სკანდალის კვალდაკვალ

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მწვრთნელი, ჰარი რედნაპის ასისტენტი ჯო ჯორდანი მდაბალ ქცევასა და ბილწ გინებაში დაადანაშაულეს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, „სან სიროზე“, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „მილანსა“ და „სფურზს“ შორის, ინციდენტი მოხდა - მილანელთა კაპიტანი ჯენარო გატუზო ჯორდანს მივარდა და ყელში სწვდა. ამ ამბავს წინ მასპინძელთა გუნდის ფრანგი ნახევარმცველის უხეშობა უძღოდა. ფლამინიმ ლონდონელთა ხორვატი მცველი ვედრან ჩორლუკა მწყობრიდან გამოიყვანა და, სავარაუდოდ, მდგომარეობაც ამიტომ დაიძაბა. თუმცა, რა მოხდა კონკრეტულად იმ ეპიზოდში, როდესაც გატუზომ მოთმინება დაკარგა და ჯორდანს დაეტაკა? როგორც მილანელის აგენტი კლაუდიო პასკუალინი ამბობს, ჯორდანმა მისი კლიენტი უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თუ პასკუალინის დაეჯერება ჯორდანს დაახლოებით „შე დამპალო იტალიელო ნაბიჭვარო“ დაუძახია.

„ისეთი ადამიანისთვის, როგორიც რინო გატუზოა ანუ რომლისთვისაც იტალიელობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ სიტყვების ატანა შეუძლებელი იყო“.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ გატუზო, რომელიც ამავე შეხვედრაში სტივ პიენარის წინააღმდეგ უხეშობის გამო ყვითელი ბარათით დაისაჯა და 9 მარტს, საპასუხო შეხვედრაში, „უაით ჰართ ლეინზე“ ვერ ითამაშებს, მთელი მატჩის განმავლობაში აგრესიული იყო. მან ლონდონელთა თავდამსხმელს პიტერ კრაუჩს მკერდში მუჯლუგუნი ჰკრა და თამაშის ბოლოსაც შარს ეძებდა. კერძოდ, ჰარი რედნაპისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ 33 წლის ნახევარმცველი - 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული - ჯორდანთან მივიდა და ხელახალი შელაპარაკების შემდეგ შუბლში შუბლი მიჰკრა. რედნაპმა talkSPORT-თან ინტერვიუში თქვა:

„როდესაც ის თამაშის დამთავრების შემდეგ მოგვიახლოვდა ვიფიქრე, რომ ჯოსთვის ბოდიშის მოხდა უნდოდა. ამის შემდეგ კი დავინახე, რომ მან ჯორდანს „ურქინა“, თუმცა რაც ჯოს ცხოვრებაში ბურთისთვის შუბლი ურტყამს გატუზოს თავი რას დააკლებდა.

ჯო ძალიან კარგი ადამიანია. ასეთები რომ არსებობენ დიდი ბედნიერებაა, გატუზოს კი ნამდვილად არ ვიცი რა დაემართა. ის გაგიჟდა. ჯოს მისთვის არაფერი უთქვამს. ეს უბრალოდ გამორიცხულია. ჯორდანს იტალიელი მეგობრები ჰყავს, აქაურობა იყვარს და მათ ენაზე ლაპარაკობს კიდეც. (1981-83 წლებში ის სწორედ „მილანში“ თამაშობდა) ეროვნული შეურაცხყოფის თემა იმიტომ გადმოაგდეს, რომ თავიანთი საქციელი მიჩქმალონ. ერთადერთი, რაც ახლა გატუზომ უნდა გააკეთოს, მას უნდა დაურეკოს და ბოდიში მოუხადოს“.

აყალმაყალი გასახდელების მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბშიც გაგრძელდა. „ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი თავისი ახალი თანაგუნდელების დაწყნარებას ცდილობდა, ალესანდრო ნესტა კი, თურმე, იძახდა, „ტოტენჰემს“ გატუზოს დისკვალიფიკაცია თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახულიო.

რინო გატუზოსთვის კონფრონტაცია და შეხლა-შემოხლა უცხო ხილი ნამდვილად არ არის. 2003 წელს, „აიაქსთან“ შეხვედრაში მან თავის დღევანდელ თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაარტყა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უამრავი სხვა მაგალითის გახსენებაც შეიძლება. თუნდაც, ის რად ღირს, იანვარში საკუთარ თანაგუნდელ პატოს რომ წაეკიდა, თან მხოლოდ იმიტომ, რომ „ლეჩესთან“ შეხვედრაში მისი თამაში არ მოეწონა. ახლა უეფა შეხვედრის მსაჯ სტეფან ლანუასგან პატაკს ელოდება და გამოძიებას ამის მიხედვით დაიწყებს. არ არის გამორიცხული გატუზოს ექვსთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.

სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის