"იტალიელებისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ საქართველოში "ვერონას" სატელიტი სკოლის ჩამოყალიბებაში მათი პარტნიორები გავხდეთ"
ფოტოზე:მარცხნიდან ლევან ლელიანი, ფრანჩესკო ბარეზი და ლევან სეთურიძე

ბედნიერია ახალი თაობა - თუკი საბჭოთა პერიოდში სარბიელი შეზღუდული იყო, ახლა იმდენი შესაძლებლობაა, ნიჭიერი ადამიანი პარტნიორს მთელს მსოფლიოში იპოვის...

ლევან სეთურიძე "გაგრას", რუსთავის "მეტალურგის", "ზესტაფონის" მოთამაშე და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატი იყო, მაგრამ კარიერა ნაადრევად დაასრულა. ბოლო წლებია, 25 წლის ახალგაზრდა იტალიაშია, ვერონასთან ახლოს პატარა ქალაქ ტრენტოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, პარალელურად კი იქაურ საფეხბურთო წრეებთან კავშირებს ამყარებს.

მან და "გაგრას" ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ლალიანმა (ორივე ევროპაში სპორტის მენეჯმენტს სწავლობდა) "ვერონას" ოპერატიულ დირექტორს ქართულ კლუბებთან თანამშრომლობა შესთავაზეს.

ამ ტრადიციულ კლუბში მცოდნე მენეჯერები და სპეციალისტები მუშაობენ. ქართველმა ახალგაზრდებმა კი ახლახან საფეხბურთო ორგანიზაცია დაარეგისტრირეს. სეთურიძე ამ ორგანიზაციის მიზნებს გვიმხელს.

"ჩვენი საუბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მე და ლევან ლალიანს "ვერონას" ოპერატიულ დირექტორთან, ფრანჩესკო ბარეზისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამასწინათ, მას კიდევ ერთხელ შევხვდით. ბარეზის აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, საინტერესო ხედვები და პროექტები.

უახლოეს მომავალში საქართველოში მისი და "ვერონას" სხვა წარმომადგენელთა ვიზიტი დავგეგმეთ. გვთხოვეს, რომ ამ ვიზიტისთვის პროგრამა მოვამზადოთ. სურთ, რამდენიმე თამაშს დაესწრონ და ქართული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ", - ამბობს სეთურიძე.

მან ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც გვითხრა:

"ზოგადად, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები აინტერესებთ, მაგრამ წლეულს ეს შეუძლებელია, რადგან "ვერონა" სერია B-ში დაქვეითდა, სადაც არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე მკაცრი ლიმიტია და დღევანდელი მონაცემებით, გუნდი ისეა დაკომპლექტებული, რომ ქართველი მოთამაშის აყვანა გამორიცხულია. მაგრამ "ვერონას" მიზანი სერია A-ში დაბრუნებაა. ამიტომ, შევთავაზეთ, რომ სეზონის განმავლობაში ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფეხბურთელებს დააკვირდნენ.

ამაზე დამთანხმდნენ და ახალ სეზონში "ვერონას" სკაუტებთან ერთად საქართველოში მათ თამაშებზე დასწრებას ვაპირებთ".

ცხადია, იტალიაში ქართველის ტრანსფერი სასურველი ამბავია. მაგრამ ქართულ-იტალიური თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება:

"იმედია, იტალიაში კიდევ რამდენიმე ქართველს ვიხილავთ. ამ ქვეყანაში ჩვენების მოხვედრის მეორე გზაც არსებობს - საქართველოში ასაკობრივი ტურნირები იგეგმება და "ვერონასაც" შევთავაზეთ მასში მონაწილეობა. ვერონელთა განწყობა დადებითია და ჩამოსვლის სურვილი გამოხატეს.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე საინტერესო ტურნირი ჩატარდა.

მაგალითად, "საბურთალომ" შეძლო "ფოლკსვაგენისა" და "სალერის" თასების ორგანიზება, ახლახან კი თბილისის "დინამომ" ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი ჩაატარა.

იტალიელებმა სამომავლოდ მსგავს ტურნირებში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს, თან ტურნირის მონაწილე ქართული გუნდების ტალანტებს დააკვირდებიან".

ბოლოს, ახალგაზრდა მენეჯერმა ძალიან საინტერესო ჩანაფიქრზე გვითხრა:

"იტალიელებისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ საქართველოში "ვერონას" სატელიტი სკოლის ჩამოყალიბებაში მათი პარტნიორები გავხდეთ. ჯერჯერობით, პროექტს ვამუშავებთ. არის ვარიანტი, ეს საზაფხულო სკოლის სახით მოხდეს: იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვა და დილის საათებში ქართველ მწვრთნელებთან სემინარს ჩაატარებენ, სავარჯიშო პროგრამებს დაგეგმავენ, ხოლო შემდეგ ფეხბურთელებს ავარჯიშებენ. მათი წასვლის შემდეგ ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ, "ვერონას" ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით სპეციალისტებისგან ნებისმიერი ინფორმაცია მიიღონ.

საბოლოო შეთანხმებაზე ჩვენი ორგანიზაციის - "თავისუფალი ფეხბურთის" ფეისბუქგვერდიდან შეიტყობთ და მალე პრეზენტაციაც გაიმართება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჟორა
აბა მანდ ნახე მერე მამიკოს ბიჭები,ბიძაშვილები,ძმაკაცის შვილები....კარგ ფარას გაარტყავენ
ჯიჯი
არცერთს არ ვიცნობ (სეთურიძე მახსოვს ზესტაფონიდან), მაგრამ მშვენიერი იდეა, რომ არის ფაქტია! ახალგაზრდები არიან და საქმის გაკეთება უნდათ. თან, ჩვენთვის ძალიან საჭირო და კარგი საქმის! "ვერონა" სადღაც აგდიაო... მაგ თვალსაზერისით ვაგდივართ ჩვენ და სასწრაფოდ გვინდა შველა! სულ ურწმუნობა, უიმედობა და ქილიკი, უსაქმურების "საქმეა"! წარმატებები ბიჭებს!
zaali
ზოგი რას არ წერს.. ვინც მართლა იცნობს ბიჭებს კარგის მეტს არაფერს იტყვის.. რაღაცას ცდილობენ იმის მაგივრად კარგი დავწეროთ, უაზრობებს ვწერთ.. თუ მართლა დაბოლებაზე მიდგა საქმე ჯერ იმათ მოვკითხოთ ვინც 25 წელია მართავს ქართულ ფეხბურთს... წარმატებები და რაც მთავარია პროფესიონალიზმი.. ვიცი რა განათლება აქვს ერთს ამ ბიჭებიდან და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება... გისურვებთ განვითარებას და წარმატებებს...
fcb
ვერონას თავისი ვერ მიუხედია სადღაც c 1 აგდია.ეხლა აქ მომინდომეს სკოლები რავა ყველა ჩვენ გვაბოლებს ამ ბიჭების თამადობით.
Tazo..
სეთურ ვერა შენსკეეეენააა :))))) ლტოლვილიოოოო :D :D
gio
ვინც იცნობს ამ ბიჭებს ყველა დამეთანხმება ძალიან მაგარი ბიჭები არიან. ძალიან მაგარი იდეები აქვთ და პროფესიონალები არიან... არცერთი არ არის მითუმეტეს ლტოლვილი. თუ სწორად იმუშავებენ ბევრს მიაღწევენ...
nika
იტალიაში რა უნდათ ლტოლვილებათ? არა მგონია! ისე ბიჭებო საღოლ საიდან გაჭერით ეგ სვიაზი?????
hm
ხვალინდელ ქათამზეა საუბარი! ნუ ბიჭები ლტოლვილებად არიან ეტყობა, მაგრამ დადებითია რომ ცდილობენ.... ვნახოთ!
9999999999
მწვრთნელთა მოსამზადებელი სკოლები შექმენით აჯობებს,იმდენ თანხებს რომ ყრით მოწვეულ მწვრთნელებში.
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს
იტალიური "ვერონა" ერთ-ერთ ქართულ კლუბთან თანამშრომლობას აპირებს
"ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია" - სეთურიძე გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"საბურთალოს" სპორტულ დირექტორად ლევან სეთურიძე დაინიშნა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "უდინეზე" "ვერონას" დაუზავდა
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
ლევან სეთურიძე: მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო
შეთანხმება მიღწეულია - “ნაპოლი” 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდით ძლიერდება
ვინ და როგორ დაითანხმა მილანის "ინტერი" თბილისში ჩამოსვლაზე
"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...