ირანელები საქართველოში მოსამზადებელი ბაზების აშენებითა და კლუბებში ფულის დაბანდებით დაინტერესდნენ
ფოტოზე: ირანული გუნდი თბილისის ზღვაზე ემზადება

რამდენიმე დღეა, თბილისს თავრიზის (ირანი) "მაშინე შაჰრდარი" სტუმრობს. ისინი თბილისის ზღვაზე მდებარე სასტუმრო "ჰუალინგში" დაბინავდნენ და იქვე, "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობენ და თამაშობენ.

თუ რა დონისაა ეს ირანული გუნდი, ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, როცა ბოლნისის "სიონი" 3:2 დაამარცხეს. ეს გუნდები ერთმანეთს 10 ივლისსაც დაუპირისპირდებიან.

- საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

ამ ვიზიტის ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა მენეჯერები - ილია გობაძე და ლევან შავგულიძე.

"თავრიზის გუნდი 1 ივლისს გვესტუმრა და თბილისში 11-მდე დარჩება. გუნდი წლეულს ირანის პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა და სუპერლიგაში დაწინაურდა.

საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი კარგ პირობებში მომზადება და ძლიერ მეტოქეებთან სპარინგების გამართვაა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოში ბევრი გუნდი ჩამოვიყვანოთ და მოსამზადებლად ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსი დავიბრუნოთ. ამის საშუალება და შანსი არსებობს - ირანში კავშირები მქონდა და გუნდიც მოვიწვიე", - ამბობს გობაძე.

მან საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა - ირანელები ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდებაზე დაფიქრდნენ:

"ირანი უმდიდრესი ქვეყანაა, საკმაოდ კარგად განვითარებული ეკონომიკა აქვთ და ეს ფეხბურთზეც აისახება. იქ უმაღლესი ლიგის კლუბების ბიუჯეტები 15-20 მილიონი დოლარია. რომ იცოდეთ, ირანელები საქართველოში მოსამზადებელი ბაზების აშენებითა და კლუბებში ფულის დაბანდებითაც დაინტერესდნენ.

საერთოდ, ისინი საქართველოს დიდი პატივისცემით უყურებენ და ეს დამოკიდებულება არ მიკვირს. მაგრამ ქართულ ფეხბურთში ფულის დაბანდების იდეამ კი ნამდვილად გამაკვირვა.

აღმოჩნდა, რომ ამას სამი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ საქართველოსთან ირანელებს უვიზო მიმოსვლა აქვთ და ინვესტიციის დაბანდება ადვილია;

მეორე ის, რომ ქართულ კლუბებს მცირე ბიუჯეტები აქვთ. წარმოიდგინეთ, გუნდში ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში 500 ათას დოლარს იღებს. ჩვენთან კი უმაღლესი ლიგის რამდენიმე მონაწილეს ჩამოგითვლით, ამხელა ბიუჯეტი რომ არ აქვს. მათი სახსრების მცირე ნაწილის მოზიდვით კი საქართველოში სამეულის დონის გუნდის ჩამოყალიბება სავსებით შესაძლებელია...

და მესამე მიზეზი - რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან ჩვენ უფრო ახლო კავშირები გვაქვს, მათ კი ევროპაში გასასვლელად ტრამპლინი სჭირდებათ. ევროგათამაშებაში მონაწილე ქვეყანა და მისი გუნდი საინტერესოა ამ კუთხითაც - ირანში ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ევროპელები მათ არ იცნობენ".

გობაძემ ირანელთა დაინტერესების კონკრეტული მაგალითიც დაგვისახელა:

"სხვათა შორის, ირანელები ქართული ფეხბურთით დღეს არ დაინტერესებულან. ჯერ კიდევ ზამთარში ქუთაისის "ტორპედოს" მიმართ გაუჩნდათ ინტერესი, მაგრამ ამ კლუბში ქართული ბიზნესჯგუფი იყო მისული და მოლაპარაკებაც შეწყდა.

თუმცა, ინტერესი ახლაც არსებობს და იმედია, ადრე თუ გვიან საქართველოში საიმედო პარტნიორს მოძებნიან.

მიმაჩნია, რომ მათი და ჩვენი ინტერესების შეხამება სავსებით შესაძლებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთს ინვესტორები არ აწყდებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bakuri
სასაცილოა პირდაპირ.შავგულიძე რისთვის დასდევს ირანელებს, ვითომ ფეხბურთელებს დააბორიალებს ხან წყალტუბოში, ხან ზუგდიდში,ხან გორში , ქუთაისში და კიდე სხვაგან. როგორ მოახერხა და რა ფასად ტორპედოში ორი ირანელი ვარსკვლავის მიყვანა, რატომ არ დაინტერესდა მაშინ ფედერაცია. სად არიან ახლა ის "ფეხბურთელები"
kakuna
ირანელბი კი იძუნძულეს ბაზაზე წარმოიდგინეთ "ტორპედოს" ყიდვა უნდათო და ქალაქის მერიც კინაღამ აიყოლიეს და მთლად აღუპავდნენ ამ გუნდს ვითომ ფანკლუბის პრეზიდენტი რომ გონია თავის ტავი დანელია თუ ვირაცა და საკუტარი ჯიბის გასქელებაზე რომ ფიქრობს
FFF
მოაშორეთ სპარსელები აქედან
gocha
არ დაიღალეთ ამდენი სიცრუით,თუ უნდათ მოვიდნენ და დააბანდონ,მაგრამ ეს არის დიდი აფიორა..
martali
შავგულიძე არის ტიპიური მეჭეჭი,ნასამართლევის ისტორიით!მოლაპარაკებები შეწყდა ტორპედოსთან კი არა ვერ დააბოლეს კარგად თავად ირანელები თორემ კარგ წინადადებაზე სახელმწიფო არ იტყოდა უარს.მაგათმა ორი სასაცილო ფეხბურთელი ჩამოიყვანეს ქუთაისში და ამდენივე პირველი ლიგის კლუბებში,ამით ირანელები დააბოლეს საქმის კეთება შეგვიძლია საქართველოშიო და იყო აფიორ გეგმები..
ალეკსანდრე
გამე რომ ძინავთ,სიზმარშიც იმას ხედავენ, როგორ ააყვავონ ქართული ფეხბურთი
Giorgi567
ფეხბურთის ფედერაციას! ვიცი ძალიან მძიმე ტვირთი გაწევთ და ამ ტვირთს ზიდვა უნდა, ისიც ვიცი რო ჯადოსნური ჯოხი არ გაქვთ და არც დიდი ფული, მაგრამ წვრილმანების მოგვარებას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება შველის ,რა იქნება კლუბები რომ დაავალდებულოთ ( თვითონ ვერ ხვდებიან სამწუხაროდ) რომ მოთამაშეს სახელი ან გვარი უნდა ეწეროს აუცილებლად უმაღლეს ლიგაში მაინც, ზოგი გუნდი ხვდება და ზრუნავს ამაზე, მაგრამ როცა ერთ გუნდს აწერია და მეორეს არა ცოტა არასასიამოვნო საყურებელიც არის. როცა პრეტენზია გვაქვს ჩემპიონატის პოპულარიზაციაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება წვრილმანად გეჩვენებათ მაგრამ ცუდად ჩანს დამიჯერეთ, ევროტურნირებზე მონაწილე გუნდებზე ხო საუბარიც აღარ მაქვს
Giorgi567
ირანელებმა რო ჩადონ ფული და ააშენონ საფეხბურთო იმფრასტრუქტურა. (მოსამზადებელ ცენტრებს ვგულისხმობ) ამით საქართველოს რა? ეს ფული ისევ ირანისკენ წავა თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ათეულ ადამიანს ვინც იქ იმუშავებს ალბათ ქართველები. ესეც კარგია, მაგრამ სახელმწიფო და ფეხბურთის ფედერაცია თუ გააკეთებს ამას ორმაგად სასიხარულოა იმიტო რო ეს ფული ისევ ქართულ ფეხბურთში დაბრუნდება. არადა რამდენი ადგილებია ასათვისებელი? გული გტკივა როცა არავინ არ ფიქრობს ამაზე და მზამზარეულად თურქეთში, ავსტრიაში და სხვაგან ურჩევნიათ მომზადება და ფულის ხარჯვა. ეხ საქართველოვ...
Gio
ჭკვიანი ხალხი ირანის ფინანსებს და შესაძლებლობებს საქართველოსთვის გამოიყენებდა(და არამარტო ფეხბურთში)!ირანს მართლა დიდი პოტენციალი აქვს ყველა სფეროში და დღეს თუ ირანის ინტერესია საქართველოში ფული დააბანდოს ხელი უნდა შეუწყოთ ყველანაირად თორემ ეს ინტერესი მუდმივი არ იქნება აგერ ევროპელები უკვე ყველანაირად ცდილობენ...............
გუჯა კახაძე
ღმერთმა ხელი მოუმართოთ! იქნებ ქართულ ფეხბურთს რამე ეშველოს...
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა