ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის "ოლიმპიას" დღეს, 17 თებერვალს, ევროლიგაზე "მაქაბისთან" გადამწყვეტი მატჩი ელის

ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის "ოლიმპიას" დღეს, 17 თებერვალს, ევროლიგაზე გადამწყვეტი მატჩი ელის. სლოვენიელები თელ-ავივის "მაქაბის" უმასპინძლებენ და წაგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის პრაქტიკულ შანსს დაკარგავენ. ოლიმპიელებმა "მაქაბისთან" პირველ მატჩში 37 ქულის სხვაობით (67:104) წააგეს და, ცხადია, დღეს ასეთი სხვაობის აღმოფხვრა და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, თუმცა "მაქაბის" ძლევის შემთხვევაში ყველაფერს მომდევნო ორი ტური გაარკვევს.

სადღეისოდ ჯგუფის ლიდერი "ბარსელონაა" (3 მოგება), მეორეა "მაქაბი" (2 მოგება), მესამე - "ოლიმპია" (1 მოგება), მეოთხე - "რომა" (3 წაგება). ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.

თელ ავიველებთან მატჩის წინ მწვრთნელმა, იურე ჟდოვჩმა პრესკონფერენციაზე ვლადიმერ ბოისა იახლა. სლოვენიელმა ჟურნალისტებმა შემთხვევით ისარგებლეს და ვოვას ინტერვიუ ჩამოართვეს.

- რას ელით "მაქაბისთან" მატჩისგან?

- ისრაელში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. იმ დღეს "მაქაბიმ" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ჩემი აზრით, "ბარსელონა" უკეთესი გუნდია და ლიუბლიანაში მისი ძლევა შეგვეძლო, მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. აქედან გამომდინარე, "მაქაბისთან" მოგებაც რეალურია. ოღონდ უნდა ვითამაშოთ გუნდურად და აგრესიულად, მეტოქეს თავიდანვე არ უნდა მივცეთ თამაშის დალაგების უფლება. პირველ მატჩში წაგება მწარედ გვახსენდება და რევანშის წყურვილით ვართ შეპყრობილნი. ამიტომ, თითოეული ოლიმპიელი მაქსიმუმს გაიღებს, რათა გულშემატკივარს დაანახვოს, რომ ძლიერ გუნდს ქომაგობს.

- ტრავმის შემდეგ სათამაშო დრო ნელ-ნელა გემატება. "მაქაბისთან", ალბათ, საკმარისად ითამაშებ...

- არ ვიცი. ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. მზად ვარ. თუ შანსი მომეცემა, ვეცდები იგი კარგად გამოვიყენო და გუნდს "მაქაბის" ძლევაში დავეხმარო.

- თელ ავივში ჩავარდნის მიზეზი რა იყო?

- კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ნელა ვთამაშობდით, "მაქაბი" თითქოს დაფრინავდა. მეტოქე ძალიან აგრესიულად თამაშობდა, არაერთი ბურთი ჩაგვიჭრა და სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გამოსწორება ვეღარ მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ლიუბლიანაში იგივე არ განმეორდება. წარმოუდგენელია, ორჯერ ასე ცუდად თამაში.

- მოედანს დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდი. მუხლის ტრავმა უკვე ისტორიაა?

- მუხლი აღარ მაწუხებს. გასულ უქმეებზე სამი მატჩი ჩავატარე და მიხარია, რომ ფეხის ტკივილს არ შევუწუხებივარ. ფიზიკური მდგომარეობითაც კმაყოფილი გახლავართ.

- შეტევაში საკუთარ თამაშზე რას იტყვი?

- ბევრს ვშრომობ, რათა, რაც შეიძლება მალე შევიდე სათანადო ფორმაში და შეტევაშიც ყველაფერი მოწესრიგდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა