ევროპალიგიდან "დილას" გავარდნის შემდეგ 36 წლის მცველმა ახალ გუნდში გადასვლა ამჯობინა
ივნისში "ლელო" წერდა, რომ ბათუმის "დინამო" დავით კვირკველიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ გავიდა დრო და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა სეზონისთვის მზადება ისევ გორის "დილაში" დაიწყო. მერე კი ამ გუნდის ფორმით ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "შირაქის" წინააღმდეგაც ითამაშა...

თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი ინფორმაცია მაინც დადასტურდა: 12 ივლისს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, რომ კვირკველიამ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა.

ევროპალიგიდან "დილას" გავარდნის შემდეგ 36 წლის მცველმა ახალ გუნდში გადასვლა ამჯობინა.

კვირკველიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში", 17 წლის წინ დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში კი 2003-14 წლებში თამაშობდა და მისი ფორმა 61 მატჩში მოირგო. კვირკველიას წინსვლა თბილისის "დინამოდან" დაიწყო, საიდანაც 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" წაიყვანეს. შემდეგ ითამაშა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალას "ანჟიში", ბერძნულ "პანიონიოსში", კვიპროსულ "ანორთოსისში", გორის "დილასა" და "სამტრედიაში", 2013-14 წლებში კი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ "დინამოსთან" ერთად 2004 წელს მან "თანამეგობრობის თასი" მოიგო და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა. 2008-09 წლებში კვირკველია "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა, 2009-10 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არის საქართველოს 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის თასის მფლობელი.

საინტერესო ფაქტია: კვირკველიამ ერთდროულად სამი ქვეყნის - საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის თასის ფინალებში ითამაშა, მაგრამ ჯილდო მხოლოდ სამშობლოში, "დინამოსთან" ერთად ასწია...

ისიც საინტერესოა, რომ ბათუმელები გამოცდილი კვირკველიას დაყენებას დაცვის ცენტრში აპირებენ და არა მისთვის ჩვეულ მარცხენა ფლანგზე. თუმცა, ეს გასაკვირი არც არის, რადგან წინა სეზონში ამ პოზიციაზე მან გორის "დილაშიც" რამდენჯერმე ითამაშა.

ამ ყველაფერში ერთი რამაა საწყენი - გორის "დილა" კიდევ ერთ ლიდერს დაემშვიდობა და ძნელი სათქმელია, რა შემადგენლობით შეხვდება გარდამავალ ჩემპიონატს გასული სეზონის მესამეადგილოსანი და შეინარჩუნებს თუ არა შარშანდელ ამბიციას.

გუნდი ჯერ კიდევ სეზონის მსვლელობისას დატოვეს გოგიტა გოგუამ და გიორგი ნავალოვსკიმ, ზაფხულში კი - ირაკლი ძარიამ, გუგა ფალავანდიშვილმა და ოთარ მარცვალაძემ, აგრეთვე, ალან ბაგაევმა და ისლამ მაშუკოვმა. ცნობილია გიორგი თექთურმანიძის ისტორიაც - 25 წლის ნახევარმცველი ავარიაში მოყვა და ჯერ არათუ მოედანს, ნორმალურ ცხოვრებასაც არ დაბრუნებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

batumi
ეს რაგად უნდოდათ კი მარა ამას მალხაზ მახარაძე დაებრუნებინათ აჯობებდა რა
bebeto
ბათუმის დინამოში იქნებ ძლიერი ლეგიონერები მოიყვანონ თუ რა თქმა უნდა ფინანსები ეყოფათ,ჭირდება ბათუმს ძლიერი გუნდი.
dila
დათოს წარმატებები.დილასთვის დიდი დანაკლისია.ყველა გუნდი ფეხბურთელებს იმატებს და დილას რა ვალი დაედო ეგეთი ყველა მიდის?რამე პოზიტიური დაწერეთ დილაზეც თორემ გასკდა გული.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა