"აქ უბურთოდ სირბილი საერთოდ იგნორირებულია, აქტიური ვარჯიშები სულ ბურთთან ერთად არის"
ივლისის დასაწყისში თბილისის "დინამოს" ყოფილმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტარაგონას "ხიმნასტიკთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ხიმნასტიკი" დასრულებულ სეზონში ახლოს იყო პრიმერა დივიზიონში გადასვლასთან. კატალონიელები პლეი ოფში დამარცხდნენ. ბუნებრივია, ასეთ გუნდში 21 წლის ახალგაზრდის მოხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია. მით უფრო, რომ ქართველი გულშემატკივარი მას იმედის თვალით უყურებს: კაკაბაძე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და მას შემდეგ, ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და ეროვნულ გუნდში თამაშიც მოასწრო.

ტარაგონელებმა შეკრებაზე ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს: "ხიმნასტიკში" კაკაბაძის დებიუტი 20 ივლისს, ესპანური პრიმერა დივიზიონის ბინადარ "ვილიარეალთან" ამხანაგურ მატჩში შედგა. "ხიმნასტიკი" 1:2 დამარცხდა, კაკაბაძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ერთი ტაიმი ითამაშა. 23 ივლისს ტარაგონელებმა "ლა პობლას" მოუგეს (1:0). ქართველი მცველი ამჯერად სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა.

კაკაბაძეს ესპანეთში დავუკავშირდით და ახალ გუნდსა და გარემოზე, პერსპექტივასა და სიახლეებზე ველაპარაკეთ.

- ჯერ მინდა თბილისის "დინამოზე" ვთქვა - ეს ჩემთვის მშობლიური კლუბია და სამშაბათს ჩემს მეგობრებს ჩემპიონთა ლიგაში ზაგრების "დინამოსთან" წარმატებას ვუსურვებ...

- დღეს ქართველი ფეხბურთელისთვის ესპანეთში მოხვედრა ოცნებას ჰგავს. თქვენ ეს ოცნება აიხდინეთ, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ეს გაკმაყოფილებდეთ...

- რა თქმა უნდა, მთავარია, ჯერ აქ დავიმკვიდრო ადგილი და შემდეგ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. მანამდე კი "ხიმნასტიკს", ახალ თანაგუნდელებსა და სულ სხვა მოთხოვნებს უნდა შევეჩვიო.

- გიჭირთ ამ მხრივ?

- თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა უკეთესობას ვგრძნობ. "ხიმნასტიკში" ორი საკონტროლო მატჩი ჩავატარე და ორივეში თითო ტაიმი ვითამაშე. ვცდილობ, მწვრთნელის მოთხოვნები ავითვისო.

- ალბათ, ახალ გუნდში პირველი თამაშები გარკვეულ მღელვარებასა და დაძაბულობას იწვევს...

- პირველ დღეებში მართლაც დაძაბული ვიყავი. მაგრამ ახლა ამანაც გამიარა, რადგან "აბუ" (გიორგი აბურჯანია) და ჩისკო მაგრად მეხმარებიან. მათი თანადგომა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და პრობლემა აღარ მაქვს.

- ჩისკო? მან ხომ დაასრულა კარიერა?

- დაასრულა, მაგრამ "ხიმნასტიკის" მეორე მწვრთნელად დანიშნეს. ეს ზუსტად ჩემს ჩამოსვლამდე მოხდა.

- ისიც გვითხარი, ყველაზე მეტად რა გაგიადვილდათ და რა გაგიჭირდათ?

- ყველაზე მეტად გუნდის გამოცვლა და ოჯახისგან შორს ყოფნა გამიჭირდა. კარგად იცით, აქამდე მხოლოდ "დინამოში" მითამაშია... მაგრამ ფეხბურთელის ცხოვრება ასეა და უნდა შევეჩვიო.

- პრობლემაა სხვა გარემო, ახალი თანაგუნდელები და უცხო ენა?

- დიახ, ესეც პრობლემა იყო. ყველაზე მეტად მაინც ენის პრობლემა მაწუხებდა. მაგრამ კატალონიურის სწავლა უკვე დავიწყე და ამ მხრივაც ყველაფერი კარგად იქნება. ახლა იმაზე, თუ რა გამიადვილდა - აქ ცხოვრებაც სასიამოვნოა და ვარჯიშებიც. ამ კუთხით, ჩვენებისგან ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს.

- როგორია მწვრთნელების მიდგომა?

- მწვრთნელთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- ესპანურ ფეხბურთს ყველა იცნობს. მაგრამ საკუთარი თვალით დანახული სულ სხვა რამაა. რა იყო თქვენთვის სიახლე? ის, რაც აქამდე არ იცოდით...

- სიახლეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცოდი, რომ ბევრად მაღალ ტემპში თამაშობდნენ. თუმცა ამ ორი ამხანაგური თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ეს განსხვავება საკმაოდ საგრძნობია - გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებასა და ტემპს ვგულისხმობ.

- საქართველოს ჩემპიონატის ძალიან დაბალი ტემპის შემდეგ, სეგუნდა დივიზიონის სისწრაფეებთან შეგუება რთული იქნება. აქაური ტემპით თუ ითამაშეთ და ბურთი დააყოვნეთ, მოედანზე ფეხებს "წაგაცლიან"...

- რა თქმა უნდა, შეგუება ამ განსხვავების გამოა რთული. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც აქ ყურადღებას ამახვილებენ, ბურთის სწორად მიღებაა - თუ არასწორად მიიღე, საქართველოს ჩემპიონატში გაქვს დრო, რომ მეორე შეხებით გაისწორო და შეცდომა გამოასწორო. ესპანეთში კი ამის საშუალებას არავინ მოგცემს, არასწორად მიიღებ ბურთს და იქვე დაკარგავ. ესაა მნიშვნელოვანი განსხვავება.

მაგრამ მგონია, რომ ამასთან შეჩვევა არ უნდა გამიჭირდეს. მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის და ასე თუ გაგრძელდა, სეზონის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში ვიქნები.

- საინტერესოა, ფიზიკურად როგორ გამზადებენ?

- რა თქმა უნდა, ვარჯიშები დამღლელია, ისევე, როგორც ყველა გუნდისთვის - მოსამზადებელ ეტაპზე. აქ უბურთოდ სირბილი საერთოდ იგნორირებულია, აქტიური ვარჯიშები სულ ბურთთან ერთად არის. ამას კვირაში ორი ამხანაგური შეხვედრა ემატება და... ბევრი არ არის, მაგრამ ნორმალურია.

- "ხიმნასტიკიდან" ნაკრებში დამკვიდრების პერსპექტივა უფრო რეალურად ჩანს?

- დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნაკრებში გამოძახებისთვის აქ თავის დამკვიდრება და ხშირად თამაშია საჭირო. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri
თვის ბოლოს ფულის დროულად მიტანას ხო ასწავლიან
van basten
ბურთის სწორად გაჩერებას ეხლა თუ გასწავლიან ... მაგარი ხარ/ ჩვენთან არ ასწავლიან მაგას.../ აუ მართლა რა ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი!!!
ლუკა
წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ კაკაბაძეს და აბურჯანიას ესპანეთში! ასეთი შანსი ახალგაზრდულ ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება მოგეცეს და ჭკვიანი ადამიანი აუცილებლად გამოიყენებს. შრომა, თავმდაბლობა, მოთმინება და ჯანმრთელობა არის წარმატების გასაღები.
MARADONA
ძალიან მომწონდა ყოველთვის კაკაბაძე. ეროვნულში ვერ ითამაშა კარგად და ძალიან გამიკვირდა. ინტერვიუ წავიკითხე და გული დამწყდა. იგივეს იმეორებს რასაც უცხოეთში წასული ქართველი ფეხბურთელები. ამას ვიზამ ,იმას ვიზამ, ენის სწავლა დავიწყე, ძალიან გამიჭირდა თავიდან. უნდა შევეჩვიო, ტემპი დიდია, რა კატალონიურის სწავლა დაიწყე რი კატალონიურის, კატალონიური ბარსას ფეხბურთელების დიმა ნაწილმაც არ იცის კარგად. ესპანური მაინც გეთქვა და იქნებ დემეჯერებინა. გავა დრო და იტყვის მჩაგრავდნენო და მწვრთნელს ვერ შევეწყვეო. ცოტა ინტერვიუს სტილი შეცვალე რა შე დალოცვილო...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ