საქართველოს ნაკრების მცველი ჯერ მხოლოდ "შლიონსკში" წარმატებულ თამაშზე ფიქრობს
პოლონური ექსტრაკლასა სტარტს 15 ივლისს აიღებს. ვროცლავის "შლიონსკი" ჩემპიონატს "ლეხთან" საშინაო მატჩით იწყებს.

"შლიონსკის" ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა ინტერვიუ slasknet.com-ს მისცა:

- როგორ მიდის მზადება ახალი სეზონისთვის?

- ყველაფერი ძალიან კარგადაა, მწვრთნელმა რუმაკმა ზუსტად განსაზღვრა ყველა დეტალი, ჩვენი მიზნები. ამიტომაც არის, რომ უკვე ვროცლავში მოაქვს შეკრებას თავისი სარგებელი.

- ამხანაგურ მატჩებში ბევრ გოლს უშვებთ. ავიღოთ, "ზაგლებიესთან" თამაში ან "ჰაპოელთან". როგორ გამოსწორდება ეს სეზონის დაწყებამდე?

- დიახ, ასეა, მაგრამ თუნდაც "ზაგლებიემ" ჩვენზე ორი კვირით ადრე დაიწყო მზადება. სულ სხვადასხვა ეტაპზე ვიყავით და ახლა რომ შევხვდეთ ერთმანეთს, სულ სხვა შედეგით დასრულდება მატჩი. ახლა ძალიან კარგად ვართ მომზადებულნი და არავითარი საფუძველი არ გვაქვს შეშფოთების. გუნდი სეზონს კარგ ფორმაში ხვდება.

- როგორ შეეწყვეთ გუნდის ახალ ფეხბურთელებს?

- ძალიან საინტერესო ფეხბურთელები არიან და ამას მოედანზეც ამტკიცებენ. ჯერ ბოლომდე შეთამაშება გვაკლია, რადგან ეგზოტიკური "ნაკრები" ვართ: ქართველი, სამი პორტუგალიელი, იაპონელი რიოტა... ყველაფერი კარგად იქნება, რადგან სავარჯიშო პროცესში გუნდში მუდამ დიდებული ატმოსფეროა.

- რა მიზნები აქვს "შლიონსკს" ახალ სეზონში?

- "შლიონსკი" ფანებს ბოლო დროს მაღალი ადგილებით ანებივრებდა, ამიტომ გუნდზე ზეწოლა ამჯერად, დიდი იქნება. ჩვენ გვსურს საუკეთესოდ გამოვიდეთ, არანაკლებ, ვიდრე წინა სეზონში. თავად საკუთარი თავის წარმოჩენა საუკეთესოდ მსურს და იმედი მაქვს, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები.

- არ გაშინებთ გუნდის მძიმე კალენდარი?

- არა, რადგან ჩვენი საქმე თამაშია. მზად უნდა ვიყოთ და მოედანზე დავამტკიცოთ. არ გვეშინია არც "ლეხის", არც "ლეგიასი". ვფიქრობ, მათი დამარცხება შეგვიძლია.

- ფიქრობთ, რომ თუ თავს კარგად წარმოაჩენთ, უკეთეს ლიგაში გადასვლის შანსი მოგეცემათ?

- რაც გამიგია, ვიცი, რომ ექსტრაკლასა კარგად შუქდება და აქ სტაბილურად კარგი თამაში ძალიან კარგი გუნდის პოვნაში დაგეხმარება, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. მინდა რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. ახლა კარგ ფორმაში ვარ და მსურს, ეს შემოდგომისთვისაც შევინარჩუნო.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ვაკო გვილია: შემდეგ მატჩშიც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ლაშა დვალი: გოლი გამიხარდა, მაგრამ მოსაგები თამაში იყო
ლაშა დვალი: მჯერა, საქართველოს ნაკრებში ადგილს არ დავკარგავ
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
ლაშა დვალი: ვინც არ უნდა იყოს ახალი მწვრთნელი, ნაკრებში ისევ უნდა მოვხვდე
ლაშა დვალი პოლონური ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ლაშა დვალი ჩვენ გვჭირდება - პოლონური "შლიონსკი" "ირტიშს" ქართველს აღარ უთმობს
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა