"დინამოსთან" მატჩის წინ "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა დღეს "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე, "ალაშკერტი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ ერევნის თბილისის "დინამოს" "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-10 ლარს შეადგენს.

"მეტოქეს დიდ პატივს ვცემ. რთული იქნება, რადგან "დინამო" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, მაგრამ შანსებს მაინც 50-50-ზე გადავანაწილებდი. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.

"დინამო"-"არარატის" დაპირისპირებისას მეც ვთამაშობდი "არარატში". მაშინ სხვა დონე იყო, ეს მატჩი ნამდვილი ზეიმი იყო და სამწუხაროა, რომ დღეს "არარატი" იმ დონეზე აღარაა, რაც ადრე, სამაგიეროდ, "დინამო" ისევ ის ძლიერი "დინამოა"!

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, კარგად ორგანიზებულიცაა და ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ჩემპიონატის ფორმატი ისეთივე გვაქვს, როგორიც ქართველებს, ამიტომ ჩვენსავით, ვერც "დინამო" იქნება 100%-ზე მზად. ტრავმები აწუხებს რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს, თუმცა სათადარიგო სკამი ისეთი გვყავს, რომ შეძლებენ შეცვლას.

მართალია, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ უფორვარდოდ თამაშს ნამდვილად არ ვაპირებთ. შემტევი ფეხბურთელების ნაკლებობას არ განვიცდით და ხვალ გადავწყვეტ, თუ რა ტაქტიკას ავირჩევ "დინამოს" წინააღმდეგ სათამაშოდ.

ირაკლი კვეკვესკირიც დავიმატეთ, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცი მისი შესაძლებლობები და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა. კლუბის პრეზიდენტთან ერთად მიზნად გვაქვს დასახული ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ძალიან დიდი ძალა იქნება როგორც სომხეთში, ისე ევროპაშიც. ამ ეტაპის დაძლევაც ჩვენი მიზანია!

ვისურვებდი, გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე მატჩის გამართვა იყოს საჭირო.

ასევე იხილეთ:

- იურაი იარაბეკი: დიდი სურვილი გვაქვს, შემდეგი ეტაპის საგზური ხვალვე გავინაღდოთ

dadu
აუ ალაშკერტი ჩემპიონი რო გახდა ისიც ძალიან გაუმართლა (შესაძლოა ხელიც წააშველეს გარკვეული მიზეზების გამო), მასზე ბევრად ძლიერი შირაქია. თან ეხლა კიდევ დასუსტდა ორმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა გუნი და ვერაფრით გაძლიერდნენ. ამიტომ ჩემი აზრით დინამოს ალაშკერტის გავლა არ უნდა გაუჭირდეს და უფრო მეტიც თბილისშივე მგონია რო გადაწყვიტავენ გასულის ბედს, აი შემდეგი ეტაპის გავლა კი უკვე საკმაოდ ძნელი იქნები იქ ისეთი გუნდები იქნება თავმოყრილი.
svani
რატმ მიბლოკავთ კომენტარებს გაგა-სთვის იმდენი რამე დავწერე

ვინ კვეკვესკირი დაიმატეს???
dinamo chempionta ligaze
Gaga mzeze iare albat daweqi daisvene :-D
kvaxa
დინამო მარტო სახელია დარჩენილი. ტიპმა გასაგებად თქვა, დინამოს გავივლითო.
kote
აბა ალაშკერტის მოსაგები სადაა?
გაგა
რაღაც არა მგონია დინამომ მოიგოს,კლასი აკლიათ, და მონდება,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
"ალაშკერტის" მწვრთნელი: მეტი ხალხი უნდა ესწრებოდეს მატჩს, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა?!
"ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია
უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა