წარმატებულ უცხოურ კომპანიას ლანჩხუთში დიდი და გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელება სურს
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა ლანჩხუთის "გურიათი" უცხოელების დაინტერესების შესახებ, რასაც რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი კახა ებრალიძეც ადასტურებს.

"გურიაში" ინვესტიციის ჩადებით უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. მათ წარმომადგენლებს თვის ბოლოსთვის ველოდებით ლანჩხუთში და სხვა დეტალების გახმაურება მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით" - გვითხრა გრფფ-ის ხელმძღვანელმა.

ჩვენი ინფორმაციით, კახა ებრალიძესთან ერთად უცხოელებთან მოლაპარაკებაში აქტიურად არის ჩართული ლანჩხუთის გამგებელი გია გოგუაძე. მეტიც, ამ საქმის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ იგია, ვისი ფეხბურთისადმი კარგი დამოკიდებულებაც კარგად არის ცნობილი.

ჩვენ გიორგი გოგუაძეს დავუკავშირდით:

- ბატონო გიორგი, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ჩართული ხართ მოლაპარაკებებში უცხოური კომპანიასთან. რა სტადიაშია მოლაპარაკება?

- როცა კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ, აუცილებლად შეგახვედრებთ და ამას პირველი თქვენი გაზეთი გაიგებს. დიახ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუმცა დეტალების გამხელა არ მსურს, რადგან ეს ცუდად მაქვს დაცდილი. ადრე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით უკრაინელებთან, მაგრამ მათ ვერ გადმოდგეს ნაბიჯი, რატომღაც თავს იკავებენ. რაც შეეხება, ახალ ვარიანტს, მათი წარმომადგენლები ორ კვირაში ჩამოვლენ და ყველაფერს გაიგებთ.

- გავიგე, რომ ირლანდიელები არიან...

- დიახ ასეა.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ინფორმაციით არ შემოვიფარგლეთ და ვეცადეთ, გაგვერკვია, რას წარმოადგენს კომპანია და რა ინვესტიციის განხორციელებას აპირებს ის ლანჩხუთურ კლუბში. როგორც გავიგეთ, ეს არის წარმატებული კომპანია "Creen Co2". მისი ხელმძღვანელია პეტერ გრეი. ამ კომპანიას სურს, კლუბში განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელშიც შედის: სტადიონის აშენება, მოედნის საფრის განახლება, ბაზის, საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა და საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება.

ამასთან, კომპანია სტადიონის ტერიტორიაზე კომერციული ფართების განთავსებას გეგმავს. როგორც ირკვევა, "Creen Co2"-ს გააჩნია კონტაქტები და ამის საფუძველზე აპირებს უცხოელი ლეგიონერების მოწვევას, ხოლო ადგილობრივი კადრების უცხოურ კლუბებში მოწყობას. ჩვენი ინფორმაციით, კომპანია გრძელვადიან ინვესტიციაზე ფიქრობს, რომლის შედეგად კლუბმა უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება და გახდეს ბრენდი, რაც კომპანიას კომერციულ მოგებას მოუტანს. სავარაუდოდ, სწორედ წარსულისა და ტრადიციების გამო დაინტერესდნენ ბრიტანელები ლანჩხუთით.

ახლა ყველაფერი მოლაპარაკებასა და იმაზეა დამოკიდებული, თუ რას შესთავაზებენ უცხოურ კომპანიას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან მოგვარდეს საფეხბურთო კლუბ "გურიას" ქონების ზემოხსენებული კომპანიისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემა. ამის შესახებ ლაპარაკი გასულ წელს დაიწყო და ზვიად სიჭინავამ "გურია" იმ კლუბებს შორის დაასახელა, რომელთაც ინვესტორი სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად მიიღებს.

მამუკა ქანთარია

ლანჩხუთიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა