ზურაბ იაკობაშვილისთვის მაგომედმურად გაჯიევის დაბრუნება არ უნდა იყოს მთლად სასიხარულო
გრძელდება მელდონიუმის "შეწყალების აქცია". ამჯერად ბრალდებული სპორტსმენები ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ შეიწყალა. ამ სიაში თავისუფალი ჭიდაობიდან მოხვდნენ პოლონელი მაგომედმურად გაჯიევი და უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკი (ორივე - 65), ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან - ყაზახი იანარბეკ კენჟეევი (85), ხოლო ქალებიდან - უკრაინელი ოქსანა ჰერჰელი (58) და მონღოლი სუმიია ერდენჩიმეგი (53).

ხუთივე მათგანს თავის დროზე ორგანიზმში მელდონიუმი აღმოუჩინეს, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა მათ წარმატებებს სალიცენზიო ტურნირებში.

ამიტომ თავდაპირველად ყველას ჩამოერთვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია, თუმცა მოგვიანებით მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ მიდგომები შეცვალა და მხოლოდ ისინი დასაჯა, ვისაც ეს წამალი მიმდინარე წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ჰქონდა მიღებული, როცა მელდონიუმი აკრძალულთა სიაში შეიტანეს, დანარჩენებს კი აკრძალვა მოუხსნა.

ხსენებულ ხუთეულს სწორედ ამიტომ შეეხო ამნისტია და რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის ნებაც დართეს. ერთადერთი, ვისაც ადრინდელი განაჩენი ძალაში დაუტოვეს, ანუ ოლიმპიადის კარიც მოუხურეს, უკრაინელთა მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი ალან ზასეევია (125).

ამ ხუთეულიდან ყველაზე ტიტულოვანი პოლონელი ფალავანია, ვინც, სინამდვილეში, ნატურალიზებული დაღესტანელია და 2014 წლამდე რუსეთის სახელით ჭიდაობდა. ის პოლონეთში 2014 წელს გადავიდა, როცა იქაური ნაკრების მესაჭეობა ყირგიზეთის სახელით მოჭიდავე დაღესტანელ იუსუპ აბდუსალამოვს ჩააბარეს, ვინც 2008 წლის ოლიმპიადის ფინალი რევაზ მინდორაშვილთან წააგო.

მან სამშობლოდან რამდენიმე ფალავანი თან წაიყვანა პოლონეთში, თუმცა ყველაზე მეტად იმედები გაჯიევმა გაუმართლა - შარშან ევროპული თამაშების ფინალში გავიდა, წლეულს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. თუმცა ის 70 კილოგრამში გამოდიოდა, რომელიც არაა ოლიმპიური წონა, ამიტომ სალიცენზიო შეჯიბრებებში 65-ში ჩამოინაცვლა და მიზანსაც მიაღწია.

65-ში გამოდის კვიატკოვსკიც, რომელიც არაა ძლიერი მოჭიდავე. ამ წონაში ჩვენს ნაკრებში ზურაბ იაკობაშვილმა მოიპოვა საგზური, ვისთვისაც გაჯიევის დაბრუნება არ უნდა იყოს მთლად სასიხარულო. ოღონდ ამ წონას ისეთი ფავორიტი ჰყავს, დანარჩენთა საჩემპიონო შანსებზე ლაპარაკი ცოტა თამამი ოცნებაა - კუბიდან იტალიაში გადასული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფრენკ ჩამიზო მარკესი.

რაც შეეხება ზასეევს, მას კიდეც რომ მიეღო საგზური, ის მაინც არ მიგვაჩნია გენო პეტრიაშვილის სადარ მეტოქედ - გორელმა ტალანტმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოუგო მას.

პეტრიაშვილისთვის არც უკრაინელთა ახლანდელი ლიცენზიანტი ალექსანდრ ხოციანოვსკია საშიში კონკურენტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრები პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - 6 მედალი ვარშავიდან
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
იაკობაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
დოპინგი: უკრაინელებს სხვებიც დაუმატეს
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
მეტოქე: დოპინგის გამო უკრაინელი ფალავნებიც დასაჯეს?
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ