...რა დააშავა ფეხბურთის გულშემატკივარმა, რატომ უნდა უყუროს უფერულ მატჩებს? გამოსავალია მოსაძებნი
ფეხბურთი გაუფერულდა. არ მეთანხმებით? ქართული კლუბების ევროპულ ტურნირებზე გამოსვლას კი არ ვგულისხმობ, ნამდვილ ფეხბურთზე ვამბობ, საფრანგეთის სტადიონებზე რომ გაჩაღდა.

მაგალითი

მაგალითისთვის ხორვატიის ნაკრები ავიღოთ: ჯგუფურ ეტაპზე მშვენივრად იბრძოლა, კარგი თამაშით ესპანეთიც კი დაამარცხა, მაგრამ მოვიდა პლეი ოფი და დადგა. დადგა და ელოდა, როდის ჩაივლიდა 120 წუთი, რომ პენალტების სერიაში დაემარცხებინა პორტუგალია.

თავის მხრივ, კრიშტიანო რონალდო და კომპანიაც მშვიდად აგორებდნენ ბურთს, ალბათ, ისინიც კარგად მოემზადნენ პენალტებისთვის. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა - მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოს პორტუგალიელებს გაუვარდათ და მოიგეს.

უელსი-ჩრდილოეთ ირლანდია, პოლონეთი-შვეიცარია, გერმანია-პოლონეთი, პორტუგალია-პოლონეთი... კიდევ უამრავი ისეთი მატჩი იყო, რომლის ბოლოს ბევრს გაუჩნდებოდა შეგრძნება, რომ დრო ტყუილად დაკარგა.

მიზეზი

ჩნდება კითხვა: რატომ იმატა ნაკლებად სანახაობრივმა შეხვედრებმა? იმიტომ, რომ ევროპულ გუნდებში იშვიათია ფეხბურთელები, შეტევაში დიდი ინდივიდუალურობით რომ გამოირჩეოდნენ. სტანდარტული შემტევების შეჩერება კი სტანდარტულ მცველებს არ უჭირთ.

ევროპაში (ახლა უკვე მთელ მსოფლიოშიც) დაცვას შეტევასთან უპირატესობა ნამდვილად აქვს. ამიტომ გუნდები, უპირველესად, დაცვაზე ფიქრობენ. თუ სწრაფი შეტევის შანსი მიეცემათ, ხომ კარგი (როგორც პოლონეთმა გაუტანა შვეიცარიას), თუ არა, ჯობს, პენალტების სერიას დაელოდონ.

120 წუთის განმავლობაში ხორვატებმა პორტუგალიასთან ტემპს მხოლოდ 5 წუთით მოუმატეს, მაგრამ სწორედ მაშინ მიიღეს გოლი. თუმცა თავადაც ჰქონდათ გატანის კარგი შანსი.

იყო კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ იტკიებდნენ გუნდები თავს - ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდათ.

რევოლუცია

...და რა დააშავა გულშემატკივარმა, რატომ უნდა უყუროს უფერულ მატჩებს? გამოსავალია მოსაძებნი.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ფიფა თუ უეფა ევრო-2016-ის შემდეგ სერიოზულად დაფიქრდებიან ფეხბურთის წესებში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე, რამაც სპორტის ამ სახეობას მეტი სანახაობრიობა, მობილურობა და სისწრაფე უნდა შემატოს.

თუმცა კართან ცხვრების გამობმა (უმოქმედოდ რომ ატარებენ 90 წუთს) კი არ არის გამოსავალი, არამედ ძირეული რეფორმებია გასატარებელი.

ფეხბურთს რევოლუცია მოსწყურდა. წითელი რევოლუცია? - არა. ვარდებისა? - არა. ნარინჯისფერი? - არა. ნარინჯისფერი რევოლუცია 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო - ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი დაამკვიდრეს. დღეს სხვაგვარი რევოლუციაა საჭირო. მაგალითად - საკალათბურთო.

აკრძალვები

ვიდრე საკალათბურთო რევოლუციას მივადგებოდე, გავიხსენოთ, რომ თავის დროზე აიკრძალა მეკარისთვის ბურთის ფეხით დაბრუნება. ასევე, გოლკიპერებს დაუწესდათ ლიმიტი, რამდენ წამს შეუძლიათ ბურთის ფლობა... ეს ყველაფერი თამაშის ტემპის მომატებისთვის გაკეთდა.

თავის დროზე კალათბურთშიც არ იყო შეზღუდვები, მაგრამ დროულად დაწესდა ზონის წესი და კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა.

კალათბურთში საკუთარიდან მეტოქის ნახევრამდე ბურთის გადატანისთვის 8 წამია გამოყოფილი, ხოლო შეტევის დასასრულებლად - 24 წამი. 24 წამში უნდა მოასწრონ მოთამაშეებმა მეტოქის კალათისკენ ბურთის ტყორცნა.

წარმოვიდგინოთ, რა სანახავი იქნება საფეხბურთო მატჩი ამგვარი შეზღუდვებით. ოღონდ, რადგან ფეხბურთში დიდი მოედანია, დრო უნდა გაიზარდოს. მაგალითად, ფეხბურთელებმა საკუთარი ნახევრიდან ბურთი, ვთქვათ, წუთში გადაიტანონ, შეტევისთვის კი სულ 3 წუთი ჰქონდეთ. ეს ხომ გუნდებს აიძულებს, ყოველ 3 წუთში ერთხელ მეტოქის კარში დაარტყან, შედარებით მაღალ ტემპში ითამაშონ...

და კიდევ ერთი: კალათბურთში ბურთი მეტოქის ნახევარზე რომ გადავა, უკან დაბრუნების უფლება აღარავის აქვს. ეს წესი ფეხბურთშიც მეტად საინტერესოდ ჩაეწერებოდა. აბა, რა მშვენიერი იქნებოდა ფეხბურთი საკუთარ ნახევარზე გამობრუნების თუ მეკარისთვის ბურთის დაგორების გარეშე...

ცხადია, ეს ყველაფერი დღეს არარეალურია, მკითხველიც მიხვდებოდა, რომ სერიოზულად არ არის დაწერილი, თუმცა საკალათბურთო წესების მიხედვით გამართული მატჩის ხილვა სულაც არ იქნებოდა ურიგო. მთლად საკალათბურთო არა, მაგრამ ხელბურთის ანგარიშით მაინც დასრულდებოდა. მაგალითად, ასე: გერმანია-საფრანგეთი 24:20. ასეთი ნაკრებების შესრულებით 42 გოლი კი ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავიმუსაიფი
თავიდან პენლებიც, ზურგზე ნომრები, ცვლილება, საერთოდ ფეხბურთის თამაშიც სისულედ აღიქმებოდა. ჩემი აზრით ძალიან სწორი და დროული
futbalista
დზან დზაან სისულელეა

მაგარი იქნება. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის მერე ან თავის ან მეტოქის ნახევარზე დაწვება დასიცხული ცხვარივით.
ზზზ
ეშველება საქართველოს ნაკრებს და ეგარი:) თუ ბურთის უკან დაბრუნება აკრძალეს გვეშველება და ეგარი:)
jarji21
რამხელა სისულელე იწერება, ეს უფრო ბავშვურ ოცნებას ან უსაქმურობისაგან შეწუხებული ადამიანის ნააზრევს აგავს :) ჯანმრთლეობა მოგცეს ავტორო უფალმა და ძლიერი გონება ....
zaza
რაქნას ვაჟამ (ავტ) ჩვენი ფეხბურთელების შემყურებ გაზეთი რაგაცით ხომ უნდა შეავსოს არა არდაეწუნება სადიპლომო სტატიაა პირდაპირ )))))))
სირბილის სწავლების ცენტრი
რამდენად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს ქართული ტრადიციული ფიზმომზადება? გასულ წელს ევროტურნირები ჩვენი გუნდებისათვის პირველივე ეტაპზე დასრულდა. ძირითადი მიზეზი ცუდი ფსიქოლოგიური და სუსტი ფიზიკური მომზადება იყო. ორივე პოზიცია ისევ პრობლემურია… ამ წესის თუნდაც შემსუბუქებული ვარიანტი ქართველ ფეხბურთელებს "სიკვდილის პირას" მიიყვანს. აჯობებს ჯერ ფიზიკური კუთხით დავეწიოთ თანამედროვე ფეხბურთს და თამაშების გაუფერულებაზე შემდეგ ვისაუბროთ!
elguja
სამწამიანის წესიც გადმოვიტანოთ ბარემ. საჯარიმოში თავდამსხმელი 57 წამზე დიდ ხანს არ გავაჩეროთ. პ.ს. ეჭვი მაქ უცენზურობის გამო ბევრი კომენტარი დაიბლოკა :D
koka
ერთადერთი თამაშგარე უნდა გუქმდეს როგორც ზოგიერთმა სპორტმა გააკეთა, ადრე თუ გვიან გაუქმდება
123
შენით მოიფიქრე ეს სტატია? :D
dato
კი ძალიან მაგარია 24-20 რო დამტავრდება საფეხბურთო მატჩი, დიდი სისულელეა ჩემი აზრით ფეხბურთი ტაქტიკური ბრძოლაა კალათბურთი თუ გინდათ იმას უყურეთ
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება
TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!
TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს