ქუთაისის "ტორპედომ" 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის "ტორპედომ" 35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა.

იურგენ კომანი "ტორპედოს" გარდამავალ ჩემპიონატში დაეხმარება. ამის შესახებ ქართული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

კომანი ცენტრალური მცველია და თავის დროზე უთამაშია "უტრეხტის" და პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდებში.

2000 წელს პსვ-ს ძირითადში მოხვდა. შემდეგ იყო ბელგიური "გენკი", რომლის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მერე კვლავ ჰოლანდიაში დაბრუნდა, ჯერ "ბრედაში" და ისევ პსვ-ში ითამაშა, საიდანაც ინგლისური პრემიერლიგის "ნორვიჩში" მოხვდა და ამ კლუბში 3 სეზონი გაატარა.

"ნორვიჩიდან" იურგენ კოლინი ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა და გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიპოვა. ჰოლანდიური გრანდიდან კოლინი ესპანური პრიმერა დივიზიონის "ხიხონმა" იხმო. შემდეგ იყო კვლავ ჰოლანდია, ამჯერად "ვალვაიკი". ამ კლუბიდან ფეხბურთელმა კვიპროსულ "ანორთოსისს" მიაშურა და 3 წელი ირჯებოდა მისთვის. უკანასკნელი 2 სეზონი კი კოლინმა ისრაელში, ჯერ თელ-ავივის, შემდეგ კი აშქელონის "ჰაპოელში" ითამაშა.

იურგენ კოლინის "ტორპედოში" მოსვლა ვეტერან ფეხბურთელს, სპორტულ მენეჯერს, ფიფას ლიცენზირებულ აგენტ გოგა გახოკიძეს უკავშირდება. გოგა გახოკიძემ პსვ-ში თამაშის პერიოდში გაიცნო კლუბის ახალგაზრდული გუნდის მცველი და მას შემდეგ მასთან მეგობრულ ურთიერთობას არ წყვეტს. სწორედ გახოკიძის წინადადებით ჩამოვიდა კოლინი ქუთაისში.

სხვათა შორის, ჰოლანდიელი ადრეც ყოფილა საქართველოში. 2011-12 წლების ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მას "ანორთოსისის" რიგებში "გაგრას" წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.

იურგენ კოლინის გარდა, ტორპედოელთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში კვლავ ითამაშებს გრიგოლ დოლიძე. 33 წლის ნახევარმცველი, "ტორპედოს" გარდა, ბევრ სხვა ქართულ კლუბში გამოდიოდა და ტიტულებსაც მრავლად ფლობს. დოლიძემ "ტორპედოს" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატებში 77 მატჩში 13 ბურთი გაიტანა. გრიგოლს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია.

გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ალექსი ბენაშვილია. 27 წლის შუახაზელს გამორჩეული კარიერა "ზესტაფონში" ჰქონდა, რომლის შემადგენლობაში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ბენაშვილი ქუთაისური გუნდის წევრიც გახლდათ, თუმცა მიზეზთა გამო მხოლოდ ერთხელ მოირგო "ტორპედოს" მაისური. ამის შემდეგ თამაშობდა მარტვილის "მერანში", "გურიაში" და ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში". ალექსი საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

gia
ასეტი ტიტულოვანი უცხოელი ჯერ საქართველოში არ ჩამოსულა,ეს ძალიან კარგია რადგან ნორმალური უცხოელი ჩვენს გუნდებში დინამოს გარდა თავს იკავებს რომ წამოვიდეს.ეს რეკლამაა ტორპედოსთვის რო მაშში ასეთი ტიტულოვანი ფეხბურთელი თამაშობს,ეს მაგალითია და ნორმალურ ფეხბურთელთან რომ დაიწყებ ჩამოყვანაზე საუბარს,მაგალითად ტორპედოს შეეძლება თქმა რომ ასეთ ცნობილ გუნდებში ნათამაშები კაცი თამაშობს და უკვე დიდი საწმეა მეორე კარგის ჩამოსაყვანად..
ალეკსანდრე
მართლა, რა იქნა ის 2 ირანელი, მარტო პურის ფულისთვის,რომ ვვარჯიშობდნენ ტორპედოში?სანამ არ მორჩება ყოვლად უსახური და არაფრის მაქნისი "ლეგიონერების" მოყვანა საქართველოში,სულ ასე ერტ წრეზე ვივლიტ
vazha
ისე ყოჩაგ სახელი არ ვიცი რა გქვივია ეს ყველაქართველის პრობლებაა სხვების დარიგება როცა ჩვენ არაფერი ვიცით
გოგა
რატომ ფიქრობთ, რომ ახალი ფეხბურთელები ფორმაში არიან?
vazha
ნეტა ამას ხელფასი რა ექნება?
luka barateli
Luka baratel-s-ს. გეთანხმები, კი, მე ტექნიკურ-ქორექტორული შეცდომა მომსვლია, მაგრამ ქართულ სიტყვებს მაინც ვხმარობ შენგან განსხვავებით. "საღოლ კარდაშ", "მაგარი" შენიშვნები დაგიფიქსირებია ჩემს კომენტარში. იახში??? ანუ ასეა ხომ!!
bakuri
კიდევ იმისთქმა მინდა, შეეშვით ამ ირანელ ფეხბურთელებს და სპონსორებს, თავისი საქმისთვის ვერ მიუხედავთ და ჩვენზე იზრუნებენ?. ხელის მოთბობა უნდა ამით ვიღაცეებს და მეტი არაფერი
bakuri
რა თქნა უნდა, კარგი ტრანსფერია და ეს კაცი ტორპედოს უნდა გამოადგეს. აბა ის ორი ირანელი ვაი ფეხბურთელი ჯობდა?
Luka baratel-s
"ვუსურვებ" და არა "უსურვებ" )). "ტორპედო" და არა "ტორბედო". სხვისი ქართულის გასწორებას საკუთარი გავასწოროთ ხოლმე პირველ რიგში ))
luka barateli
giga-ს. საღოლ არ ეყოფა ამ საქმის შეფასებას. კარგი იქნებოდა "იახში საღოლ" გეთქვა. უფრო თანამედროვე და მისაღები გამოთქმაა თურქეტში. მე კი "ტორბედოს" წარმატებებს უსურვებ და ქართულად ვეტყვი ორ სიტყვას, "ყოჩაღ, კარგი ტრანსფერია".
გიო
აიაქსში როცა იყო ამის ფასი მილიონიც არ იყო ეხლა 200 ათასია ესაა კაი ტრანსფერი?
giga
საღოლ კარგი ტრანსპერია იმედია ფორმაში იქნება და კვლავ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ლოკომოტივი-შახტარი 2:5 - არაბიძის გარეშე [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
ლოკომოტივი-მიხალოვცე 1:2 - მარცხი სლოვაკებთან [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლოკომოტივი-სამტრედია 0:1 - ომარ შეუდარებელი
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
რევაზ ჩელებაძე: სხვაგვარად ამ სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ლოკომოტივი-საბურთალო 3:2 - თბილისური დერბი უხვი გოლით [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა