"გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულია მედიას წარუდგინა
ზაზა ფაჩულიამ ოფიციალურად მოაწერა ხელი ერთწლიან კონტრაქტს "გოლდენ სტეიტთან". ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქართველი ცენტრის ხელფასი 2,9 მილიონი დოლარია.

ზაზა "გოლდენ სტეიტში" 27 ნომრით ითამაშებს. ის მედიას წარუდგა და შემდეგი თქვა:

"4 ივლისს ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, რამდენიმე საათში კი შემატყობინეს, რომ მეც ამ გუნდში ვითამაშებდი. ეს იყო დიდებული 24 საათი ჩემთვის.

ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რა ვარიანტები მქონდა. მითხრა, რომ "გოლდენ სტეიტი" იყო ჩემით დაინტერესებული. ამის მერე ველაპარაკე მწვრთნელ სტივ კერს, ვინც მითხრა, რომ მე ვიყავი მათი გუნდის ნომერ პირველი ვარიანტი ცენტრის პოზიციაზე. ეს იყო ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი მომენტი.

ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაფასებენ და უნდიხარ, მით უფრო, როცა ლაპარაკი "გოლდენ სტეიტის" დარ გუნდზეა".

ფაჩულია ბოლო სამი წლის განმავლობაში სეზონში 5,2 მილიონ დოლარს იღებდა. ბოლო სეზონი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამიტომაც ბევრი უკეთეს კონტრაქტს ელოდა და ამ დროს ქართველი კიდევ უფრო ნაკლებ ანაზღაურებას დათანხმდა. აი, როგორ ახსნა ეს ზაზამ:

"გადაწყვეტილება მე მივიღე და ვამაყობ ამით. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. უკან აღარ მოვიხედავ".

"გოლდენ სტეიტს" არ განუცხადებია, იქნება ფაჩულია სასტარტო ცენტრი თუ გუნდი "დაბალი" შემადგენლობით დაიწყებს და ზაზა მერე ჩაერთვება თამაშში. ჩვენებურს ამ საკითხზე ჰქონდა საუბარი კერთან, მაგრამ პასუხის უფლებას მწვრთნელს უტოვებს.

ზაზას ორივენაირი გამოცდილება აქვს, NBA-ს კარიერაში მან დაიწყო თამაშების 43% სასტარტოში. ეს კარიერა კი უკვე 13 სეზონს ითვლის. შარშან ზაზამ 76-დან 69 შეხვედრა სასტარტოში ითამაშა და 14 ათასი ხმა დააკლდა "ოლ სტარში" სათამაშოდ.

"მოედანზე ჩხუბის წინააღმდეგ ვარ, მაგრამ როცა შენს გუნდს სჭირდება, როცა ცდილობ გამარჯვებას, არის მომენტები, როცა საჭიროა იყო მეტად აგრესიული", - ამბობს ფაჩულია.

jj bufon
მე პირადად როგორც სპორცმენს ძაან ვაფასებ /ძალიან მაგარი სპორცმენია და მოედანზე ყველასთვის მისაბაძი მაგალითია ორი აზრი არაა/ მაგრამ მოედნის გარეთ ნუ გამოუჩდებით მიმბაძველები /
irakli
არ ყავს ძმა საიდან მოგაქვტ ეს
კოტე
თუ ეს კაცი კარგი სპორტსმენია, თავისთვის არის. აშშ-ში რას შვება და რამდენს უხდიან, არ მაინტერესებს. მთავარია საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. კალათბურთის ფედერაციაში ბევრი კარგი რამ კეთდება. დღეს "ობიექტებზე" ვუყურე, ესპანელებთან ძალიან სასარგებლო კონტრაქტი დაუდევთ. ჩვენ ბიჭებს ესპანეთში ავარჯიშებენ. შარშან 2, წელს 6 ბიჭი წაუყვანიათ. წარმატებებს ვუსურვებ.
Beqa
როცა ზაზა პატარა ბიჭი იყო მაშინ თუ თვლიდა ის ძმა ძმად ზაზას და გვერდში თუ ედგა ზაზას საინტერესოა
jj bufon
ზაზას ყავს ნახევარძმა, ლევან ფაჩულია , რომელთანაც ისეთივე ურთიერთობა აქვს როგორც ნებისმიერ თქვენგანთან. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
ლუკა
წარმატებები და ჩემპიონობა ზაზას! ეს სეზონი ყველაზე დამღლელი და საპასუხისმგებლო შეიძლება იყოს ზაზას კარიერაში, მაგრამ ასევე შეიძლება ყველაზე სასიამოვნო და ნაყოფიერი. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვის შესანიშნავი მაგალითია თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო წარმატებას.
BMW
ძმას არ ეხმარება?ძმა თუ ჰყავდა არ ვიცოდი.
ჯონი
ძვირფასო ზაზა, კიდევ ერთხელ გილოცავ და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს...პატივისცემით,
koba
ზაზა შენ შესანიშნავი სპორტცმენი ხარ მაგრამ არ ხარ კარგი პიროვნება,იმიტომ რომ ძმას არ ეხმარები.
TUKO
გენაცვალე ზაზა
namdvili zaza
მთელი საქართველო ვამაყობთ შენით ზაზა!
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს