ფინელი პილოტის მეორე სუნთქვა
"ფერარის" ფინელი პილოტის კიმი რაიკონენის მენეჯერმა სტივ რობერტსონმა განაცხადა, რომ მის კლიენტს "სკუდერიაში" ერთ სეზონზე მეტხანს სურს დარჩენა, რადგან დღეს ისეა მოტივირებულია, როგორც არასდროს.

ამ ცოტა ხნის წინ, "ფერარიმ" რაიკონენთან ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ამგვარ გადაწყვეტილებას ფანები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ერთმა ნაწილმა ახალი ამბავი პოზიტიურად აღიქვა, მეორე ნახევარს კი მიაჩნია, რომ "სკუდერიამ" უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული პილოტი უნდა მონახოს.

მიუხედავად ამისა, რობერტსონს მიაჩნია, რომ მომდევნო სეზონი, შესაძლოა, სულაც არ იყოს რაიკონენისთვის ბოლო იტალიურ გუნდში.

"პირველ რიგში, ყველაფერი კიმიზეა დამოკიდებული, - განცხადა მენეჯერმა. - მოისურვებს ის კიდევ ერთი წლით დარჩენას? ჩემი პირადი აზრი ასეთია - ის არნახულად მოტივირებულია. მე ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მაქვს. ამის შემდეგ, უკვე გუნდის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

კიმი ადამიანებს ერთი მიზეზით მოსწონთ - მას გულწრფელად უყვარს ფორმულა 1. ის რბოლებში მონაწილეობას მხოლოდ სპორტის ამ სახეობის სიყვარულის გამო იღებს.

მოხარული ვარ კიმის გამო, რადგან მას უკვე აქვს კონტრაქტი მომავალი სეზონისთვის. მან იცის, სად იქნება ახალ სეზონში. ეს მას ზედმეტ ზეწოლას მოუხსნის, მშვიდად დაისვენებს ზაფხულში, რადგან ეცოდინება, რომ უკვე მიიღო ის, რაც უნდოდა".

ამ მომენტისთვის, კიმის 106 ქულა აქვს გენერალურ კლასიფიკაციაში და მესამე ადგილზე იმყოფება. ფინელი ექვსი ქულით უსწრებს "რედ ბულის" პილოტს დანიელ რიკარდოს და რვა ქულით - თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის