ხორვატიის ჩემპიონი იმ ყაიდის გუნდია, რომელსაც უმძლავრესი და ძალზე ეფექტიანი იარაღი - კონტრშეტევები შეგვიძლია დავუპირისპიროთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ზაგრების "დინამომ" შინ 3:2 მოუგო მაკედონიურ "ვარდარს" და გავიდა III საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მისი მეტოქე ჩვენი "დინამო" იქნება. ამ წყვილში მოგებულს ჯიბეში ექნება ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და ერთი ნაბიჯი დარჩება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლამდე.

რა თქმა უნდა, ზაგრებში მყოფი იურაი იარაბეკი მეტოქის თაობაზე არაერთ საინტერესო დეტალს ჩაინიშნავდა, ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ პირველი შეხვედრის თაობაზე და ხორვატული გრანდის მწვრთნელის, ზლატკო კრანჩარის კომენტარსაც გავეცნოთ...

სქემა

ზაგრების "დინამომ" მაკედონიელებთან მატჩში 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგებით ითამაშა. ხორვატთა მთავარი დამრტყმელი ძალა გუნდის ნახევარდაცვაა. აქ "დინამოს" ლიდერები - მარკო პიაცა და მარკო როგი თამაშობდნენ. საყრდენებს არ ვგულისხმობთ და, შუა ხაზში გამწესებული სამივე ფეხბურთელი ძალიან ხშირად ცვლის პოზიციებს.

აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა "მაქსიმირზე" მყოფ სლოვაკ კოლეგას რამდენიმე კარგი ფეხბურთელი "დაუმალა", მაგალითად, ჩილელი ლეგიონერები - ხუნიორ ფერნანდესი (82-ე წუთზე შევიდა) და ანხელო ენრიკეს იტურა (2012 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერში" მიიწვია, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა). სათადარიგო იყო პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდო.

მინუსები

სეზონის დასაწყისია და ზაგრების "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში. ყოველ შემთხვევაში, ასე გვიჩვენა ხორვატულმა მატჩმა და უშუალოდ ქართულ-ხორვატულ შეხვედრაში რა იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ისე, ქვეყნის ჩემპიონატი "დინამომ" ზაგრებულ დერბიში "ლოკომოტივას" ძლევით (3:1 საკუთარ მოედანზე) დაიწყო. გოლები ალჟირელმა ჰილელ სუდანიმ და ბოსნიელმა არმინ ჰოჯიჩმა (2) გაიტანეს.

მეტოქე ფავორიტია და ეს სრულიად გასაგებია, მაგრამ შანსი აუცილებლად ექნება საქართველოს ჩემპიონსაც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის მინუსები, რომლებიც ზაგრებელთა თამაშში გამოჩნდა. მივყვეთ თანმიმდევრობით.

"ვარდართან" საპასუხო შეხვედრამ გვიჩვენა, რომ "დინამოს" გუნდური მოქმედების სისწრაფე ვერ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზაგრებელები სულაც ვერ თამაშობენ "ძაფზე აცმულებივით". მათ გარჯაში ჭარბობს ინდივიდუალიზმი.

მეორე - მოწინააღმდეგის ნახევარმცველებს ძალიან არ უყვართ, როცა ხისტად ეთამაშებიან. თუ რამ პლუსი აქვთ დინამოელებს, ეს ტექნიკაა და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს ორთაბრძოლები მოვუგოთ.

"დინამოს" არ ჰყავს ისეთი დაცვის ხაზი, რომლის გარღვევაც არ შეიძლებოდეს. ცენტრალური მცველები, ხორვატიის ნაკრებში გამობრძმედილი გორდონ შილდენფელდი და არგენტინელი ლეონარდო სიგალი იდეალური სისწრაფით ვერ გამოირჩევიან. ძირითადის შემადგენლობის მარჯვენა მცველი პეტარ სტოიანოვიჩი კი დისკვალიფიკაციის გამო საერთოდ ვერ ითამაშებს ზაგრებულ მატჩში.

"დინამოს" უჭირს თავდასხმაშიც. როგორც ჩანს, კრანჩარი ჯერაც ეძებს სასურველ ვარიანტებს. ვნახეთ რა "დინამოს" ორივე თამაში, მაკედონიაშიც და ხორვატიაშიც, ერთ რამეში დავრწმუნდით: საქართველოს ჩემპიონს აუცილებლად ექნება საგოლე მომენტები. ზაგრების "დინამოს" ფილოსოფია ასეთია: თვითონაც თამაშობს და სხვასაც ათამაშებს.

უმძლავრესი იარაღი

ხორვატიის ჩემპიონი იმ ყაიდის გუნდია, რომელსაც უმძლავრესი და ძალზე ეფექტიანი იარაღი - კონტრშეტევები შეგვიძლია დავუპირისპიროთ. ზაგრებელებს არ უყვართ მეტოქის კონტრიერიშები და ეს ნათლად გამოჩნდა თუნდაც მაკედონიელთა მიერ გატანილი მეორე გოლისას.

სტუმართა სწრაფი კონტრშეტევებისას ხორვატ მცველებს ძალიან უჭირდათ და ასე გავიდა მათ კარში მეორე გოლი. თბილისის "დინამოს" შეუძლია ასე თამაში. სხვებთან ერთად, იურაი იარაბეკს, შესაძლოა, ნიკა გელაშვილიც გამოადგეს, ვინც კონტრშეტევებისას ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში.

პიაცას გარეშე

გადაწყვეტილი ამბავია: "ვარდართან" მატჩის შემდეგ ზაგრების "დინამო" 21 წლის ლიდერმა, მარკო პიაცამ დატოვა. ის კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. ხატოვნად რომ ვთქვათ, პიაცა ნახევარი გუნდი იყო "დინამოს" ბოლო მატჩებში და აკი, დუბლიც გაიფორმა "ვარდართან" საპასუხო შეხვედრაში. მერე რა, რომ ორივე პენალტიდან გაიტანა. ჯერ ერთი, პენალტსაც გატანა უნდა, და მეორეც - ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ზეაქტიური იყო.

ბოლო ინფორმაციით, "იუვენტუსმა" პიაცაში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი წასვლა მაგრად დაასუსტებს "დინამოს", თუმცა, ისიც ცხადია, რომ ხორვატულ გრანდს კიდევ ჰყავს მაღალი დონის არაერთი ფეხბურთელი, თუნდაც - ცენტრალური ნახევარმცველი, პიაცას სეხნია - როგი. ამბობენ, რომ ისიც უნდა გაიყიდოს (მას ძალზე სერიოზული მსურველები ჰყავს), თუმცა ჯერჯერობით ადგილზეა და თბილისის "დინამოსთან", თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ითამაშებს კიდეც.

იეჟინა თუ ედუარდო?

ყველას გასაკვირად, მაკედონიურ კლუბთან ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა პორტუგალიელი მეკარე ედუარდო. არადა, 33 წლის კიპერი არათუ თავის ქვეყანაში, მთელ ევროპაშია დაფასებული.

ეგაა, ედუარდო ასაკშია და, როგორც ჩანს, დაკარგა ძველი, კარგი თვისებები. ყოველ შემთხვევაში, კრანჩარი შედარებით ახალგაზრდა მეკარეს, 27 წლის ანტონიო იეჟინას ენდობა. ბოლო ორ შეხვედრაში ამ უკანასკნელის გარჯა იდეალური ნამდვილად ვერ იყო - პირველი გოლისას მას აშკარად შეეძლო გუნდის გადარჩენა...

მსაჯის ფაქტორი

ამბობენ, რომ ხორვატიაში თამაში ძნელია. ტელეეკრანიდან "მაქსიმირზე" განსაკუთრებული ქომაგობა სულაც არ ჩანდა, მაგრამ უშუალოდ სტადიონის ატმოსფერო მაინც სხვა საქმეა. აბა, რას უნდა დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ რუსმა არბიტრმა სერგეი ივანოვმა სტუმართა კარში დანიშნული ორიდან ერთი 11-მეტრიანი აშკარად "მოიგონა".

არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ, მაგრამ მაინც დავწერთ: განსაკუთრებით ზაგრებულ მატჩში თბილისის "დინამო" მზად უნდა იყოს მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის, სწორედაც მსაჯობის კუთხით. რადგან მეტოქე ფავორიტია და თან ჩემპიონთა ლიგის ხშირი მონაწილეც, და ეს ფაქტორი ბევრ მსაჯს ქვეცნობიერად უზის გონებაში...

დინამო ზაგრები 2016/17

ფეხბურთელი მოქ. ას. მ. გ

მეკარეები

1. ანტონიო იეჟინა ხორვატია 27 2 -

34. ედუარდო პორტუგალია 33 66 -

40. დომინიკ ლივაკოვიჩი ხორვატია 21 0 -

მცველები

3. მარიო მუსა ხორვატია 26 6 1

19. იოსიპ პივარიჩი ხორვატია 27 61 6

22. ლეონარდო სიგალი არგენტინა 29 26 2

23. გორდონ შილდენფელდი ხორვატია 31 43 2

26. ფილიპ ბენკოვიჩი ხორვატია 19 11 0

35. ბორნა სოსა ხორვატია 18 2 0

37. პეტარ სტოიანოვიჩი სლოვენია 20 10 0

77. ალექსანდრუ მაცელი რუმინეთი 26 34 1

87. ჟერემი ტარაველი საფრანგეთი 29 26 2

ნახევარმცველები

5. ჟონასი ბრაზილია 24 0 0

7. მარიო შიტუმი ხორვატია 24 16 5

8. დომაგოი ანტოლიჩი ხორვატია 26 61 2

10. პაულო მაჩადო პორტუგალია 30 57 3

13. გონკალვეშ სანტუში პორტუგალია 29 40 0

14. ამერ გოიაკი ბოსნია 19 3 0

16. არიან ადემი მაკედონია 25 104 7

18. დომაგოი პავიჩიჩი ხორვატია 22 15 3

21. დანი ოლმო ესპანეთი 18 5 0

24. ანტე ჩორიჩი ხორვატია 19 67 10

28. ზვონკო პამიჩი ხორვატია 25 27 2

30. მარკო როგი ხორვატია 21 34 3

66. ალი ქარიმი ირანი 22 0 0

67. ფრანკო ანდრიაშევიჩი ხორვატია 25 10 3

90. დამირ შოვშიჩი ხორვატია 26 15 0

თავდამსხმელები

2. ელ არაბი ჰილელ სუდანი ალჟირი 28 76 36

9. ანხელო ენრიკესი ჩილე 22 27 8

11. ხუნიორ ფერნანდესი ჩილე 27 49 17

15. არმინ ჰოჯიჩი ბოსნია 21 31 16

27. დეიან რადონჯიჩი ხორვატია 25 2 0

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი, 15.11.1956

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

amat uyure raa
პატრიოტიზმის და ოპტიმიზმის ზეიმია რააა. ფუ, ფუ, ფუ. დარწმუნებული ვარ რო თბილისის დინამო გავა. ნუ მერე მაინც იტყვიან გაუვარდაო.
FC DT 1925
ეს ტორპედოს ფანები ბოღმა და კომპლექსიანები რომ ხართ (ყველაზე არაა საუბარი) იმიტომ ვერ ეღირსებით კიდევ წლები ვერაფერრს ))) შემოდიხარ და წერ ასეთ უაზრობს,... ბიჭო ეს წეიღე მეიტანე ლოგიკა რატომ გაქვს -- გიოს მივმარატავ ამ შემთხვევაში ლიჩნად
kutaisi
Dinamo caagebs mec zagrebis gulshematkivari var bavshvobidan da torpedosic hahaaaaa
bajo
ასე უცებ დინამოსგან აგარაფერი დარჰაააა?ყველა ერტხმად რო იახის ფავორიტი ზაგრებიაოოო,მასჰ ფიფიას მიზანი ჯგუფურზე მოხვედრა სიზმარი ყოფილაა?აქ დზმებო ფიფია და მისი დზმანი გუნდ კიარა ფულს აკეტებენ .
svani
gio-ს ვა შენ გენაცვალე "კაცი" ხარ ბიჭო "კაცი"))) გენაცვალე ჯიგარში ნეტავ ხორვატიაში დაბადებულიყავი 1 ნაკლები გვეყოლებოდა ქართველებს ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ქუთაისელი
რა შუაშია ქუთაისელი იქნები....ტორპედოს შემოვევლე მაგრამ ეხლა დინამოა ძმაო და დინამოს ვგულშემატკივრობთ ყველა....წარმატებები დინამოს.......
კონსტანტინე
ღმერთო გაამარჯვებინე დინამოს და მახინჯი ადამიანების მოჯღანული და ბოღმისგან კიდევ უფრო დამახინჯებული სიფათები მანახე. წარმატებიბი დინამოს და ყოველივე ქართულს!!!არ მოთქვამენ დედაკაცებივით((((
gio-s
შენ ასიანი ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარი ხარ.
007
ეს გიოა , თუ ვიღაც ჯანდაბა , ყველა ქართველისა და ყოველივე ქართულის დაუძინებელი მტერია ! მაშ , გადაშენება ვისურვოთ საქართველოს მტრისა !!!
status quo
როცა ჩვენი დინამო ვიღაც ზაგრების გუნდს ეთამაშება,რატომ უნდა ვუგულშემატკივრო გადამთიელებს? მაშინ ვიღაც არაკაცი და არაპატრიოტი უნდა ვიყო,მაგრამ ჩვენი დინამოს იმედი არა მაქვს.წააგებენ სამარცხვინოდ და გული დამწყდება.
zogi ra tipia
ზაგრების დინამოს ფანი რატო უნდა იყო არ მესმის,ლოგიკა არ დევს თუ ხორვატი არ ხარ და თუ არა ხარ მაშინ მაგ გუნდის დედაც არ ვატირე?როცა ქარტულ გუნდს ეთამაშება
Z.LO
რაც გინდათ ის წერეთ- ქართული გუნდები ყველასთან აუტსაიდერები არიან
gio
რაც გიდა ისე ილაპარაკეთ მაიც წავაგებთ ეს გარდაუალია ზაგრების დინამოს უსურვებ წარმათებას ზაგრების დინამოს გულშემატკივარი ვარ ბავშობიდან
შოთა გუგეშაშვილი
ტბილისის დინამოს დაწვა ხო ვაპშე გაუვალია
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!
დინამო (თბ)-დინამო (ზ) 0:1 - რა აღიარა იურაი იარაბეკმა [VIDEO]
ზლატკო კრანჩარი: თბილისში მოსაგებად ჩამოვედით და მოვიგეთ კიდეც
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
"ზაგრების" მწვრთნელი: ხომ ხედავთ, თბილისში მშვიდად ჩავდივარ - სანერვიულო არაფერი მაქვს
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ზლატკო კრანჩარი: "დინამოს" შეცდომებს დაველოდებით, არსად გვეჩქარება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
დინამო (თბ) VS დინამო (ზ) - ძნელი, მაგრამ არა შეუსრულებელი
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...