ევროპის ჩემპიონატის დღის სიახლეები

რობენი: ეს იქნება პირველი მატჩი, რომელსაც ვნახავ

საფრანგეთისა და გერმანიის ნახევარფინალის წინ კომენტარი გააკეთა ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა. "ძალიან საინტერესო მატჩი იქნება. დიდი ალბათობით, ეს იქნება პირველი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ვნახავ. აქამდე თამაშები არ მინახავს, რადგან ოჯახთან ერთად ვისვენებდი. საფრანგეთი შინ თამაშობს და თითქოს, ფავორიტია, მაგრამ იმედი მაქვს, გერმანია გაიმარჯვებს. მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია", - თქვა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".

ნავალკას გაუგრძელეს

პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა კონტრაქტი გაუგრძელა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ადამ ნავალკას. პოლონეთის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ცნობის მიხედვით, ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდეა გათვლილი. იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთის ნაკრები მუნდიალზე გავა, ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება. ნავალკა პოლონეთს 2013 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი წლევანდელ ევროფორუმზე მეოთხედფინალამდე მივიდა.

გუტი: ძალიან გაკვირვებული ვარ!

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა გუტიმ განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებულია ვისენტე დელ ბოსკესა და იკერ კასილიასს შორის მომხდარი კონფლიქტით. "ყოველივე ამან ძალიან გამაკვირვა. ვიცნობ რა დელ ბოსკეს, ამას მისგან არ ველოდი. არ ვიცი, რაში დასჭირდა ყოველივე ეს. შეიძლება იმისათვის, რომ გუნდის წარუმატებელ თამაშს უკანა პლანზე გადაეწია", - თქვა გუტიმ.

ექიმმა დოპინგი უარყო

უკრაინის ნაკრების ექიმმა სერგეი დერეპოვსკიმ უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს უკრაინელები დოპინგს იღებდნენ. "ყვითელი პრესა ცდილობდა სენსაციის პოვნას იქ, სადაც ის საერთოდ არ არის. მაგალითად, მათ უნდა იცოდნენ, რომ მაგნეზია გამოიყენება კომპრესებისათვის. ნაკლოფენს კი მე ვიკეთებდი, რადგან მუხლი მაწუხებს.

ნემსებში კომპრესისათვის აუცილებელი პრეპარატები შემყავდა. მე ხომ არ ვარ დამნაშავე, მაგნეზიას დიდ ფლაკონებში კი არა, ამპულებში რომ უშვებენ. ვოლტარენსაც მხოლოდ ნემსის მეშვეობით თუ შეიყვან ადამიანის ორგანიზმში.

როცა სასტუმროდან გამოვდიოდით, ვთხოვეთ პერსონალს, რომ ნაგავი გადაეყარათ. მათ რატომღაც შესასვლელთან დააწყვეს ის. ჟურნალისტებს კი მეტი არაფერი უნდათ", - თქვა უკრაინელთა დასტაქარმა.

ბალოტელი: რონალდოს თამაში მხოლოდ ჟურნალისტებს არ მოსწონთ!

მარიო ბალოტელიმ კომენტარი გააკეთა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდოს მიერ ნაჩვენებ თამაშთან დაკავშირებით. "მისი თამაში მხოლოდ ჟურნალისტებს არ მოსწონთ. მაგალითად, მე ძალიან მომწონს. ძალიან ბევრს ცდილობს, გუნდზე თამაშობს. დიდი მოწიწებით ვარ განწყობილი მის მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ", - თქვა მარიომ.

დელ ბოსკე: პედროს სიტყვებს გუნდისთვის არ უვნია!

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დე ბოსკემ განაცხადა, რომ პედრო როდრიგესის სიტყვებს გუნდისათვის არ უვნია. ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს "ჩელსის" შემტევმა თქვა, რომ მისთვის არ არის სასიამოვნო, როცა ნაკრებში ჩადის და არ თამაშობს.

"მე არ მომეწონა მისი სიტყვები, მაგრამ ისინი გუნდზე ნეგატიურად არ ასახულა", - თქვა დელ ბოსკემ. საფრანგეთში პედრო მხოლოდ ორჯერ გამოვიდა მინდორზე და ორივეჯერ შეცვლაზე.

სკოლარი: რონალდოს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდოს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. "ის ახლა გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე 2004 წელს. ვფიქრობ, მას შეუძლია ევროპის ჩემპიონატის მოგება", - თქვა სკოლარიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო