ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბაქოს "ინტერი" პოლონურ "ლეხთან" შინ მინიმალურად, 0:1 დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ბაქოს "ინტერი" პოლონურ "ლეხთან" შინ მინიმალურად, 0:1 დამარცხდა. გუნდი, რომლის თავკაცი კახა ცხადაძეა, მისი თანაშემწე კი გიორგი ჩიხრაძე (და 6 ქართველი თამაშობს), "ლეხთან" საპასუხო მატჩს დღეს პოზნანში გამართავს.

საპასუხო შეხვედრის წინ, აზერბაიჯანული პრესა გუნდის მთავარ მეკარე გიორგი ლომაიას აზრით დაინტერესდა და რამდენიმე კითხვით მიმართა. ვებგვერდ "აზერისპორტზე" გამოქვეყნებული ეს ინტერვიუ ჩვენი მკიხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული და მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- "ლეხთან" შინ მინიმალური ანგარიშით დამარცხდით. როგორ ფიქრობთ, რა არ ეყო გუნდს წარმატებისთვის?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი გოლის გატანა იყო, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვფიქრობ, შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით. სწორედ ეს დაგვაკლდა, ვერ გავიტანეთ, აქეთ მივიღეთ გოლი და სამწუხაროდ, დავმარცხდით.

- იქნებ მეტოქემ არ მოგცათ უკეთ თამაშის საშუალება. "ლეხს" როგორ შეაფასებდით?

- არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით. ეს იყო და ეს, თორემ მოწინააღმდეგეს განსაკუთრებული არაფერი შემოუთავაზებია. "ლეხი" საშუალო ევროპული გუნდია, რომელიც ნორმალური დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუმცა, მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავთ. მაგალითად, ვიხნიარეკი, რომელმაც ის ერთადერთი გოლი გაგვიტანა. ვიხნიარეკი ბუნდესლიგაშია ნათამაშები, გამოცდილება არ აკლია და მაღალი დონის ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენც კარგი მოთამაშეები გვყავს.

- რეალურად რომ ვთქვათ, "ინტერი" ჯერ არ არის საშუალო ევროპული დონის გუნდი. ხომ ასეა?

- არც ისე ცუდი გუნდი გვყავს. "ლეხს" უნდა დავეწიოთ და თუ ამას შევძლებთ, მერე ჩვენი გუნდის მიმართ, ყველას აზრი შეიცვლება.

- ის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მეორე წუთზე გაუშვით. ამას რით ახსნით? შესვენების შემდეგ უფრო მოტივირებულები რატომ არ გამოხვედით მოედანზე?

- ვფიქრობ, კონცენტრაცია დავკარგეთ, რასაც დაცვის ხაზის შეცდომა მოჰყვა. მეც შემეძლო გუნდი გადამერჩინა, მაგრამ მეტოქის ფეხბურთელმა დამასწრო. მიღებული გოლის შემდეგ უკეთ ავთამაშდით, მაგრამ იმ დღეს მეტოქეს უფრო გაუმართლა, ვიდრე ჩვენ.

- როგორ ფიქრობთ, შინ წაგების შემდეგ, "ინტერისთვის" წლევანდელი ევროსეზონი დასრულებულია? თუ კიდევ გაქვთ იმედი, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას შეძლებთ?

- პირველ მატჩში, ფრედ რომ გვეთამაშა, საპასუხო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი "ლეხისთვის" მინიმუმ გოლის გატანა იქნებოდა. შინ წაგების შემდეგაც, ჩვენი მიზანი უცვლელია, დაცვაში საიმედოდ ვითამაშოთ და პოლონელებს გოლი გავუტანოთ.

- საამისოდ ძალა გეყოფათ?

- დიახ, ვფიქრობ, ძალა გვეყოფა. შინ მინიმალურად არ დავმარცხებულვართ და მეტოქეს ნამდვილად არ აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა. პირველ შეხვედრაში ღირსეულად ვითამაშეთ, უკეთაც შეგვიძლია და პოზნანში ეს უნდა ვაჩვენოთ.

- ბაქოში, პირველ შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის მიხედვით, შესაძლებელია პოზნანში მოგება დაგეგმოთ?

- ვფიქრობ, შესაძლებელია. მით უმეტეს, საპასუხო მატჩამდე კორექტივებს შევიტანთ ჩვენს თამაშში და უფრო უკეთ წარმოვჩნდებით. გარწმუნებთ, პოლონეთში ტურისტებივით არ მივდივართ. "ლეხმა" შეძლო და ბაქოში გაგვიტანა, სტუმრად ჩვენც შეგვიძლია მათი დამწუხრება.

Gio
ძაან მაგარია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა