ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კოენტრაუ: დარჩენა მინდა

კოენტრაუ: დარჩენა მინდა

ლისაბონის “ბენფიკას” მარცხენა მცველმა ფაბიო კოენტრაუმ ერთ-ერთ პორტუგალიურ გამოცემას გაანდო

ლისაბონის “ბენფიკას” მარცხენა მცველმა ფაბიო კოენტრაუმ ერთ-ერთ პორტუგალიურ გამოცემას გაანდო, რომ მიუხედავად ევროპული გრანდების მისით დაინტერესებისა, ამჟამინდელი კლუბიდან წასვლის სურვილით მაინცდამაინც არ იწვის და შინ დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2016 წლამდე სურს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელით დაინტერესება ოფიციალურად დაადასტურეს “რეალმა”, “იუვენტუსმა”, “ლივერპულმა” და “ბაიერნმა”.

ვესტ ბრომვიჩის უცნაური რეკორდი

“ვესტ ბრომვიჩის” სპორტულმა დირექტორმა დენ ეშუორტმა განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისმა კანტორამ თავდამსხმელის ყიდვის ან იჯარით აყვანის სარეკორდო, 29 წინადადებით მიმართა სხვადასხვა კლუბს. “ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელთა შეშფოთება გასაგები იყო, რადგან შემტევებიდან პიტერ ოდემვინგიეს გარდა გოლის გატანას პრაქტიკულად ვერავინ ახერხებდა. ეშუორტის თქმით, პირველ რიგში სწორედ ფეხბურთელთა ასეთი სუსტი ფუნქციური მომზადება გახდა რობერტო დი მატეოს გუნდიდან გაშვების მიზეზი. საინტერესოა, რომ კლუბმა 29-დან მხოლოდ ერთი, არსენალელი კარლოს ველას გადაბირება (იჯარით) მოახერხა. მათ იონ კარეუს შეძენაც შეეძლოთ, მაგრამ ნორვეგიელმა “სტოკ სიტი” არჩია. “იანვრის შემდეგ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ეს ბუნებრივიც არის. ურიცხვი ვარიანტიდან ზოგიერთის გადასაბირებლად ფული არ გვეყო, ორმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, ორმა უარი იმ მოტივით თქვა, რომ სადაც ახლა თამაშობდნენ იმ ქვეყნის დატოვება არ სურდათ. ეს პროცესი საოცრად გაიწელა,” – განაცხადა ჩინოვნიკმა.

ჟალე პარკ დე პრენსზე რჩება

“პარი სენ-ჟერმენის” 27 წლის მარჯვენა მცველი კრისტოფ ჟალე დათანხმდა კლუბის წინადადებას და უახლოეს დღეებში პარიზელებთან ახალ, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მიმდინარე ხელშეკრულება ფეხბურთელს 2013 წლის ივლისში უსრულდება, თუმცა მხარეებმა ვადამდე ისურვეს თანამშრომლობის გაგრძელება. კრისტოფი წელს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - მან ლიგა 1-ში უკვე 22 მატჩში ითამაშა.

ლანსი თინეიჯერებს ენდობა

“ლანსმა” დუბლებიდან ძირითად გუნდში დააწინაურა და სამწლიანი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა 18 წლის საყრდენ ნახევარმცველ ალექსანდრ კოეფს. ძირითადი გუნდის სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთზელზე დიდ იმედებს ამყარებს. გეტყვით, რომ მას საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ასაკის მიუხედავად უკვე 19-წლამდელთა გუნდშიც იწვევენ. ალექსანდრს ჯერჯერობით “ლანსის” პირველ გუნდში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

მარსელი ელ-არაბის აკვირდება

მარსელის “ოლიმპიკი” ზაფხულზე “კაენისა” და მაროკოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელის იუსეფ ელ-არაბის შეძენას გეგმავს. ზღვისპირელები სწორედ აფრიკელით გეგმავენ ბრაზილიელი ბრანდაოს შეცვლას, რომლის წასვლა “ველოდრომიდან” უკვე გადაწყვეტილია. ელ-არაბის “კაენთან” ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს და საფრანგეთის ჩემპიონებს მისი შეძენა დაახლოებით 5-6 მილიონი ევრო დაუჯდებათ. მიმდინარე სეზონში იუნესმა 22 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

ფულჰემი როგორც სუფთა ჰაერი

ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელი ეიდურ გუდიონსენი მოხარულია, რომ კარიერის გაგრძელების საშუალება “ფულჰემში” მიეცა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი კონტრაქტით “სტოკ სიტის” ეკუთვნის და ლონდონში იჯარის წესით თამაშობს.

“სტოკ სიტიში” ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, რომლის გადალახვას ვერაფრით ვახერხებდი. პრობლემებით დამძიმებულს “ფულჰემმა” როგორც სუფთა ჰაერმა ისე მომისწრო. მესმის, რომ ლონდონელებთან მუდმივი კონტრაქტი არ მაკავშირებს, მაგრამ ვეცდები მომავალ სეზონშიც აქ დავრჩე. საამისოდ ყველაფერი უნდა ვაჩვენო, რაც შემიძლია მას მერე ისღა დამრჩება, ზაფხულს დაველოდო. 32 წლის ვარ. ასაკის მიუხედავად მშვენიერ ფორმაში გახლავართ. არც ტრავმები მაწუხებს და თავის გამოჩენის ამბიციაც მაქვს. ვფიქრობ, პრემიერლიგაში სათანადო დონეზე ასპარეზობა ჯერ კიდევ შემიძლია. კლუბში ფანტასტიკური პირობები და მშვენიერი გარემო დამხვდა. საწვრთნელი პროცესით კმაყოფილი ვარ,” – განუცხადა ფეხბურთელმა “ევროსპორტს”.

ყატარ ჰოლდინგი უარყოფს

საინვესტიციო კომპანია “ყატარ ჰოლდინგის” შესახებ ამ ბოლო დროს უამრავი ჭორი დაირხა. ზოგადად, მას შემდეგ, რაც ფიფამ ყატარს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება ანდო, ამ ქვეყნის ამოუწურავი ფინანსური რესურსების საფეხბურთო ბიზნესში ჩადების შესახებ ჭორაობა არ წყდება. ერთ-ერთი მათ შორის, ვიზეც ინგლისური პრესა ამ დღეებში ბევრს წერს, “ყატარ ჰოლდინგია”. ამბობენ, რომ ისინი მზად არიან თვით “მანჩესტერ იუნაიტედის” საყიდლად დაიწყონ მოლაპარაკება. “ევროსპორტს” თავად დაუკავშირდა ფირმის მავანი წარმომადგენელი, ვინც კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები და აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას აზრად არ მოსვლა “მანიუს” შეძენა. ამ ადამიანმა საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.

ინგლისური პრესა არ ცხრება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ დროებით შეწყდა, რადგან გლეიზერებისა და ყატარელთა წინადადებების შეჯერება ვერ მოხერხდა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ბირმინგემმა შეათანხმა

“ბირმინგემ სიტიმ” რუსეთის ექსჩემპიონ “რუბინთან” უკვე ყველაფერი შეათანხმა და უახლოეს დღეებში იჯარით გადაყვანილი ობაფემი მარტინსის ტრანსფერს საბოლოოდ გამოისყიდის, - გვამცნობს “დეილი მეილი”. გაზეთი წყაროს არ ასახელებს, მაგრამ იმას კი გადაჭრით ამბობს, რომ ინგლისელებს 27 წლის ნიგერიელის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ სიხარულით ცას სწვდება, რომ რუსეთის ჩემპიონატს თავი დააღწია.

ლევან ბიბილაშვილი

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს