უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებულები წყვილებში
ენდი მარეიმ უიმბლდონზე საოცრად ჩაატარა დასკვნითი მატჩები და დამსახურებულად მოიგო "დიდი სლემი" კარიერაში მესამედ. პირველად ეს 2012 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა, მეორედ - 2013 წელს იუმბლდონზე. ამასთან, ეს გახლდათ ბრიტანელი ჩოგბურთელის მესამე ტიტული მიმდინარე სეზონში და 38 - კარიერაში.

მარეი ნახევარფინალურ შეხვედრაშიც სტაბილური იყო - ტომაშ ბერდიხი სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. ფინალში კი კანადელ მილან რაონიჩს შეხვდა, რომელმაც ნახევარფინალში სენსაცია "გამოაცხო" - ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია როჯერ ფედერერს. სამი სეტის შემდეგ შვეიცარიელი იგებდა (2:1), თუმცა 25 წლის რაონიჩმა სახელოვან მეტოქესთან თამაშის შემოტრიალება შეძლო.

როგორც ჩანს, კანადელმა მთელი ენერგია თუ ემოცია ნახევარფინალს შეალია, ფინალში კი გაცილებით უკეთ მარეი გამოიყურებოდა, რომელმაც არაერთი, ფაქტობრივად წაგებული გეიმი გადაარჩინა და საბოლოოდ 2:47 საათიან დაპირისპირებაში 3:0 იმარჯვა.

- ეს გახლავთ ჩემი საუკეთესო წუთები მიმდინარე სეზონში. იყო გამარჯვებები, წაგებები, მაგრამ უიმბლდონის მოგება სუპერგანსაკუთრებული მოვლენაა. ჩემს მეტოქეს საოცარი ნახევარფინალი ჰქონდა, ყოველ წელს უმატებს. სწორედ ასეთ ოპონენტთან გამარჯვებაა ერთი-ორად სასიხარულო. მადლობა ყველას, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ტრიბუნებიდან მხურვალედ მქომაგობდნენ, - აღნიშნა გახარებულმა მარეიმ.

ვაჟები

ერთეულები

1/2 ფინალი

ბერდიხი-მარეი 3:6, 3:6, 3:6

რაონიჩი-ფედერერი 3:6, 6:7, 4:6, 7:5, 6:3

ფინალი

რაონიჩი-მარეი 4:6, 6:7, 6:7

ქალები

წყვილები

ფინალი

უილიამსი/ვ.უილიამსი-ბაბოში/შვედოვა-ს 6:3, 6:4

ვაჟები

წყვილები

ფინალი

ჰერბერტი/მაო-ბენეტო/როჯერ-ვესელინი 6:4, 7:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

batumi
მთელი დღეა მეგონა წყვილები უილიამსებმა მოიგო და თქვენთან წაუგიათ ფინალი
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება