კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები საელიტრაუნდო რეპეტიციას ესპანელ თანატოლებთან გაივლიან
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს მცირეხნიანი შესვენება დაუმთავრდათ და კობა ჟორჟიკაშვილმა გუნდი ისევ შეკრიბა. შეგახსენებთ, წელიწადი ქართველმა 17-წლამდელებმა ურეკული შეკრებით გახსნეს. ზღვისპირეთში ჟორჟიკაშვილის გუნდმა რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე მოინიშნა იმ ფეხბურთელთა უმეტესობა, რომლებსაც მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში ათამაშებს. ზღვისპირეთში გუნდი 24 ფეხბურთელის შემადგენლობით იყო წასული, თუმცა ნაკრებს რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოაკლდა.

22 და 24 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს საელიტრაუნდო გენერალური რეპეტიცია აქვს - მადრიდში, სპორტულ ცენტრ "ლას როსასში" ჩვენი გუნდი ესპანელ თანატოლთა ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება. ამ სპარინგების მნიშვნელობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია - ესპანელებს ხომ ამ ასაკში ყოველთვის ჰყავთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და კონტინენტის ჩემპიონობაც არაერთხელ უზეიმიათ.

ესპანელ 17-წლამდელებს გამოცდილი სპეციალისტი ხიმენეს მელენდესი წვრთნის, რომელსაც უეფას სხვადასხვა სამწვრთნელო სემინარზე ქართველებთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და საქმიანი ვიზიტით ჩვენს ქვეყანაშიც ყოფილა. მას და ჟორჟიკაშვილს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და საქართველოს ნაკრების ესპანური ვოიაჟის გაჩარხვა დიდწილად ამის დამსახურებაცაა. ბუნებრივია, ელიტრაუნდამდე ჩვენს 17-წლამდელებს შეკრება და საკონტროლო მატჩები კიდევ ელით, რის შესახებაც მალე უფრო დაწვრილებით გიამბობთ.

ესპანეთში წასვლამდე კი ჟორჟიკაშვილმა და მისმა ასისტენტებმა გუნდი თბილისში შეკრიბეს, სადაც რამდენიმე ვარჯიშს ჩაატარებენ. ნაკრები, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. მთავარ მწვრთნელს მადრიდში წასაყვანი 18-კაციანი შემადგენლობა, ფაქტობრივად, შერჩეული ჰყავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, დღეისთვის მიიღებს. ესპანეთში წასულ ფეხბურთელებს საელიტრაუნდო განაცხადში მოხვედრა გარანტირებული სულაც არ აქვთ, მაგრამ ამ 18-კაციან სიაში მარტამდე მინიმალური ცვლილებები თუ მოხდება.

22 თებერვალს ესპანეთი-საქართველო იქაური დროით 18 საათზე დაიწყება, ორი დღის შემდეგ კი მატჩი დილის 11 საათზე გაიმართება.

ფოტო: სფფ-ს პრესსამსაური

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე