა". ამაზე მეტი დადებითი საქციელი სპორტში წარმოუდგენელია. მინიმუმ 4 მილიონზე უარი ჩემპიონობის შანსისთვის
გიორგი
გოლდენ სტეიტის ჩემპიონობისათვის ზაზამ უკვე მინიმუმ 5 მილიონი გადაიხადა წინასწარ.
bs
ეს შემთხვევა საკუთარი თავის და ქვეყნის რეკლამადაც შეუძლია გამოიყენოს ზაზამ და ასეც იზავს. სუპერ გადაწყვეტილება და სუპერ შანსია!
bs
ზაზა გადაუთარგმნე რა ამერიკელებს ინტერვიუსას ან თვიტერზე რუსთაველის სიტყვები ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა" აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა ყველა კუთხით, დღევენდელი დაბალი ხელფასი მომავალი დიდი დივიდენდის საფუძველია. ჩვენ კი ჩემპიონი გვეყოლება, მაგრი ხარ კაპიტანო!
გაიყიდა.
ნოვიცკი -2წელში 40 მილიონი, ფაჩულია-წელიწადში 2,9მილიონი.ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებს ეს კაცი{ფაჩულია). გოლდენის შეფები:" მეტი არ ღირხარ ზაზა". ყველაფერი იყიდება-ჩემპიონობაც.

მართალი ხარ ამერიკელები ამას ვერ გაიგებენ!!!
daviti
არ გავს ჩვენ ფეხბურთლებს 4 დივიზიონებში ითამაშებენ ოღონდ ხელფასი ქონდეთ კარგ. ყოჩაღ ზაზა
miriani
ამერიკელებს გაუჭირდებათ გაიგონ, რომ ფული ყველაფერზე მაღლა არ დგას! ეს არის "დიდი" კაცის საქციელი, რომელიც რუსთაველის პრინციპით ხელმძღვანელობს "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა"
გაგა
ჭკვიანი ბიჭია ზაზა;წარმატებას ვუსურვებ. დურანტითაც თუ ვერ მოიგო გოლდენმა ოქრო,მაშინ რა ვიცი.ოქრო ოქროებს! დიდი ალბათობით,NBA-ს ქართველი ჩემპიონიც ეყოლება.აბა ჰე,აბა ჰო!
giga
ნამდვილად უღირს ზაზას საჩემპიონო ბეჭედი პატარა ხელფასად, სამაგიეროდ გაისად შეძლებს ბევრად სარფიანი კონტრაქტის მიღებას,
giga
ზაზა, გისურვებ ოქროს ბეჭედს! ყოჩრ დოლარების ციმციმს რომ გაუძელი! ზაზა, ზაზა, ზააააააააზა!
giorgi1988
მთავარი ფული ხო არაა?! კალათბურთში, ფეხბურტთან შედარებით ნაკლებად ვერკვევი, მარა ვიცი რო გოლდენ სტეიტი მაგარი გუნდია და ამ გუნდში დიდი შანსი აქვს ტიტულების მოგების. წარმატებები ზაზას!
შოთა გუგეშაშვილი
ზაზა გაიხარა გაისად ოქროს ბეჭედი მომელოსოს
sake
ზაზას ვუსურვებ დიდ წარმატებას,ჩემპიონობას,ხოლო მოქილიკეებმა მამიდებს მოუარონ.
ვანმოო
ბარსაში ხო,მაგრამ რეალში არა
არჩილ ხოფერია
ზაზას გოლდენ სტეიტში გადასვლა იგივეა, რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი მილანიდან ბარსელონაში გადავიდეს.
giorgi-ს, ზუსტად ე გ რ ე ა!
NBA-ს ჩემპიონი ქართველი(?) - მაგარია! "ვსიო", ოქროს შტატის მეომრებო, ჩემპიონობა გვინდა! ))))))))))))
gio
ზაზას გოლდენ სტეიტში გადასვლა იგივეა, რომ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაში გადავიდეს.
giorgi
ფული ადრე თუ გვიან იხარჯება NBA-ს მოგება კი სამუდამოდ დარჩება ისტორიას...
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]