20 წლის ბერიძემ მოსამზადებელ ეტაპზე "გენტის" შემადგენლობაში 5 საკონტროლო შეხვედრა ითამაშა
ბელგიური "გენტი" სეზონისთვის ემზადება და ერთმანეთის მიყოლებით საკონტროლო მატჩებს ატარებს. ამ უქმეებზე ჰეინ ვან ჰაზებრუკის გაწვრთნილები ჯერ პირეოსის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი - "სერკლ ბრიუგეს".

ამ საკონტროლო მატჩებში "გენტის" შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა გიორგი ბერიძე. ბელგიელები ორივე მეტოქეს "გელამკო არენაზე" უმასპინძლეს და ორივეს დაუზავდნენ - ბერძნებთან 2:2, ხოლო თანამემამულეებთან 1:1 ითამაშეს.

ბერიძე "ოლიმპიაკოსთან" მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, ხოლო "სერკლ ბრიუგესთან" - ასევე მეორე ტაიმში. "გენტის" პრესსამსახურის ცნობით, მეორე სპარინგში ქართველ ფლანგის შემტევს თავისიანების დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

საინტერესოა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე 20 წლის ბერიძემ "გენტის" შემადგენლობაში 5 საკონტროლო შეხვედრა ითამაშა და მხოლოდ ერთი გამოტოვა. თავიდან, ჰეინ ვან ჰაზებრუკის გუნდი დაბალი ლიგის წარმომადგენლებს ხვდებოდა.

ერთ-ერთ მათგანთან, დაბალი ლიგის ბელგიურ "დე პრინტთან" (2:0) გიორგიმ თავისიანების მოგებაში წვლილი გოლითაც შეიტანა. მერე "გენტი" გაცილებით სერიოზულ მეტოქეებს დაუპირისპირდა და მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი ამ შეხვედრებშიც ათამაშა. ფაქტია, რომ ბერიძეს ძირითად შემადგენლობასთან აჩვევენ. ეს მისი შანსია და იმედია, გამოიყენებს კიდეც.

სამწუხაროდ, "გენტის" რიგებში არ ჩანს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი, ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც დაშავებული იყო. მან ტრავმა უკვე მოირჩინა და 10 დღის წინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვითაც ივარჯიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა