ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რომან ფიფია: "დინამოს" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა!

რომან ფიფია: "დინამოს" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა!

"სწორად გამიგეთ, ამდენ თანხას და ენერგიას მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის არ ვხარჯავ..."
თბილისის "დინამოს" პრესსამსახურმა საინტერესო სიახლეს დაუდო საფუძველი. ამიერიდან, კლუბი ელექტრონული მედიისთვის სპეციალურ ვირტუალურ პრესკონფერენციას გამართავს. პერიოდულად სხვადასხვა სპორტული საიტი, რომლებიც სურვილს და ინტერესს გამოთქვამენ, ელექტრონული ფოსტით კითხვებს გაუგზავნიან პრესსამსახურს და რესპონდენტის პასუხების შემდეგ ამავე გზით დაუბრუნდებათ უკან.

პირველი ასეთი პრესკონფერენცია თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფიამ მოაწყო.

- პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც "ალაშკერტთან" დაპირისპირება გააშუქეს. უკლებლივ ყველა საინფორმაციო საშუალების თანადგომას ვგრძნობდით, რაც, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ყველა მსურველ ჟურნალისტს ხელი შევუწყვეთ ერევნის მატჩზე დასასწრებად და ეს ასე იქნება მომავალშიც.

"დინამო" აფასებს ჟურნალისტებს და მათ საქმიანობას. განსაკუთრებული მადლობა ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს, ასეთი რაოდენობით ისინი არასდროს ყოფილან წარმოდგენილნი გასვლით მატჩზე. ვფიქრობ, ჩვენი პრესსამასახურის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ახლა კი შევეცდები ამომწურავად გაგცეთ პასუხები თქვენს საინტერესო შეკითხვებზე.

- როგორ შეაფასებდით "ალაშკერტთან" მატჩს და რას ფიქრობთ ზაგრების "დინამოსთან" ჩვენს შანსებზე?

- "დინამომ" პირველი ტაიმი საკმაოდ კარგად ითამაშა - რაც მთავარია, გაიტანა გოლი. თუმცა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაანიავა. ძალიან ცხელოდა და შეუძლებელი იყო ტემპის შენარჩუნება, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა პრაქტიკულად გარკვეული.

ბიჭების მესმის, ისინი ფიქრით შემდეგ ეტაპზე იყვნენ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მატჩს ხორვატი "მზვერავები" ესწრებოდნენ.

რაც შეეხება მომავალ ეტაპს - ზაგრებთან უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ვუყურე ამ გუნდის შეხვედრებს და "ვარდარი" არაფრით ჩამოუვარდებოდა. თითქმის ბოლომდე არ იყო გარკვეული, თუ ვინ გავიდოდა. ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა ამ შეხვედრას, თვითონ ნახა მეტოქის შესაძლებლობები. ხორვატთა ჩემპიონს თამაშის დასამალად ნამდვილად არ ეცალა.

ასე რომ, იურაის ხელშია ახლა მომავალი შეხვედრის ტაქტიკის შერჩევა და სტრატეგიის გათვლა. დარწმუნებული ვარ, არც ის და არც ფეხბურთელები მცდელობას არ დააკლებენ. ამ დაპირისპირებაში ჩვენი გუნდის მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

- იარაბეკს "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს... რამდენად იქნება დამოკიდებული სლოვაკი სპეციალისტის მომავალი ევროთასებზე ნაჩვენებ შედეგზე?

- ჩვენი შეთანხმების მთავარი პუნქტი და ჩემი მოთხოვნა იყო, "დინამო" გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

- როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენთვის ევროტურნირი, იგეგმება თუ არა გუნდის ბირთვის შენარჩუნება?

- როგორც არ უნდა დამთავრდეს - ასე ვერ განვიხილავ! გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დამთავრდეს წარმატებით. კიდევ ერთხელ ვამბობ: "დინამოს" მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა!

ვინც იმსახურებს და სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა, დარჩება; ვისაც წასვლა უნდა, ეს მათთვის მიმინდვია, თავად დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, ყველაფერზე მოვრიგდებით. მით უმეტეს, თუ მიზანი მიღწეულ იქნა. არადა, ვხედავ, რომ "დინამოს" ეს შეუძლია..

ახლა ბოლომდე მონდომება და იმის დაჯერებაა საჭირო, რომ მათ ეს გამოუვათ.

- განვითარების რა სტადიაზეა "დინამო" და თქვენი გათვლებით, როდის მიიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ამდენი შრომა და ფინანსები გაიღეთ?

- მადლობა ღმერთს, კლუბში ყველაფერი დალაგებულია და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს და პარამეტრებს. თუმცა ამის მიღწევა ერთ დღეში არ მომხდარა, ეს ურთულესი პროცესია.

ინფრასტრუქტურის გამართვაც არ ყოფილა იოლი, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ თუ სპორტული შედეგიც ადეკვატური არ იქნა, ამ ოდენობის ბიუჯეტის ხარჯვა, ჩვენი ჩემპიონატის პირობებში შეუძლებელია. მით უმეტეს, თუ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველამ.

დიახ, მე ყველაფერს გავიღებ წარმატების მისაღწევად და მიზანს თუ მივაღწევთ, არავის არაფერი დააკლდება. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ვტვირთავ ჩემს თავს და მენეჯმენტს, ჩემი გული და კაბინეტის კარი მუდამ ღიაა ფეხბურთელებისთვის და მათგანაც ვითხოვ თავდადებას.

სწორად გამიგეთ, ამდენ თანხას და ენერგიას, მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის არ ვხარჯავ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენი ხალხი გავახარო, გულშემატკივარი მინდა, რომ კვლავ გაღიმებული დადიოდეს სტადიონზე.

- "დინამოზე" არანაკლებ ყურადღებას აქცევთ აკადემიას...

- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირმა ყველას გვაჩვენა, რომ უნიჭიერესი თაობა გვეზრდება. მათი დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება ჩემი მთავარი მიზანია. ისინი იქნებიან პირველი მოსავალი, რომელსაც "დინამოს" აკადემია მოგვიტანს და ეს სისტემატური უნდა გახდეს.

"დინამომ" ძირითადი შევსება აკადემიიდან უნდა მიიღოს. ამისთვის, ჩვენ მომავალ სეზონშიც ვგეგმავთ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას 19-წლამდელთა შორის. ასევე, ვმუშაობთ მეორე ტურნირის, უკვე 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის მოსაწყობად. არ მოაკლდებათ მათ უცხოურ ტურნირებზე გამოსვლაც.

• dato

დვალიშვილით გინდათ გახვიდეთ ფული დახარჯეთ ჩამოიყვანეთი წესიერი ლეგიონერები ისეთები კიარა ქართველს რომ ვერ ჯობდეს ამ შემადგენობლით გაგიჭირდებათ არგააკეთებთ ამას გადაგაცვამთ ბურთს თავზე ზაგრების დინამო

• gagnidze akademia

მეტი უნდა მისცეტ ფეხბურტელებს,სამარცხვინო ხელფასებზე არიან,,ასე სედეგი არ იქნება

• Lasha

Moindoma chempionta liga cadi ra sheeshvi dinamos vin arisbes ......

• kote

ამ კაცის ის არ მომწონს, ევროთასებიდან ყოველი გავარდნის შემდეგ გუნდს რომ ლამის შლის და მერე ახლიდან იწყებს. ამ ინტერვიუდანაც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წელსაც იგივეს იზავს. არადა, 2-3 წელი მაინც თუ არ ათამაშა გუნდი ერთი შემადგენლობით, რა ლიგის ჯგუფურზეა საუბარი, უეფას ჯგუფიც ოცნებად დაგვრჩება მომავალში.

• galski

ღადაობს:დ

• voee

ან მოვიგებთ, ან წავაგებთ ან ფრე იქნება. გავითვალისწინოთ რომ პირველ ეტაპებზე მსაჯები პანტა-პუნტით გვიგდებენ ფეხბურთელებს მოედნიდან.

• ლუკა

მხოლოდ ერთი კაცი, ერთი ინვესტორი, ვერ ამოქაჩავს ქართულ ფეხბურთს. საჭიროა სახელმწიფოს და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევა ინვესტორებთან ერთად. ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლების გარეშე ჯგუფურზე გასვლა ლატარიის მოგებასავით იქნება, შემთხვევითი ანომალია. ბათუმში სტადიონს ვერ აშენებს ამდენი წელია სახელმწიფო, რა ფეხბურთის განვითარებაზე არის საუბარი? ფიფია მადლობის მეტს რას იმსაუხერებს, მაგრამ თუ გადავხედავთ ჯგუფური ეტაპის კანდიდატებს და მათ სათადარიგო სკამებს დავინახავთ რომ დინამოს შემადგენლობაზე ორჯერ მეტი ფეხბურთელი ყავთ. როგორ ესახება ფიფიას ჯგუფურზე გასვლა ასეთი მოკლე სკამით? ნადვილად საკუთარი თავის მოტყუება ან გულუბრყვილობა არის. მიუხედავად ქართული ფეხბურთის რეალობისა დინამოს გულით და სულით ვგულშემატკივრობ და ვუსურვებ გამარჯვებებს.

• 007

ბ - ნო ,რომან ყურს ნუ დაუგდებთ ყორანთა ყრანტალს , მათ იგრძნეს თქვენი და " დინამოს " ძალა! თქვენი თავკაცობით , წინ უამრავი სიკეთე და სიხარულია ! ! !

• Spartaka

ბიჯო ნუ აგიჯებთ ამ ხალხს რა,, რა ჯგუფში მოხვედრა ღადაობთ>?პირველი მე გამიხარდება ალბათ ,ნეტა მართლა, მაგრამ როგორ?ან ვით?ისე ლაპარაკობთ თითქოს არიცოდეთ რა დონეს უნდა აკმაყოფილებდეს გუნდი რომ იქ მოხვდეს,ნუ გაიძახით თუ ის მოხვდა და თუ ის გუნდი ჩვენ რატო ვერაო,ვერა ,ძნელია,უბრალოდ წარმოუდგენელია იმ ხალხით (გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ) რისი იმედი უნდა გვქონდეს ან რატომ...თუმცა არვარ პესიმისტი და იქნებ გავარდეს

• გუჯა კახაძე

ბ-ნო რომან! ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ ვის შეყავხართ შეცდომაში თითქოს "დინამო" საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს? საერთაშორისო სტანდარტები რომ დააკმაყოფილოთ გუნდმა 90 წუთში 400-დან 700 სპრინტამდე უნდა გააკეთოს. "დინამომ" კი პირველ თამაშში მხოლოდ 56 და მეორეში 49 სრპინტი გააკეთა. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ყველა ქართველი გულშემატკივარის ოცნებაა, მაგრამ ამ კომპონენტის გარეშე ეს წარმოუდგენელია. ჩემი მოსწავლეებიდან 90 წუთში ნებისმიერი აკეთებს 45 სპრინტს და თუ ვინმეს დააინტერესებს შემიძლია გამოცდილება გავუზიარო. გულშემატკივრებო, 2 აგვისტოს სტადიონზე ყოფნით დავეხმაროთ "დინამოს" გასვლით თამაშზე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად!

• ika2323ika

ეხლა ვბაქივბუქობტ როგორც ყოველთვის წავაგებთ და ვიტყვით ბიუჯეტი აქვთ ჩვენზე მეტი და რაუნდა გვექნაო.

• kaxa

ბიჭებო ნამდვილად შეგიძლიათ ზაგრების ბარიერის გადალახვა თავი არ დაზოგოთ, გაახარეთ წარმატებას მონატრებული ქართველი ხალხი. აბა თქვენ იცით, გამარჯვებებიიიიი.

• ფერნანდო

წარმატებებს გისურვებთ ბატონო რომან!

• ჯონი

ბატონო რომან ოპტიმიზმი არის ძალიან კარგი თვისება მით უმეტეს თუ ამას ფეხბურთელებიც გაითავისებენ, ჩემი აზრით დინამოს ამ ეტაპზე ძალიან წაადგებოდა ერთი ძლიერი ევროპული დონის თავდამსხმელი და ერთიც ძლიერი მეკარე ამას თუ დაემატება ორივე ტაიმის მაგარი თავდადებით და პრესინგით თამაში, მე მგონი შეუძლებელი არაფერია[ცოტა ფიზიკის მეშინია]...ასე რომ მიაწექით ბოლომდე ბიჭებო და კიდევ გაიხსენეთ რა გუნდებს აჩოქებდა დინამო...ლივერპულს...ბენფიკას...ბაიერნს...ფლამენგოს...ნაპოლის...ფეიენორდს...ვესტ-ხემს და ასე შემდეგ.თქვენც შეგიძლიათ ეს.გაახარწეთ საქართველო.

• dato

რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს პირველი თამაში, მაინც დინამოზე ვარ, წინ დინამოოოო

• დინამოს

ბიჭებო აბა თქვენ იცით!!! მიაწექით, დრო მოვიდა უკვე! შეგვიძლია კარგი თამაში ვაჩვენოთ ხორვატებს! დაგვიბრუნდით გამარჯვებულები და დაგხვდებით შესაბამისად!

• jiga

გაიხარე ძმაო, წინ დინამო! მართლა მაგარ საქმეს აკეტებს ეს კაცი, ამდენი წელია ენთუზიაზმით და ქვეყნის სიყვარულით

• მსქროლავი ტროლი

აგაშენა ღმერთმა - შენი თუ მთავარი მიზანია, ჩვენი კიდევ მთავარი სურვილია.... მაგრამ ემაგ ფრანგი მეკარით რა გვინდა ჯგუფურ ეტაპზე - რაო, რასაც გოლებს ჩაგვიტუმბავენ, ფრანგებისკენ გაუკეთებ გადამისამართებას?!...

• Jotia

ეს კაცი ეტყობა რომ თავს და ფინანსებს არ ზოგავს მაგრამ ფეხბურთი არ იცის კარგად და აბრუებენ ვითომ მცოდნეები თორემ ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა წელს და ამ სასტავით რეალურიაო... ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ ................!!!

• yvelas yvelas

წავეგებთ წავაგებთ ძახილს ჯობია სტადიონზე მოხვიდეთ, ვითომ გულშემატკივრებო.

• chipo

Zagrebi sashvaloze dabali gundia chven magat dabla vart magram unda mougod mtavaria rwmena rom unda iomo fsiqologiuri momzadebaa sawiro

• kakhaber

ძაან მინდა მაგრამ რეალობას ნუ მოვწყდებით ერთი თვალის შეხებითაც ჩანს რომ ჯერ არ არის ის გუნდი ვისაც პრეტენზია უნდა ჰქონდეს, რომ აუცილებლად ლიგის ჯგუფში გავა, ღმერთმა ქნას

• მურთაზი

ბატონო რომან როგორც ლაპარაკობ თუ ისე ფიქრობ მადლობა და გაიხარე.მიაწექი დინამო!

• status quo

მოიცა რომან, .....ჩემდა და ჩვენდა სავალალოდ ზაგრების გუნდი,რომელიც საშუალოევროპულზე დაბალი დონისაა,სასაცილოდ და სამარცხვინოდ დაგვამარცხებს და გაგინელდება ეგ უსაფუძვლო ამბიციები...სამწუხაროდ.

• lasha

მაგარი კაცი ხარ ფიფია შენი იმედი მაქვს უკეთესი გახდება დინამო სხვა კლუბებსაც გამოუჩდება ინვესთორი და ფინასურად მოძლიერდებიან ქარტული კლუბები და უკეთესი გახდება ჩეპიონათი ისე წარმათებები დინამოს მაგრამ არა მგონია რო გადალახოს დინამო ზაგრების ბარიერი წავაგებთ

• Vakho

გვერდში დგომა და მადლობა ეკუთვნის ამ კაცს ყველასგან, იმედია შედეგსაც დადებს გუნდი უახლოეს მომავალში. წარმატებები !!

• ioseb

გულითადი მადლობა ბატონ რომანს. ყველას გთხოვთ მივიდეთ 2 აგვისტოს თამაშზე.ხალხის მხარდაჭერა დინამოს ეხლა ყველაზე ძაან სჭირდება სტაფიონზე...

• svani

ფიფო... კარგად ილაპარაკე)რაც ილაპარაკე მართალიხარ!

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...