ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი

ტაქტიკა

როგორც მოსალოდნელი იყო, ხორვატიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა შემტევი ტაქტიკა აირჩია. ის არც მალავდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა მის გუნდს პირველივე შეხვედრაში გადაეწყვიტა თამაშის ბედი.

საინტერესო იყო, როგორ მოახერხებდნენ ზაგრებელები "იუვენტუსში" წასული ნახევარმცველის, გუნდის ახალგაზრდა ლიდერის, მარკო პიაცას შეცვლას. რა თქმა უნდა, ერთი ლიდერის მაგივრობა მეორეს, მარკო როგს უნდა ეტვირთა, რომელიც ასევე კინაღამ გაიყიდა იტალიაში. საბოლოოდ კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა ანტე ჩორიჩის თამაშმა.

როგორც ჩანს, კრანჩარი "ვარდართან" საპასუხო მატჩში ძალიან უკმაყოფილო დარჩა დაცვის მოქმედებით. ალბათ, ეს თუ იყო მიზეზი, რომ მასპინძლებმა 3 ნომინალური მცველით ითამაშეს.

სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა ხორვატიის ნაკრებში გამობრძმედილი უკანახაზელი გორდონ შილდენფელდი. მეორე გუნდში დაქვეითებული მეკარის, ანტონიო იეჟინას ადგილი კი გაცილებით გამოცდილმა პორტუგალიელმა ედუარდომ დაიკავა.

რაც შეეხება ჩვენს "დინამოს", როგორც ველოდით, ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას არყოფნაში იურაი იარაბეკმა მეტოქეს ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტია. ეს ფუნქცია გამოცდილმა ლადო დვალიშვილმა იტვირთა.

გასაგები გახდა იარაბეკის ჩანაფიქრი - მაქსიმალურად დაეტვირთა მოედნის ცენტრი. ვფიქრობთ, ერთგვარი "ჯოკრის" ფუნქცია უნდა ეკისრა გიორგი პაპუნაშვილს. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ვაკანსია, მატია შპიჩიჩის გამოჯანმრთელების მიუხედავად, კვლავ ზაზა ჭელიძემ შეავსო.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენი აზრი შეგვიძლია გამოვთქვათ - სლოვაკმა მწვრთნელმა ჭელიძის სასარგებლოდ იმიტომ გააკეთა არჩევანი, რომ ის უკეთესია დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ამიტომაც დარჩა თადარიგში კიდევ ერთი მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე.

რით გვაჯობეს ხორვატებმა?

თამაშის წინ მართებულად ვივარაუდეთ - შანსები ზაგრებში აუცილებლად გვექნებოდა. და გვქონდა კიდეც. ვინ იტყვის, რომ ნიკა გელაშვილსა და ჯაბა ჯიღაურს აშკარა საგოლე მომენტები არ ჰქონდათ? არადა, ასეთი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო. ამ დროს, მეტოქემ თავისი შანსები გოლად აქცია.

თბილისის "დინამო" დააღალატა პირველი ტაიმის ბოლოს ჩაგდებულმა სამმა წუთმა. ტრადიციული ქართული სენი ზაგრებშიც გაგვყვა. 87 წუთი ნორმალურად ვითამაშეთ, სამი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და... ეს დამღუპველი აღმოჩნდა.

იარაბეკმა აშკარად გააკვირვა ვიზავი, რომელიც ალბათ არ ელოდა, თუ მოწინააღმდეგე გაბედავდა და მთელ რიგ შემთხვევებში "პირველ ნომრად" ითამაშებდა.

რიგ მომენტებში მართლაც კარგი სანახავი იყო შეტევაში აწყობილად მიმავალი "დინამო". სხვა საქმეა, რომ პრაგმატიზმის თვალსაზრისით, ასეთმა ტაქტიკამ დიდი ვერაფერი მოგვიტანა.

გნებავთ, გაშვებული გოლები აიღეთ, გნებავთ, ხორვატთა სხვა საგოლე შანსები. მასპინძლებმა რაც შექმნეს, ყველა - გააზრებული, სწრაფი კონტრშეტევის შედეგი იყო. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზაგრებში მასპინძელმა ის იარაღი დაგვიპირისპირა (თან - ეფექტურად), რომელიც, თითქოს, ჩვენი მთავარი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, არავინ ითხოვდა თბილისელთა კარში "ავტობუსის" ჩაყენებას, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა მეტოქე მეტად შემოგვეტყუებინა ჩვენს ნახევარზე და მერე სწრაფი კონტრიერიშები გვეცადა. სწორედ ასე გაუტანა ორი გოლი "ვარდარმა" ამავე მოედანზე ზაგრების "დინამოს".

რიგ ეპიზოდებში კარგად ვითამაშეთ პრესინგიც, მაგრამ მხოლოდ - რიგ ეპიზოდებში. ბოლომდე საამისო ძალა აღარ გვეყო.

გამოცდილება

მართალია, თავდამსხმელის მთავარი მოვალეობა გოლის გატანაა და ლადო დვალიშვილმა გუშინაც ვერ გაიტანა, მაგრამ "მაქსიმირზეც" ნათლად გამოჩნდა: ის ერთი თავით მაღლა იდგა დანარჩენ დინამოელებზე.

რატომ მოხდა ასე? პასუხი მარტივია. დვალიშვილს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ასპარეზობის გამოცდილება. თუ გვინდა, რომ ზაგრების "დინამოს" დონის გუნდებს მოვუგოთ, რაც შეიძლება ბევრი ასეთი დონის ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს "დინამოს".

ზაგრებელებს ჭარბად აქვთ ეს გამოცდილება. მათ სათადარიგოთა სკამზე გუშინ ის ფეხბურთელები ისხდნენ, რომელთაც არაერთხელ მოურგიათ ხორვატიისა და ჩილეს ნაკრებთა მაისურები. ელ არაბი სუდანი ვარსკვლავებით გადაჭედილი ალჟირის ნაკრების ძირითადი შემტევია.

სიურპრიზი

რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ანტე ჩორიჩი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ბოლოს და ბოლოს, 19 წლისა მიიწვიეს ხორვატიის ეროვნულ გუნდში. ვიცოდით, მაგრამ მისგან ამდენს მაინც არ ველოდით.

უნიჭიერესმა ნახევარმცველმა, რომ იტყვიან, მარტომ "გააკეთა" თამაში - მიითვალა გოლი და საგოლე პასი. რამდენიმე ეპიზოდში კი საშემსრულებლო ოსტატობის უმაღლესი დონეც გვიჩვენა.

დასკვნა

ორბურთიანი ჩამორჩენა დიდია, მაგრამ არა - დაუძლეველი. კვირის თავზე, თბილისში შანსი მაინც გვექნება. სხვა საქმეა, გვეყოფა თუ არა ცივსისხლიანობა და კლასი. ეს იქნება ამ ფორმაციის "დინამოს" უდიდესი გამოცდა.

ფაქტია, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ დაუმარცხებელი ნამდვილად არ არის. "დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონს განსაკუთრებული ქომაგობა, სათამაშო კლასი და ცოტა იღბალიც დასჭირდება.

მატჩის შემდეგ

- იურაი იარაბეკი: "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!

- ზლატკო კრანჩარი: თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, ჩვენ - უკეთესი!

- 19 წლის ჩორიჩი: თბილისის "დინამო" სერიოზული გუნდია!

მატჩის სტენოგრამა

9" - მრავალსვლიანი კომბინაცია. ჭანტურიშვილის დარტყმა სცდება კარს.

15" - სტოიანოვიჩის შორეულ დარტყმულს სკრიბე ადგილზე ხვდება.

22" - ხორვატთა სწრაფი კონტრშეტევა მას შემდეგ, რაც ჭანტურიშვილმა დაკარგა ბურთი. რენე მოწოდების სიმაღლეზეა.

38" - დვალიშვილმა კარგად დაუგდო ჭანტურიშვილს, მაგრამ დარტყმა ზემოდან გადასცდა ედუარდოს კარს.

39" - ჩორიჩის პასით სუდანი პირისპირ რჩება სკრიბესთან და 1:0.

42" - ხორვატთა შეტევა. ფერნანდესი მარცხენა ფლანგიდან შედის საჯარიმოში და საგოლედ აწვდის ჩორიჩს - 2:0.

43" - პარუნაშვილი მარჯვნიდან შედის საჯარიმოში და მის დარტყმულს ედუარდო კუთხურზე იგერიებს.

51" - სუდანის დარტყმა მცირე მანძილით სცდება თბილისის "დინამოს" კარს.

55" - თბილისელთა რეალური საგოლე შანსი. დვალიშვილის წაქცევისთვის დანიშნულ ჯარიმას ჭანტურიშვილი სწრაფად ათამაშებს და აწვდის ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ გელაშვილს, რომელიც შორეულ კუთხეს უმიზნებს, მაგრამ დიდი მანძილით აცილებს კარს.

61" - გელაშვილის პასის შემდეგ პარუნაშვილი ურტყამს შორიდან და ბურთს ედუარდო ეუფლება.

63" - ფერნანდესის დარტყმულს სკრიბე იგერიებს, ჩორიჩის დამატებული კარს სცდება.

80" - როგი "სტანდარტულიდან" აწვდის ბურთს თბილისელთა საჯარიმოში, სადაც ბენკოვიჩის თავური არაზუსტია.

84" - როგის დარტყმულს რენე ეღობება. თბილისის "დინამო" აშკარა გოლს გადაურჩა.

86" - ჯიღაურის უძლიერესი დარტყმა და ედუარდო "ცხრიანიდან" ხსნის ბურთს.

90" - სუდანის ჩაწოდებულ ბურთს როგი კარგად ვერ სწვდება. აქაც გადავრჩით.

26.07. ზაგრები. "მაქსიმირი". 20 000 მაყურებელი

დინამო (ზ)-დინამო (თბ) 2:0

1:0 სუდანი (39. ჩორიჩის პასით), 2:0 ჩორიჩი (42. ფერნანდესის პასით)

ზაგრები (3-4-1-2): ედუარდო - სტოიანოვიჩი, სიგალი, ბენკოვიჩი - როგი, მაჩადო (9. ფერნანდესი), ანტოლიჩი, პივარიჩი - ჩორიჩი (74. ენრიკესი) - სუდანი, ჰოჯიჩი (62. ჟონასი).

სათადარიგოები: სემპერი, მაცელი, შილდენფელდი, სოსა

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

თბილისი (4-4-1-1): სკრიბე - ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე - პაპუნაშვილი (57. კურიე), პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი - კიტეიშვილი (46. გელაშვილი) - დვალიშვილი (80. ცინცაძე).

სათადარიგოები: ლომაია, ალვარო, შპიჩიჩი, თევზაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: სიგალი (37)

არბიტრი: ბობ მადენი (შოტლანდია)

იხილეთ ვიდეო

სტატისტიკა

13 კარში დარტყმა 14

4 მიზანში დარტყმა 2

3 კუთხური 5

2 თამაშგარე 2

18 ჯარიმა 13

47% ბურთის ფლობა 53%

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• მეკარის ფანებს

მეკარეს არ ვაბრალრბთ გოლებს, მაგრამ მოძრაობაზე ეტყობოდა რომ ძალიან დაბალი კლასია.2 გოლის შემთხევაში სხვანაირად უნდა ემოქმედა-შეიძლება მაინც გასულიყო მაგრამ სტატისტად არ უნდა იყოს მეკარე.

• temo

ნეთავ კომენტატორი იყოს .ყველაფერი ხდება მაგრამ გელაშვილი ისეთ დასარტყმელ პოზიციაზე იყო არ გატანას გამართლება არ აქვს.

• temo

რა გეწყინათ.გელაშვილი არის მარად პერსპექტიული მოთამაშე.იყო და დარშება უვარგის ფეხბურთელად.

• thomas

2-3 მეტრის იქით ჩვენი ფეხბურთელები მოედანს ვერ ხედავენ

• bebeto

ამ თამაშში გამოჩნდა რომ დინამოს ასეთი თამაშების გამოცდილება არ აქვს, მოწინაღმდეგემ სწორედ ამაში აჯობა,აი რას ნიშნავს ევრო ტურნირებზე ყოველ წელიწადს კარგად თამაში ზაგრების დინამო ყოველ სეზონზე ევროპის ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშობს და ეს პატარა ამბავი არაა.დინამო თბილისს ცუდად არ უთამაშია რიგ ეპიზოდებში ჯობდა კიდეც მეტოქეს თან მასპინძლის ფაქტორიც გასათვალისწინებელია,დინამოს ველევი მაგრად დააკლდა ნახევარდაცვის ცენტრში.დინამომ უნდა გააგრძელოს ბრძოლა შეიძლება ამ გუნდის გამოგდება ამის პოტენციალი დინამოს ნამდვილად აქვს.

• kutaisi!

მტელი კვეყანა უნდა დადგეს ერტმანეტის გვერდიტ, მნისჰვნელობა არააკვს ტორბედოს გულსჰემატკივარია ტუ რომელიმე სხვა გუნდის, ცჰვენ ვარტ კარტველები და დინამო არის კარტული გუნდი! დიდება საკარტველოს და გამარჯვება დინამოს!!!!!

• gigi

dzalianac scorad atamasha pirvel nomrad da tu cavaget eg sxva faqtorebis bralia da ara taqtikis sherchevis. dacviti taqtika ra shedegis garantia iqneboda?

• luk

შეიძლება თამაში შეიძლება მოგება! ვირწმუნოთ და ჩვენს ბიჭებსაც ვარწმუნოთ! შეიძლება დინამო ვერ გავიდეს მაგრამ მოიგებს,რატომღაც გული მიგრძნობს რო გავალთ,ასეთი 2:0-ები აღმოფხვრილა ფეხბურთის ისტორიაში? მთავარია მუხტი! მონდომება , თავდადება! მივიდეთ ყველანი სტადიონზე და ვაჩვენოთ ჩვენს ბიჭებს რო გვჯერა მათი!

• გივია

ბატონო გუჯა გეთანხმებით რომ ფიზიკური მომზადება (სისწრაფე, გამძლეობა) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ფეხბურთში და რომ ჩვენ თუნდაც საშულოზა დაბალი დონის ევროპულ გუნდებს დიდად ჩამოვრჩებით ამ კუთხით მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ სისწრაფე და გამძლეობა არ არის? ასე რომ იყოს ობამეიანგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა და კენიას მსოფლიო დონის ნაკრები ეყოლებოდა. გუშინ დაგვაკლდა კლასი და გამოცდილება და ამან გამოიწვია ის ორი არაფრისგან გაშვებული გოლი. ჩემი აზრით საერთო ჯამში დინამო მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდა (თუ არ ჯობნიდა ზოგ შემთხვევაში) და ამას დინამო არენაზე დაგვიმტკიცებენ ბიჭები. შეიძლება ვერც გავიდეტ მაგრამ მჯერა აუცილებლად მოვიგებთ ასე თუ ვითამაშებთ. რ ე ნ ე ბრავო, მსგავსი დონის მცველს საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანია არ უთამაშია. იმედია შევინარჩუნებთ ამ კონტიგენტს და უფრო გავაძლიერებთ აი მაშინ ნამდვილად აღარ დაგვაკლდება აღარც კლასი და აღარც გამოცდილება.

• შექსპირი

კობიაშვილს და მუჯირსა თავებში მაგრად უქრისა....

• Tao

Fifiam rit ver ishova erti nqyormaluri sportuli menejeri?? Carmoidginet 2-3 kargi legioneri rogor dagvxatavfa! Dvalishvilivit ro gaezlierebinat gundi! Dinamos resursit es nagdad sheileboda! Sad naxes es uvargisi shpishichi da kurie? Xucishvili shesacvlelia!

• საქართველოში ფეხბურთი არ არსებობს

საქართველოში ყველაფერი რაც ფეხბურთს ეხება უნდა გაუქმდეს, ძველი აღარავინ გააკარონ და რამდენიმე წელში შედეგი იქნება. მალტის დონესაც ვერ ქაჩავენ და ათეულობით მილიონს "ახმარენ".

• გუჯა კახაძე

ბ-ნო ალეკო! გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებით და იქნებ ყურადღება მიგექციათ - სტატისტიკაზე რატომ არავის ლაპარაკობს? სპრინტების რაოდენობა: "დინამო" თბილისი 51 და ზაგრების "დინამო" 74. მოწინააღმდეგემ 23 სპრინტთ მეტი გააკეთა და შესაბამისად უპირატესობაც მოიპოვა. ის 3 კოშმარული წუთი გააზრებულად მომზადდა. ჩორიჩი ჩვენ მცველებზე სწრაფია და ჩვენდა სამწუხაროდ ეს გოლებშიც აისახა. 29-ე წუთზე შესანიშნავი კონტრშეტევა განვახირციელეთ (ერთი შეხებით ვთამაშობდით), მაგრამ გამეორება ვეღარ შევძელით. ქართული ფეხბურთის მესვეურები კულუარებში მუდმივად საუბრობენ სპრინტების მომატების აუცილებლობაზე, მაგრამ ამ კუთხით წინსვლა არ ჩანს. იქნებ ვინმე დაფიქრდეს ამ რიცხვებზე?!

• გულშემატკივარი

რატომ უნდა წავიდეთ დინამო არენაზე 2 აგვისტოს: 1. იმიტომ რომ, თუ გულშემატკივარი ხარ, გულშემატკივარი უნდა იყო და გვერდით დაუდგე გუნდს როცა უჭირს. 2:0 რომ მოეგოთ გასვლაზე, აქ ჩვენი ქომაგობის გარეშეც გავიდოდნენ შემდეგ ეტაპზე და სულაც არ დავჭირდებოდით; 2. რაც მეტნი მივალთ და ხმამაღლა ვიღრიალებთ (ოღონდ დინამო არ უნდა ვიყვიროთ, ვაიდა ხორვატები გამხნევდნენ, საქართველო ვიყვიროთ ისევ, ეგ ჯობია), მით მეტია დინამოს გასვლის შანსი 3. რაც ნაკლებია გასვლის შანსი, მით დიდი იქნება სიხარული თუ გავედით. შანსი დაბალია, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ზეიმს დავაკლდებით თუ არ მივედით და ჩვენი დინამო გავიდა. თუ ვერ გავიდა, მიჩვეულები ვართ ყურებჩამოყრილი როგორ უნდა გამოვიდეთ სტადიონიდან, შესაბამისად, ბევრი არაფერი დაგვიშავდება; 4. გუშინ ჩვენს გუნდს ცუდად არ უთამაშია, ბოლო-ბოლო კარგი ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნებიდან ყურების შანსი გვაქვს მიუხედავად შედეგისა და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?; 5. თუ ბევრნი მივალთ მიუხედავად შედეგისა, სტიმულს გავუორმაგებთ ფიფიასაც, ფეხბურთელებსაც, ფედერაციასაც მომავალ წლებში უფრო უკეთ ითამაშონ, უკეთ დააფინანსონ და დაარგონიზონ ყველაფერი; 6. 5 მიზეზის არსებობა უკვე მეექვსე მიზეზია სტადიონზე მისასვლელად. გისურვებთ 2 აგვისტო ჩვენი დღე იყოს და გაიხსენეთ ხორვატიის ნაკრებთან მოგებული მატჩი, კობიაშვილის გოლის შემდეგ როგორი ანთებული თვალებით ვიყავით 55000 კაცი. 2 აგვისტოს მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს! ყველანი დინამო არენაზე! ჩვენ ეს შეგვიძლია! ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ ეს, მთელი ქვეყანა თქვენთანაა!

• zviad

Bატონო გუჯა გამიგია ფიკური კონდიციების გაუმჯობესებაში ეხმარებით ფეხბურთელებს!მყავს ორი ბიჭი 11 და 15 წლისები,ორივე ფეხბურთელია. თქვენთან ვარჯიში რა ჯდება ეგ მაინტერესებს და როგორ უნდა დაგიკავშირდეთ

• zviad

5000 რო მოვიდეს ეგეც მაგარი იქნება!რავი მე ესე მგონია!ფეხბურთის მიმართ ხალხს გული აქვს გატეხილი.ისე ის მაინც უნდა აღინიშნოს ,რო გელაშვილმა ძალიან ლამაზი მოძრაობა გააკეთა და ეგ ბურთი რო მისვლოდა ისევ თვითონ შეიძლება გაეტანა კიდეც.სამწუხაროდ უკეთესი თავდამსხმელი არ გვყავს.ქვილითაიამაც გამიცრუა იმედები სომხებთან.არანაკლები გასატანი ბურთები მაზა.ჩამოიყვანონ ვაწაძე ამათ მაინც ჯობია!ისე თავი და თავი აკადემიის მწვრთნელების ბრალია დინამო რო ვერ ვითარდება.იქიდან უნდა ივსებოდეს პერსპექტიული ბიჭებით გუნდი მაგრამ იქ ყველაფერი ჩაწყობითაა.ისედაც გარანტირებული ადგილი აქვთ მწვრთნელის შვილებს და თავს აღარ იკლავენ და იმიტომაცაა განუვითარებლები რჩებიან!მოტივირებულ ბიჭებს -მგლებს კიდე შანსს არ აძლევენ და ისინიც ანებებენ თავს ფეხბურთს!!"

• გუჯა კახაძე

2 აგვისტოს სტადიონზეც მივალთ და "დი-ნა-მო" "დი-ნა-მო"-საც დავაგუგუნებთ (იქნებ ბრძოლისუნარიანობა ასე მაინც მოემატოთ)!!!

• andros

აუ მაგრად მაცინა შორტების ამბავმა))) გუშინ მეც ვიფიქრე ეგ ჭანტურიშვილი რომ დავინახე მუხლებამდე კი არა კოჭებამდე ქონდა შორტები))))

• Mamuka

არგვინდა ეხლა ყურების ჩამოყრა ყველამ ყველაფერი დაინახა შეცდომების და ისიც რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია ისიც რომ ჩვენ ვიტომ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს ათი თავით აღემატება ზაგრებელი ახალგაზრდები ამათთან შანსი ერთია სტადიონზე მისვლა და ჯოჯოხეთის მოწყობა ამან შეიძლება დააბნიოს ის 19 და 20 წლის ბიჭები სხვა შემთხვევაში ზაგრების დინამო აქაც მოგვიგებს ისე ფიფიას ვინც ამ ფეხბურთელებს ურჩევს გვითხარით და ლინჩის წესით გავასამართლოდ რო ესე მაინც მოშორდნენ ფეხბურთს და დინამოს მეკარე ნოლი ერთხელ ვერ გადაარჩინა გუნდი მარტო ამ შეხვედრას არ ვგულისხმობ კურიე ნოლი შპიჩიჩი ნოლი ქართველებსაც მივაწერდი რამოდენიმეს მაგრამ შემოვიტოვებ განმეორებითი მატჩისთვის ყველამ გაიაზრეთ და მიდით იმ დასკვნამდე რომ ერთად ერთი შანსი გვაქვს ზაგრებთან გავავსოთ სტადიონი და იქნებ დამატებით დრომდე მივათრიოთ

• Gio T

Reebs cers zogzogierti, rad unda bevri laparaki imas rom aseti kargi gundi didi xania ar gvkolia!!! Gushin dinamom fexburti itamasha! Tan kargi fexburti! Visac gvikvars dinamo, gverdshi davudget, imitom rom imsaxureben! Visac ar gikvart fa chasafrebulebi xart, tkventvis daitovet eg bogma! Mjera me.am dinamosi! Kochag bichebs!!!

• zurab

... და მაინც ასეთი წაგება მირჩევნია ცალკარობანას!

• boris kvikvinia

მეკარე ძალიან ცუდ ფორმაშია....

• svani

ამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტით გადაფარა გელაშვილმა ის კარგი რაც მას ზესტაფონში და არამარტო ზესტაფონში "გეეკეთებია"

• svani

ის ვინც მეკარეს აკრიტიკებს იმის საყურადღებოდ! ეხლა არ იცით ვის გადააბრალოდ არაა?! და რახან 1-1 ზე ვერ აუღო მეკარემ ბურთი ამის გამო აკრიტიკებთ ან მეორე ბურთი მაგის ბრალი იყო საერთოდ?!! ნუ გელაშვილზე აღარაფერს ვწერ მთელ საქართველოს ეზიზღება უკვე)) წააგეს მაგრამ არ შემიძლია რომ გავლანძღო, ამ შემთხვევაში დინამო... ყველაფერი კარგად გააკეთეს რომ არა ის 3-4 წუთიანი ჩავარდნა. ის 3-4 წუთი.....!!!!! და რენე ძალიან მაგარი მცველია ჩვენ დონეზე და იმედია მოქალაქეობას მიცემენ..!!!)))))))) ნუ გელაშვილზე ეხლაც არ დავწერ არაფერს არაფრის ღირსი არ არის სიძულვილისაც კი.....!!!!!!

• andro

გელა-ს გეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში. ერტი რამ ვერ გამიგია - ნუტუ ასე გადავჯიშდიტ ქართველები? თამაში რომ არ შეუძლიათ ამას უკვე კარგა ხანია მივხვდით ყველა, მაგრამ შესახედავადადაც რას გვანან? დინამო - ლივერპულს ვუყურე გუშინ. იმ დინამოს ბიჭების ასაკი 20დან 25 წლამდე იყო თითქმის ყველასი და რომ ვუყურებდი კაცები, ლომები იყვნენ მინდორზე. ამათ რომ ვუყურებ მეცოდებიან. ნახევარ გუნდა შორტები მუხლს ქვემოთააქ ჩამოსული. ჭანტურიშვილის ზომის ფეხები ქონდა ხინჩაგაშვილს

• leoni

მეკარე ხიხო გვყავს )))

• გოგა

ჩვენი თამაში ნორმალური, ზაგრები 0 გუნდი არ დაიწყოთ ახლა არაო, მაგრამ ჩვენ უფრო დაბლა ვართ, რა გახდა ეს ტაიმის ბოლოს გოლების გაშვება გუნდებში თუ ნაკრებში, თამაშის ყურების დროს სულ მაგ დროს მაქვს შიში. ვერ ვხდები რატომ უნდა გყავდეს გუნდში გელაშვილი თუ რამეზე გაქვს პრეტენზია, უმაღლესი ლიგის გუნდის დონისაც კი არ არის, სულ მიკვირდა იმ გუნდების ვისაც აყავდათ და ნაკრებზე ხომ საერთოდ, ცენტრ ფორვარდი რომელიც გოლს ვერ იტანს. დვალიშვილი ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებდა და კარგ პასებსაც იძლეოდა.ძალიან რთული ამოსაქაჩია ეს ანგარიში თუმცა შეუძლებელი არაფერია, კარგი იქნებოდა ერთი გოლის გატანა.

• gela

ვოვა-ს! რა იყო სხვა კლასის ფეხბურთი? ზაგრებმა დახია? მე დინამოს გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია (70- იანებიდან), მაგრამ ვაღიაროთ რომ სუსტია, ეს იყო 2 ბანდის სირბილი, რომელშიც ერთმა გაიმარჯვა მეორეს უნიათობის გამო( და არა თავისი დამსახურების). ეს გელაშვილი ვინაა, სად შეაკერინეს? აქანა ზესტაფონიააა? წადი შვილო მეორე ლიგის დონე ხარ(?!). ან რა უბედურებაა კედელს ვერ გადააცილეს ბურთი. ძლიერთან წაგება არაა პრობლემა ყოველთვის, მაგრამ ასეთი დონის გუნდთან მინიმუმ გოლის გატანას უნდა ახერხებდე!

• andro

თამაშის ხარიხს არაუშავდა? მაგრამ ასეთი შეცდომები დაცვაში დაუშვებელია ამ დონეზე. გელაშვილი არის საქართველოს პირველი ლიგის დონე. მაგას რა უნდა დინამოში ვერ გამიგია

მწვრთნელზე მეტად ფსიქოლოგი სჭირდებათ ქართულ გუნდებს. გოლის გაშვება და საკონტროლო ტყვიის დახლა ერთია ყველა გუნდისთვის და აქ უფრო ფსიქიკასთან გვაქვს საქმე. ყველას გამოვლილი გვაქვს ბავშვობა, და ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს შეშინებულები არიან წინასწარ (მშობელი რომ დატუქსავს პატარა ბავშვს ისე) და გოლს როგორც კი გაუშვებენ იქვე სასწაული ხდება, ყველა ჩერდება და პირდაღებული შესცქერიან ერთმანეთს სანამ მეორე და ა.შ. გოლებს არ გაუშვებენ. შეაგნებინეთ ვინმემ რომ გოლის გაშვება და გატანა ეს ტრაგედია კი არა ფეხბურთის მთავარი შემადგენელი ნაწილია და თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება. თამაში იმიტომ ჰქვია რომ არავინ დაგხვრიტავთ გოლის გაშვების გამო და იქნებ თქვენც გეცადათ გოლის გატანა ხელების ჩამოყრის მაგივრად.

• barca

ველევს ტრამვა აქვს

• ამკ

სასაცილოა ავტორის ხედვა - დინამო 3 წუთი მოეშვაო (ორი ბურთი რომ გაუშვეს) და 87 წუთი კარგი იყოო!? რამდენი 3-წუტიანი ინტერვალი უნდა მოეწყოთ რომ დინამოს უსუსურობა გამოეჩინა მეტოქეს? ზაგრები ტურნირში თამაშობს და არა თბილისის დინამოავით ცდილობს მშრალი სტატისტიკით დაამტკიცოს რომ გუნდია.

• Tao

Xalxo xumrobt? Dvalishvili kvelaze kargi iko, ao chanturishvils intelekti zalian uchirs! Eseti kargi dinamo didi xania ar gvkolia!!! Kvela stadionze! Me didi xania agar davdivar magram exla mival imitom rom daimsaxures bichebma gverdshi dgoma!

• andro

იქნებ ვინმემ გამაგებინოთ ველევი რატომ არ თამაშობს?

• Dinamo

გელაშვილი მეზიზღება! პუტინზე მეტად!

• dima

ეს ჭანტურიშვილი თუ მწვრთნელის ახლობელი არ არის, აღარ უნდა ათამაშოს. რატომ და იმიტომ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. იგივე ეხება დვალიშვილს

• shota

"777"-ს დვალიშვილს რას ერჩი? რომელია მაგაზე უკეთესი? კარგი იგროკია...

• ქართველი

ყველანი სტადიონზეეე!!! ვგულშემატკივრობთ დინამოს თბილისს! მე ვარ ფოთელი და მოვდივარ საგულშემატკივროდ...

• vova

KKK კავკასია რომ მოვიდეს გასამხნევებლად ვერ უშველის!ვერ ხედავ სხვა კლასის ფეხბურთი იყო

• ბორია

თამაში და მოგება ამ გუნდთან შეიძლება მაგრამ მაქსიმალური მონდომება თავდადება მართებს თითოეულ ფეხბურთელს ზაგრებს შანსები ნამდვილად ექნება იძულებულივართ შეუტიოთ აუცილებლად სტადიონზე ყველა ვისაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა და სხვა დონეზე ხილვა სურს ვისაც მარტო კლავიატურაზე აქვს დიდი გული დარჩება კლავიატურის ლომად. ხოლო ვისაც გვჯერა ყველა სტადიონზეეეეე. არვიცი ვისი გასაკეთებელია მაგრამ კეთილი ინებონ და რენე ფერეირა როგორმე დაითანხმონ ნაკრებში თამაშზე ასეთი მცველი აუცილებლად სჭირდება საქართველოს

• vova

გუშინ სტატია გეწრათ :"ან ფარით ან ფარზეო" ამას რა დავარქვათ:ვაზელინით თუ უვაზელინოდ??

• 777

ეს დვალიშვილი საიდან გამოჩხრიკნეთ, რა უნდა მაგას დინამოში, მაგას უნდა მისცე ოროყიანი თოხი ხელშე და გაუშვა სათოხარში, მაგრამ იქაც არ ივარგებს.

• ნ

ყველაზე ცუდი რაც გუშინ დავინახე ისაა,რომ მეტოქის საჯარიმოსთან იბნევიან,დიდხანს ფიქრობენ და არასწორ გაგრძელებას ირჩევენ.შედეგად კარგად დაწყებული შეტევები ბოლომდე ვერ მიყავთ.ეს განსაკუთრებით ჭანტურიშვილს ეხება. მოგება შეიძლება თუ ძალიან,ძალიან მოინდომებენ და გადამწყვეტ მომენტებში თავისთავზე კი არა გუნდზე იფიქრებენ.ესეც განსაკუთრებით ჭანტურიშვილს ეხება

• kkk

ყველანი დინამოზე, ძველებურათ დავიგუგუნოთ დი-ნა- მო, როგორც დათოს,რამაზას, გუცას, ოთარას მანუჩარას ... დროს ზანზარებდა სტადიონი. და არა ისე ახლა რო გაჰკივიან გარემიქსებულად. ამას თუ მოვახერხებთ, მოვალთ და დავაგუგუნებთ მაშინ მართლა არის ქართული ფეხბურთის გადარჩენა. გუნდს ახლა უნდა მხარში დგომა. რაც ძალიან გვაკლია დქევანდელ ცხზოვრებაში. აბა თუ მართლა გიყვართ ფეხბურთი, დინამო, 2-ში გამოჩნდება.

• zaza

დაცვა რატომარ არიჩიაო იქნებ შემოგვეტყუებინაო , დაცვაში ჩადგებოდა დაწერდა რატომ ჩადგაო დაცვაშიო შეტევაც ხოუნდაო მოკლედ კაკაურიძე ორმაგ სტდანდარტს როდესღაც ხომ უნდა შეეშვაა .....

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა