"ჰიუსტონის" ლეგენდარული ცენტრი ჰაკიმ ოლაჟუონი ძველ და ახალ კალათბურთზე...
"სიეტლი" მატჩიდან მატჩამდე გვიქმნიდა პრობლემებს. ამის მთავარი მიზეზი გერი პეიტონი იყო. მახსოვს, საზაფხულო საწვრთნელი ბანაკის დასრულების შემდეგ, ყოფილ პარტნიორთან მარიო ელისთან მივედი. ჩემთვის აუცილებელი იყო იმის ცოდნა, რატომ გვიქმნიდა მუდმივად პრობლემებს პეიტონი.

"გერი მართლა ასეთი ძლიერია?" - ვკითხე მას.

"არც ისე", - იყო პასუხი.

მაინც არ მასვენებდა კითხვა - ეს დაბალი ბიჭი როგორ გვაყენებდა ამდენ ზიანს სამწამიანში? კლაიდ დრექსლერსაც გამოველაპარაკე და დავინტერესედი: "გერი მძლავრია?" - "არც ისე". - "მაშინ როგორ იგებს პოზიციას ფართან ასე ახლოს?" - არ ვიცი", - გაოცებულმა ჩაილაპარაკა კლაიდმა.

ვერავინ მომცა პასუხი ამ კითხვაზე.

საკუთარ თავს გამთამაშებლად ვთვლიდი, რომელიც დიდი ადამიანის სხეულში ჩასახლდა. ვფიქრობ, მე და პეიტონი ვგავდით ერთმანეთს. მას არასოდეს უნდოდა ყოფილიყო პირველი ნომერი, მე კი ვერ ვხედავდი საკუთარ თავს ტრადიციულ ცენტრად. ამიტომაც ვაფასებდი მის თამაშს.

როცა ნიგერიიდან ამერიკაში ჩავედი, 18 წლის ვიყავი. NBA-ის არც ერთი მატჩი არ მქონდა ნანახი, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არც ერთი მოთამაშის გვარი არ ვიცოდი! ფარისკენ პირველი ტყორცნა 17 წლის ასაკში შევასრულე, მანამდე ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ფეხბურთი იყო. ბუნებრივია, ცენტრის პოზიციის შესახებ ცოდნა საერთოდ არ გამაჩნდა.

გავიმეორებ, ყოველთვის ვგრძნობდი თავს გამთამაშებლად, უბრალოდ, ამ პოზიციისთვის არასტანდარტული ზომისა ვიყავი. ამან სარგებლობა მოიტანა, თავში არ მქონდა სტერეოტიპი - როგორ მემოქმედა მოედანზე. ეს მომავალში დამეხმარა განმევითარებინა ოსტატობა თამაშის სხვადასხვა კომპონენტში. როცა მწვრთნელმა მეხუთე ნომრად თამაშის ბრძანება მომცა, ვერ მივხვდი, რა სურდა ჩემგან. დიახ, შემეძლო მოედანზე ხუთივე პოზიცია დამესახელებინა, მაგრამ კითხვა - რა განსხვავებაა ცენტრსა და მსუბუქ ფორვარდს შორის, რთულ მდგომარეობაში მაგდებდა.

ზაფხულში, პრაქტიკის დროს, "ჰიუსტონის" კოლეჯის გუნდში თამაშისას, მწვრთნელები მიყვიროდნენ: "ჰაკიმ, შენ ცენტრს თამაშობ! უბრალოდ, იყავი ფართან უფრო ახლოს". მაგრამ არ მქონდა სამწამიანში ყოფნის სურვილი. ვაკვირდებოდი გამთამაშებელებს, აღფრთოვანებული ვიყავი მათი შემოქმედებით, რას აკეთებდნენ ისინი ბურთით! მინდოდა "ცეკვა" სამწამიანშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მინდოდა ასეთივე დრიბლინგი მქონოდა. ეს ყველაფერი უფრო მხიარული მეჩვენებოდა, ვიდრე ცენტრის მოვალეობების შესრულება. და მაშინ დავიწყე თვისებების სრულყოფა: უფრო მეტ დროს ვუთმობდი ბურთთან მუშაობას, ვშრომობდი საშუალო დისტანციიდან სროლაზე, ვცდილობდი გადაცემების ხარისხის ამაღლებას, ვავარჯიშებდი ფეხებს.

მივაღწიე იმას, რომ თუ უფრო ნელი კალათბურთელი მიჭერდა, მიჩნდებოდა შესაძლებლობა ის ფარქვეშიდან გამომეტყუებინა და მაშინ საკუთარ სტიქიაში ვიყავი: ვუჩვენებდი დრიბლინგს, სროლას, ხოლო თუ ვიზავი ჩემზე დაბალიც იყო, უბრალოდ, შემეძლო მასზე გადავლა.

დღეს მესმის, კალათბურთისა და ფეხბურთის მსგავსება სწორედ იმაშია, რომ თამაში დაცვიდან იწყობა.

ამის შემდეგ, მწვრთნელები აღარ მთხოვდნენ ფარქვეშ დარჩენას.

წელს, მეგობრებთან ერთად ვუყურე პლეი ოფის პირველი რაუნდის მატჩს "გოლდენ სტეიტსა" და "ჰიუსტონს" შორის. ერთ-ერთმა მეგობარმა ყურადღება მიაქცია კედელზე პოსტერს, რომელზეც მე და შაკილ ო'ნილი ვიყავით გამოსახული 1995 წლის ფინალის შემდეგ. იმ შეხვედრიდან ძალიან სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. შაკი მთელს პერიმეტრზე იცავდა ჩემგან თავს, მუდმივად ფარიდან მოშორებით ვიბრძოდით, როგორც ნამდვილი გამთამაშებლები. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ყველას შურდა ჩვენი ფიზიკური ფორმის. ახლაც ჟურანტელი მივლის, როცა მახსენდება მაყურებლის რეაქცია ბურთზე ჩვენი ყოველი შეხების შემდეგ!

ო'ნილი ცხოველად მეჩვენებოდა. თუ მას სამწამიანში პოზიციის დაკავების საშუალებას მისცემდი, განწირული იყავი. მუდმივად ვუყვიროდი მსაჯს: "ის არ ინძრევა, სამი წამი, სამი წამი!" არასოდეს მინახავს ძალისა და ოსტატობის ასეთი იდეალური კომბინაცია.

მეგობრები იცინიან და უკვირთ - როგორ შეიძლება დაბალი ხუთეულით თამაში მაშინ, როცა შემადგენლობაში შაკილი გყავს. მე კი მათ ვახსენებ, რომ კარიერაში 143 სამქულიანი მაქვს შესრულებული. მართალია, მხოლოდ 30 ჩავაგდე, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. ვიღაც ჩემი ტყორცნების პაროდირებას ცდილობდა დივანზე წამოწოლილი. მხიარული დრო იყო.

ის პოსტერი გვახსენებს, რომ ლიგა შეიცვალა. ჩემს დროს, კალათბურთელებს შეზღუდული ფუნქციები ჰქონდათ და საკუთარი ამპლუიდან არ გამოდიოდნენ.

პატრიკ იუინგი ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მოთამაშე იყო სამწამიანში. მას შეეძლო მთელი მატჩი შეუცვლელად ეთამაშა. უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მის მიმართ. დევიდ რობინსონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი "მაღალი" იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს - მოხერხებული და კარგი ნახტომის მქონე. რთულია მასსავით შრომისმოყვარე ცენტრის პოვნა.

იაო მინი - კიდევ ერთი უნიკალური მოთამაშე სამწამიან ზონაში. მართალია, მის წინააღმდეგ თამაში არ მომიწია, მაგრამ მასთან ერთად ვმუშაობდი "ჰიუსტონში". როცა პირველ ვარჯიშზე მოვიდა, მაშინვე დაიწყო ჩემი მოძრაობების ჩვენება - კარგად ჰქონდა შესწავლილი ჩემი თამაში. იაო - ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია, ვინც მინახავს.

მაიკლ ჯორდანი არ იყო ტრადიციული "მაღალი", მაგრამ ყველგან თამაშობდა. მაიკლი - დაბალი ბლოკის გენიოსი იყო. ის ჭრიდა ბურთს ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მოთამაშე მის იატაკიდან აღებას მოასწრებდა, თითქმის ყოველთვის პირველი ასრულებდა ნახტომს და ყველაფერს ჰაერში წყვეტდა. ყოველ ჯერზე, როცა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ ვთამაშობდით, გვიწევდა ჯორდანის მეურვეობისთვის ორი და ხანდახან სამი კაცის გამოყოფა. ამასთან, მის თამაშს სამწამიანში სათანადოდ არ აფასებდნენ. ფართან ზურგით მდგარი მაიკლი გვკლავდა, უილ პერდიუ და ლუკ ლონგლი კი ამ დროს პერიმეტრზე გადიოდნენ.

1995 წელს, იშვიათად გვიწევდა ორი ცენტრის ერთდროულად ხილვა სამწამიან ზონაში. დღეს, ცენტრებს ფართო არსენალი უნდა გააჩნდეთ იმისთვის, რომ ლიგაში დაიმკვიდრონ ადგილი. დღეს ხშირად მეკითხებიან: "დომინანტი ცენტრების ეპოქა დასრულდა?" უკვირთ, რომ NBA-ში გამოჩდნენ პატარა ხუთეულები და მცველებს უფრო მეტი შეტევის საშუალება მისცეს. მაგრამ თუ კარისა და ტომპსონის ტიპის თანამედროვე სნაიპერებს შევხედავთ, გასაგები ხდება, რომ ისინი თავად იქმნიან შეტევის შესაძლებლობას.

ჩემი აზრით, პატარა ხუთეულები - გარღვევაა კალათბურთში. მცველებისგან შეტევის ვარსკვლავები გამოიყვანეს და გაანთავისუფლეს ცენტრები ტრადიციული მოვალეობებისგან. ისინი აღარ რჩებიან დიდხანს ფარქვეშ.

პატარა ხუთეულები არ "კლავენ" ცენტრებს, მაგრამ საშუალებას იძლევიან გააფართოვონ მოთამაშის ფუნქციები ყოველ პოზიციაზე. ყველა ცდილობს ეპოქების შედარებას, მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს "დიდები" უფრო მრავალმხრივი მოთამაშეები გახდნენ, ვიდრე ძველ დროში. ვაკვირდებოდი დრეიმონდ გრინსა და ლამარკუს ოლდრიჯს წლევანდელ პლეი ოფში და აღფრთოვანებაში მოვდიოდი მათი თამაშით: ეს არის გამთამაშებლისა და ცენტრის სიმბიოზი, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭებს.

ვწუხვარ, რომ დღევანდელ NBA-ში არ ვთამაშობ. სიამოვნებით გავეჯიბრებოდი დრეიმონდ გრინს. ის პეიტონს მაგონებს. ამდენი წლის შემდეგ, მაინც ვერ მივხვდი, როგორ ახერხებდა გერი ჩვენს ასე დაცინვას. ვნახავთ თუ არა ასეთ კალათბურთელებს მომავალში? დარწმუნებული არ ვარ, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება