ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა თბილისის "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
ერევნის "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა აბრაჰამ ხაშმანიანმა თბილისის "დინამოსთან" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ერევნელები "დინამოსთან" "დინამო არენაზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვითამაშეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა მცველების არ ყოლაა. ცენტრალურმა მცველმა მატჩის მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა ვთხოვე, რომ პირველი ტაიმი რამენაირად ჩაემთავრებინა. მისი შეცვლის შემდეგ უფრო გაგვიჭირდა.

"დინამოსთვის" 2:0 კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის, დაკარგული ჯერ არაფერია!

"დინამოს" ჰქონდა უპირატესობა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შინ თამაშობდნენ და ჩვენზე დიდ ზეწოლას ახორციელებდნენ, თუმცა შესაძლოა, ანგარიში 2:0 არ ყოფილიყო - გვქონდა 3 მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე მატჩში წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდება და ახლა ვფიქრობ, როგორი შემადგენლობა დავაყენო უკვე განმეორებით მატჩში.

არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, "დინამოდან" ჩემს გუნდში, სიამოვნებით ვიხილავდი რენე ფერეირას. კიდევ გიორგი ქვილითაია მომეწონა.

წარმოუდგენლად კარგი სტადიონი გაქვთ. სასიამოვნოა აქ თამაში, ბევრი გულშემატკივარი იყო, მაგრამ უფრო მეტმა უნდა აიროს - ეს ხომ ჩემპიონთა ლიგააა?!", - განაცხადა ხაშმანიანმა.

gio
სამი მომენტი სად დაითვალა ამან?2 მომენტი ქონდათ,ალბათ ერთი მომენტი შესვენებაზე შექმნეს )))
მსქროლავი ტროლი
ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ სომხებს ჩვენზე უკეთესი შედეგი აქვთ და თანაც მიზერული დანახარჯებით - მაგათ მხითარიანზე მთელი ევროპა ნადირობს და ნაკრებიც რამდენჯერმე ახლოს იყო ჯგუფიდან გასვლასთან. არა, ჩვენზე მეტად არც ფეხბურთი უყვართ და ვერც სხლავენ - უბრალოდ, სომეხი არასოდეს აშოვნინებს მილიონს სხვას, თუკი იქ მეორე სომეხს შეუძლია მანეთის შოვნა.... მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაძლევად სულაც არაა საჭირო, რომ დინამოში საკვანძო ფეხბურთელებად უცხოელი ლეგიონერები გვევლინებოდნენ.... მათ გარეშე კი, დინამო ალაშკერტის ბარიერს ვერ გადალახავდა და რაც უფრო დროულად გავუსწორებთ თვალს სიმართლეს, მით უკეთესი ჩვენთვის და ქართული ფეხბურთისთვის.....
effe
fcb რა გინდა??? რაც შეეხება თამაშს მეტიც შეიძლებოდა... ჩემი აზრით იქაც მოვუგებთ
bacho
რენე ფერეირას მიეცეს სასუსლება იტამასოს საქარტველოს ნაკრებსი,დზალიან აკლია გუნდს ასეტი მცველი და სპორტალ გეს ადმინისტრაციას ვტხოვ ცაატაროს გამოკიტხვა ამ ტემასტან დაკევსირებიტ.ტექნიკური სეცდომისტვის მომიტევეტ,ტელეფონიტ ვცერ
fcb
ჩვენო საამაყო დინამო როგორ გაგვიხარე გულები მთელ საქართველოს,მინდა გითხრათ რო მთელ ქვეყანას უზომოდ ეზიზღებით ალაშკერტი დინამო 3-0
svani
lasha-ს ხომ კარგად შეხედე საფრანგეთს როგორ დაცინოდნენ :DD სამხრეთ აფრიკის ნაკრები რაგბში უფრო თეთრები იყვნენ ვიდნე საფრანგეთი ფეხბურთში))) მაგრამ არვიცი თუ უკეთესი ფეხბურთელი არ იქნება დაცვის ხაზში ითამაშოს რენემ არაუშავს))
alex
ვიტომ რატომ არ უნდა იტამაშოს, ესკუდა ბზიკობა მართლა დაგვხუპავს ჩვენ და ეს ძალით ვიტომ პატრიოტიზმი !
gri
რა უნდა ამ სომეხს?
GGG
ლაშას,საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ქართველმა უნდა ითამაშოს,გერმანიები და გაშავებული საფრანგეთი რას გააკეთებს ეგ მათი საქმეა
lasha
და რო გაიგიჟე ზოგიერთბმა თავი რაუნდა ფერეირას ნაკრებშიო ამისულაშვილის დრო რო მიდის და სემცვლელი რო არ კყვავს გირსეული იმას არ იდზახიან კუდაბზიკობა დაგვუპავს ჩვენ გერმანია არ თაკილობს და სხავ ეროვნები ფეხბურთლებს ათამასებს მართალი იქ დაბადებულებს მაგრამ მაინცსვეიცარია ხო საერტოდცდიობს რომ ნატურალიზაცია გაუკეტოს კარ ფეხბურთელებს.ჩვენ არ გვაქ ფუფუნება რო ფერეირას სურვილს უარი უთხრად პირიქით მადლობა მას ამ სურვილისთვი თავდადება რომ არ აკლია ეტყობა.ფრერეირა ნარებში მინუმუმ კონკურენციას წაადგბა
dato
უკვე ეტყობა რომ საქართველოს ჩემპიონატი დაძაბული იქნება წელს განსაკუთრებით დინამო ტორპედო და დინამო სამტრედია საღოლ დინამოს
ბიბი
გულშემატკივარი-ს. მეც აბსოლიტურად ვეთანხმები სომეხთა მწვრთნელს ფერეირას შეფასებაში. მართლაც რომ ერთი თავით მაღლა იდგა გუშინ ფერეირა, ნებისმიერ ქართველ დინამოელზე. რა, შენ ასე არ ფიქრობ? რა შუაშია აქ ეროვნება? ქართველი ან ფრანგი ან ზებრელი? კარგით რა!!!!
გუგა
პირველ ტაიმში დინამოს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბოდიში გამოთქმისათვის, მაგრამ ბატებივით დარბოდნენ. არა პასი, არა ტაქტიკა, არა ფლანგებიდან შეტევა, არა ნახევარდაცვა. მოკლედ.... მეორე ტაიმმა ცოტა დამამშვიდა. გასვლაზე თუ ისე ითამაშებენ, როგორც აქ პირველ ტაიმში, მინიმუმ ორი ბურთი აკიდებული ექნებათ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა რომ პირველი ოფიციალური თამაში იყო ახალი ფეხბურთელებით და ამან გარკვეული გავლენა იქონია თამაშზე. იმედია შეთამაშთებიან. ერტქადერთი ფეხბურთელი, ვინც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ეს რენე სანტოსი იყო. ბრავო მას.
zviadi
ყოველ შემთხვევაში ეს ეტაპი უნდა გავიაროთ, ამის შემდეგშიც რაღაც შანსი გვაქვს , დვალიშვილი უფრო აქტიური და პროდუქტიული ყოფილიყო, შედეგი უკეთესი იქნებოდა, 33 ნომერი ფლანგზე არ ვარგოდა, დაცვას არა უშავდა იმიტომ რომ მათი თავდასხმა ფაქტიურად არ არსებობდა, წარმატებები ვუსურვოთ დინამოს
გულშემატკივარი
ტრადიციული სიტუაცია :))))))) რომ წააგეს ეს ისე რა, აი სტადიონზე ასე ცოტა ხალხი რატომ იყო, ეს "კატასტროფაა" :))))))))))))) თან საკუთარ გუნდში რენე ფერეირაო, ანუ ქართველი არაო, ფერეირა ჯობდა ნებისმიერ ქართველ დინამოელსო :))))))))))) რაო აბრაჰამჯან? :))))))))))))))
ლუკა
აბრაჰამ, როცა ალაშკერტი და დინამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე სტაბილურად ითამაშებენ, მაშინ მოვა ხალხი და გადაიჭედება დინამოს სტადიონი. დღეს კი დინამო არენაზე მოსული გულშემატკივრის რაოდენობა ურიგო არ იყო.
zurab
ვფიქრობ, მაინც ძალიან გაგვიჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა.
giorgi
ჩემი აზრით იქ ერთი ქოლის გამტანები ვართ და ეს გადაგვარჩენს

უფრო მეტი გულშემატკივარი ნამდვილ საფეხბურთო გუნდებთან მივა ახპერჯან
vazha
სკამებიც სხვა ფრად უნდა ყოფილიყო შეღებილი,აი ეს რას ბოდიალობს არ ვიცი მარა დინამომ აშკარად დაჩაგრა გამოსარჩევი იყო რენე მაქსიმე 77 ნომერი 7 და 14
svani
ჯერ ერთი 2 მომენტი გქონდათ მაქსიმუმ ისიც ჩვენი დახმარებით რენეს რომ მოხვდა ბურთი და შემდეგ ძელს,მეორე დინამოსთვის კარგი შედეგი 3:0 თქვენთან))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
"ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!
"ალაშკერტის" მწვრთნელი: შანსებს მაინც 50-50-ზე გადავანაწილებდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია
უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა