"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის დასკვნითი ეტაპის ფინალური თამაშები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
"სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის დასკვნითი ეტაპის ფინალური თამაშები საზეიმო ვითარებაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა გახსნეს.

ოლიმპიადის ფინალურ თამაშებზე გამოვლინდებიან საქართველოს ჩემპიონები შემდეგ სახეობებში: კალათბურთი 3X3 (გოგონები, ვაჟები), მინი-ფეხბურთი (ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას საქართველოს 12 რეგიონის გამარჯვებული სკოლის გუნდები მიიღებენ, ხოლო საქართველოს ჩემპიონები კი ბავშვთა მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ISF-ის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებზე შესაბამის სპორტულ სახეობებში საასპარეზოდ გაემგზავრებიან.

ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კიკალიშვილის თქმით, საქართველოს საუკეთესო გუნდები 4 სპორტის სახეობაში გამოვლინდება.

"ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიის "მომავლის ბანაკში", რომელიც გვმასპინძლობს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამის გამო. ტარდება სასკოლო სპორტული ღონისძიებების ფინალური ეტაპი და გამოვლინდება საქართველოს საუკეთესო გუნდები 4 სპორტულ სახეობაში. პროგრამის ხელშემწყობია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. თვითონ პროგრამა სამთავრობო დონეზეა მხარდაჭერილი. მონაწილეთა რაოდენობაც ადასტურებს, რამდენად პოპულარულია ეს ოლიმპიადა. 60 000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენმა სპორტსმენებმა სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებშიც მიიღეს მონაწილეობა და ტრაპზონში 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს", - განაცხადა ლევან კიკალიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მომავლის ბანაკი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

"სპორტულ ღონისძიებებსა და ინტელექტუალურ თამაშებში მთელი საქართველოა წარმოდგენილი. აქ გამარჯვებულებს ეძლევათ საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო წარადგინონ, სადაც წარმატებით გამოდიან. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ საუკეთესო დროის გატარებას, დასვენებას და რაც მთავარია, ისინი არაერთ მეგობარს შეიძენენ. ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"თბილისის ღია პირველობა 2015" მაგიდის ჩოგბურთში
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016 დაიწყო! [PHOTO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი