მოურინიო შინ ციხე-სიმაგრესავით მაგარია

იშვიათია, ადამიანს ეთქვას, მე განსაკუთრებული ვარო და ეს ფრაზა საზოგადოებას მიეღოს. მიუხედავად იმისა, რომ მასაც დიდი წინააღმდეგობა ხვდება, ძალიან ბევრს აღიზიანებს მისი მანერები, დამოუკიდებელი აზროვნება, მაგრამ, ფაქტია, ჟოზე მოურინიო საქმით ამტკიცებს, რომ მისივე მაღალ წარმოდგენა საკუთარ პერსონაზე საფუძველსმოკლებული ნამდვილად არ არის...

ამ უქმეებს "რეალი" "ლევანტეს" უმასპინძლებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" და თუ "სამეფო კლუბი" მოიგებს ან ფრეს ითამაშებს, ეს ჟოზე მოურინიოსთვის ზედიზედ 148-ე წაუგებელი მატჩი იქნება ჩემპიონატების საშინაო მატჩებში. რაც "განსაკუთრებული" მთავარი მწვრთნელია, მან სულაც ერთი საშინაო მატჩი წააგო - ეს იყო ცხრა წლის წინათ (შაბათს გახდება), მაშინ პორტუგალიის ჩემპიონატში მოუს "პორტუმ" შინ "ბეირა მართან" წააგო. მას მერე მოურინიომ ჩემპიონატებში 122 მატჩი მოიგო და 25 ფრედ დაასრულა. არადა, ამ წლების განმავლობაში მან ოთხი ჩემპიონატი გამოიარა: ლიგა საგრეში, პრემიერლიგა, სერია A და ლა ლიგა - ერთმანეთზე უკეთესი.

იკერს წითელი დაუტოვეს

ლა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტმა განიხილა "რეალის" საჩივარი, მაგრამ იკერ კასილიასს ძალაში დაუტოვა წითელი ბარათი, რომელიც მან "ესპანიოლთან" მატჩის 70-ე წამზე მიიღო. სხვათა შორის, ამით კასილიასი "რეალის" ისტორიაში მატჩში ყველაზე მალე გაძევებული ფეხბურთელი გახდა. საშეჯიბრო კომიტეტმა დაასკვნა, რომ იკერის გაძევების საფუძველი არბიტრს ნამდვილად ჰქონდა. ასე რომ, "ლევანტესთან" მატჩში "რეალის" კარში ანტონიო ადანი ჩადგება, რომელსაც ლა ლიგაში "სამეფო კლუბის" მაისურით დებიუტი კასილიასის გაძევების შემდეგ ეღირსა.

ხეტაფემ ვიცე-კაპიტანი დაკარგა

"ხეტაფეს" შემტევმა ნახევარმცველმა მანუ დელ მორალმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ერთი თვე დასვენება მოუწევს. მადრიდელთა ვიცე-კაპიტანმა ტრავმა პარასკევს ტურისწინა ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც მან უკვე გამოტოვა "მალაგასთან" შეხვედრა. 26 წლის ფეხბურთელი "რასინგთან", "ერკულესთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩებში არ იქნება. სამაგიეროდ, "ლოს ასულონესს" ტრავმირებული ხავიერ არისმენდი დაუბრუნდათ.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა