ვრსალიკო მანჯუკიჩის ნაკვალევზე
ორშაბათს ევროპაში მორიგი ტრანსფერები გაიჩარხა და ზოგიერთის განხორციელებაში წინსვლაც შეიმჩნევა.

მადრიდულმა "ატლეტიკომ" ახალი ხორვატი წარადგინა; ჟოზე მოურინიო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, ვინ გაყიდოს "მანჩესტერმა". "განსაკუთრებულმა" მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე შეიცვალა აზრი და ის მარუან ფელაინია.

ამასობაში დიამეტრულად განსხვავებული ვერსიები ვრცელდება გონსალო იგუაინისა და დიეგო კოშტას სავარაუდო ტრანსფერებზე. წარმოიდგინეთ, არის თურმე შანსი ალვარო მორატას იტალიაში დაბრუნების, ოღონდ "იუვენტუსში" არა...

პირველ რიგში, ჩამოვთვლით იმ ტრანსფერებს, რომლებიც გუშინ ოფიციალურად გაიჩარხა და მათზე უფრო ჩაღრმავება არ ღირს: "აიაქსის" მცველმა რიკარდო ვან რეინმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ბრიუგესთან"; მარტინ ჰარნიკი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეემატა "ჰანოვერს"; უგო ალმეიდამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა თემურ ქეცბაიას გუნდ ათენის აეკ-თან; პიტერ ოდემვინგიე "ჰალშია"...

მოურინიო ვაჭრობას იწყებს

ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე ვარჯიში და ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა "განსაკუთრებულისთვის", რომ კარგად ჩამოყალიბებულიყო, რომელი ფეხბურთელები სჭირდება "მანჩესტერში" და ვის მოუწევს სხვაგან წასვლა.

Daily Record-ი წერს, რომ პორტუგალიელი თავკაცი გაყიდის: დეილი ბლინდს, მარკოს როხოს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და, რა თქმა უნდა, ხუან მატას.

მატას ერთხელ უკვე მოუწია მოურინიოს გუნდიდან წასვლა და ახლა ის არ იჯერებს, რომ კიდევ მოუწევს ეს: "ნუ დაუჯერებთ ჭორებს. ათას სისულელეს წერენ", - როცა ესპანელ ნახევარმცველს ჩააცივდნენ, ნამდვილად დარწმუნებულია თუ არა, რომ "იუნაიტედში" რჩება, ექსვალენსიელმა გადაიხარხარა და კითხვას გაექცა.

სხვათა შორის, საჭოჭმანო სიაში ადრე მარუან ფელაინიც ეწერა, თუმცა ბელგიელმა გადაარწმუნა პორტუგალიელი, ჟოზეს მისი ათლეტიზმი და ფიზიკური სიმძლავრე მოეწონა და მიაჩნია, რომ ფელაინი "წითელ ეშმაკებს" კიდევ გამოადგება.

საშინლად ბევრი

Goal.com-ი ამტკიცებს, რომ ტურინის "იუვენტუსი" ჩაება მოლაპარაკებაში "ნაპოლისთან" გონსალო იგუაინის შეძენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები არგენტინელის სანაცვლოდ "კოსმოსურ" თანხას ითხოვენ - 95 მილიონ ევროს. ადრე იმასაც წერდნენ, რომ "იუვე" უკვე შეუთანხმდა თავად ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 7 მილიონ ევროზე, "ბებერმა ქალბატონმა" ფეხბურთელთან უკვე ყველაფერი შეათანხმა. საიტი უფრო შორს მიდის, უახლოეს ხანებში "ნაპოლი" "რეალს" დაელაპარაკებაო... ალვარო მორატას შესახებ, რომელმაც გუნდში იგუაინი უნდა შეცვალოს.

ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ, Kiss Kiss Napoli ავრცელებს ცნობას, რომ "იუვენტუსი" უარზეა, "ნაპოლის" 95 მილიონი გადაუხადოს გონსალოს სანაცვლოდ. რომელს ვენდოთ? ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო საიტს თუ ადგილობრივ რადიოსადგურს?

ჩემი კოშტა ჩემთან

Mundo Deportivo ამტკიცებს, რომ დიეგო კოშტას სურს ინგლისიდან ესპანეთში დაბრუნება და "ატლეტიკოსაც" სურს თავისი ყოფილი გოლეადორის დაბრუნება. სხვათა შორის, "ჩელსის" ახალ თავკაცს, იტალიელ ანტონიო კონტეს კოშტას შენარჩუნება სურს, მაგრამ თავად გაესპანელებულ ბრაზილიელს უნდა მადრიდში დაბრუნება. გამოცემა ამტკიცებს, რომ მალე "ატლეტიკო" ოფიციალური წინადადებით მიმართავს "ჩელსის" კოშტას შეძენაზე.

ესპანური მედიისგან განსხვავებული ვერსია აქვს ბრიტანულ Sportsmail-ს, რომლის თანახმადაც, კოშტას ლა ლიგაში დაბრუნების სურვილი არ კლავს.

"ატლეტიკომ" ხორვატი წარადგინა

მადრიდის "ატლეტიკომ" იტალიური "სასუოლოს" ხორვატი ლეგიონერი შიმე ვრსალიკო წარადგინა. "მანჯუკიჩი ყოველთვის კარგად იხსენებდა აქაურობას. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ვარჯიშს გუნდთან ერთად", - განაცხადა ხორვატმა პრესკონფერენციაზე.

ვრსალიკოსთან კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვალისწინებული. 24 წლის ვრსალიკოს ნაცვლად "ატლეტიკომ" "სასუოლოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსები დაემატება. ევრო 2016-ზე ვრსალიკომ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რუსულმა "ზენიტმა" სლოვაკი ნახევარმცველი რობერტ მაკი შეიძინა. ბერძნულმა პაოკ-მა ტრანსფერი უკვე დაადასტურა. რუსები მის სანაცვლოდ 3,5 მილიონ ევროს იხდიან. მისი ხელში ჩაგდება იტალიურ "ფიორენტინასა" და ბელგიურ "ანდერლეხტს" სურდათ.

"ბარსელონამ" ამ ზაფხულს უკვე გააკეთა სამი ტრანსფერი - ლუკას დინი, დენის სუარესი და სამუელ უმტიტი შეიძინა, მაგრამ კატალონიური გრანდი გაჩერებას არ აპირებს. "ბარსელონას" კიდევ აქვს საამისო თანხა და სურვილი, რომ კიდევ განახორციელოს ტრანსფერები. იგივე გაუმეორა "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა Mundo Deportivo-ს.

Daily Mail-ი ამტკიცებს, რომ ალვარო ნეგრედო იმიტომ არ იყო "ვალენსიის" ამხანაგურ მატჩში, რომ "მიდლსბროსთან" მოლაპარაკებას აწარმოებდა. დიდი ალბათობით, 30 წლის ფორვარდი აიტორ კარანკასთან იჯარის წესით გადავა და თუ გაამართლებს ინგლისში, სეზონის ბოლოს "მიდლსბროს" მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
დიეგო კოშტა, დიდი ალბათობით, ლა ლიგაში დაბრუნდება
ოფიციალურად: დიეგო კოშტა პრემიერლიგას დაუბრუნდა
ტრანსფერ ONLINE: 20 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ახალი "მიდლსბრო" სამხრეთამერიკულ-ესპანური არომატით
კვლავ თავის სტიქიაშია - დიეგო კოშტამ "გრემიოს" 20-წლამდელებშიც იჩხუბა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"ღამე ერთ ოთხაში გავათიოთო... ვუთხარი, შენი უკანალით ნუ მაცდუნებ-მეთქი..." - დიეგო კოშტა ჰალკზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ლა ლიგა. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ეს უკვე ძველი ელ ნინიოა
ნეგრედო: ამ წყვილთან თამაშის წინ არ მეძინა...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
იგუაინის სინდრომი, ანუ ცენტრფორვარდების ძიებაში
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: ვინ იქნება პირველი წლის ბოლოს