რუსი სპორტსმენების სია, რომელთაც აკრძალვა შეეხო
რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ ცურვაში ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი იულია ეფიმოვა არ იქნება დაშვებული რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე.

და ეს იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენს მელდონიუმის გამოყენებაში ყველა ბრალდება მოუხსნა.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის პუნქტი - რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა არ უნდა შეიყვანოს ნაკრებში ის სპორტსმენები, რომლებსაც სადოპინგო ისტორია გააჩნიათ. ეფიმოვა კი ერთხელ უკვე იყო დისკვალიფიცირებული", - განაცხადა ჟუკოვმა.

როგორც იცით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გარკვეული პირობები წაუყენა რუსულ მხარეს, როცა ამ ქვეყნის სპორტსმენების რიოში გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ბრაზილიაში არ იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ადრე მხილებულნი იყვნენ აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში.

ამ კატეგორიაში გადის უკვე ნახსენები იულია ეფიმოვა. ერთ-ერთ რუსულ ვებგვერზე გამოქვეყნა კიდევ რამდენიმე რუსი სპორტსმენის სია, რომლებიც იგივე მიზეზით ვერ ხვდებიან რიოში:

ნატალია ლოვცოვა (ცურვა)

ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი

მიხაილ დოვგალიუკი (ცურვა)

მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე

ანასტასია კრაპივინა (ცურვა)

ევროპის ჩემპიონი

ოლგა ზაბელინსკაია (ველოსპორტი)

ოლიმპიადის პრიზიორი

ილნურ ზაკარინი (ველოსპორტი)

ტურ დე ფრანსისა და ჯირო დ'იტალიას ეტაპების გამარჯვებული

სერგეი შილოვი (ველოსპორტი)

უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი

ანასტასია კარაბელშჩიკოვა (ნიჩბოსნობა)

ევროპის ჩემპიონი

ივან პოდშივალოვი (ნიჩბოსნობა)

ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი

ტატიანა კაშირინა (ძალოსნობა)

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი

ანასტასია რომანოვა (ძალოსნობა)

მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

ვიქტორ ლებედევი (ჭიდაობა)

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი

P. S. გუშინ, გვიან გახდა ცნობილი, რომ ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ შვიდ რუს მოცურავეს აუკრძალა ოლიმპიადაზე გამოსვლა. ეფიმოვას, ლოვცოვას, კრაპივინასა და დოვგალიუკის გარდა, რიოში არ მიემგზავრებიან ნიკიტა ლობინცევი, ვლადიმირ მოროზოვი და დარია უსტინოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...