ევროპის ლიგის 1/16 ფინალის გასვლით მატჩში მოსკოვის "სპარტაკმა" "ბაზელთან" ქართველის გოლით მოიგო
ევროპის ლიგის 1/16 ფინალის გასვლით მატჩში შვეიცარიის "ბაზელთან" მოსკოვის "სპარტაკი" 0:2 მარცხდებოდა, როდესაც მეორე ტაიმში მოედანზე ჯანო ანანიძე გამოვიდა.

საბოლოოდ ეს შეხვედრა ”სპარტაკმა” 3:2 მოიგო. "თეთრ-წითლების" თავკაცი ვალერი კარპინი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "სპარტაკის" ნახევარმცველის გამოსვლამ მოსკოველთა გუნდს თამაშის დალაგების და გამარჯვების საშუალება მისცა.

ანანიძემ გამარჯვების გოლი შეხვედრის მეორე დამატებულ წუთზე შვეიცარიელთა საჯარიმოს ხაზიდან ახლოს გათამაშებული ჯარიმით გაიტანა. ქართველი ლეგიონერის დარტყმული ბურთი დაბალი ტრაექტორიით წავიდა, კარის მარცხენა ძელს მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა აღნიშნა, რომ შეცვლა გამოიცნო:

- კარგია, რაც კარგად მთავრდება. პირველ ტაიმში სასტარტო მღელვარება დაგვეტყო - ახალ სეზონში ხომ პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებდით. მეორე ტაიმში გუნდი ფსიქოლოგიურად გამაგრდა და მადლობა ღმერთს, ის ფეხბურთი ითამაშა, რომლის თამაშსაც შესვენებამდეც ვაპირებდით. ცვლილებაც გამოვიცანი. მოედანზე ჯანოს გამოსვლის შემდეგ ბურთს უკეთ ვიჭერდით და მეტს ვუტევდით.

- რა უთხარით გუნდს შესვენებაზე?

- ბუნებრივია, შესვენებაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ კერძოდ რა ვილაპარაკეთ, ჩვენს შორის დარჩება.

- ბევრი იყო თქვენს კარიერაში ისეთი მატჩი, როდესაც თქვენმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ორი ბურთით აგებდა?

- სამწვრთნელო კარიერაში ასეთი შემთხვევა არ მქონია.

- საპასუხო მატჩი მოსკოვში სპარტაკისთვის რთული იქნება?

-რა თქმა უნდა. ვინ თქვა იოლი იქნებაო?! "ბაზელი" შინაც და სტუმრადაც ერთნაირად მოქმედებს - შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენზეც ბევრი იქნება დამოკიდებული: მივცემთ თუ არა შვეიცარიელებს საშუალებას ისე ითამაშონ, როგორც იციან თუ მატჩი ჩვენი სცენარით წარიმართება.

მომზადებულია spartak.com-ის მიხედვით

sasha
კარგი გოლი იყო ვულოცავ ჯანოს და სპარტაკს გამარგვებას აგერ გოლის ლინკი: http://football-highlight.com/en/uefa-cup/2011-02-17-basel-spartak-moscow.html
A.K.F.
ვულოცავ ჯანოს და მის გულშემატკივრებს მის გაბრწყინებას
saakaze
საღოლ ჯანო!!!! ქართული ფეხბურთის იმედი ხარ !!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა