ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"

"ქართულ კლუბებს ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელებს ვთავაზობ!"

ნიკო პატარქალიშვილი ქართულ კლუბებს მაღალი დონის ბრაზილიელ ლეგიონერებს სთავაზობს
ნიკო პატარქალიშვილი ქართულ კლუბებს მაღალი დონის ბრაზილიელ ლეგიონერებს სთავაზობს.

"ლელო" მას, ვინც თავის დროზე საქართველოში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა, "პელეს თასზეც" ელაპარაკა, რომლის ორგანიზებასაც აპირებს:

- ბრაზილიიდან მაქვს წინადადება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვარ, ბრაზილიის ნაკრების დონის ფეხბურთელები ჩამოვიყვანო საქართველოში. მე ამას ჰაერზე არ ვამბობ - კავშირი მაქვს იქაური ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტთან.

შემთხვევით არ მიხსენებია "ნაკრების დონე". დღეს შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ეს უკვე მწვრთნელის პრეროგატივაა.

ქართული კლუბებისთვის ასეთი ფეხბურთელების დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს აუცილებლად მოიყვანს გულშემატკივარს სტადიონზე და როცა პოტენციური სპონსორი ნახავს, რომ ხალხი დადის სტადიონზე, მაშინ ის ფეხბურთში ფულს ჩადებს. დამეთანხმებით, ქომაგი სტადიონზე მიჰყავს კარგ ფეხბურთელს, სანახაობას...

- რომელ კლუბებს წარმოადგენენ ის ფეხბურთელები, რომელთაც ქართულ კლუბებს სთავაზობთ?

- საუბარია წამყვანი ბრაზილიური გუნდების - "გრემიოს", "ინტერნასიონალის", "სანტოსისა" და სხვა ცნობილი გუნდების ფეხბურთელებზე.

- როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა ჩამოვიდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები საქართველოში?

- ამ გუნდს ექნება ნაკრების ფორმა და ის ითამაშებს მატჩებს სხვადასხვა ქართულ კლუბთან.

შესაძლოა, ნაკრებთანაც ითამაშოს. ფეხბურთის ფედერაცია უკვე საქმის კურსშია ამის თაობაზე. სასურველია, თამაშები ჩატარდეს იქ, სადაც ინფრასტრუქტურულად ყველაფერი გამართულია სტადიონების კუთხით - თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში...

სხვათა შორის, ამ ტურნირს და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შეუძლიათ, საქართველოს ნაკრებს სარგებლობა მოუტანონ. თუ ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეარჩევს რომელიმე ფეხბურთელს, ან ფეხბურთელებს, თავისი გუნდისთვის, უპრობლემოდ მოხდება ნატურალიზება.

ეს რეალურია, რადგან მე საუბარი მაქვს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებზე. არის მეორე ვარიანტიც: ჩამოვიყვანოთ საქართველოში ბრაზილიის 21-წლამდელთა ნაკრები და ამ გუნდის ფეხბურთელებს მივცეთ ქართულ კლუბებში თავის დამკვიდრების შანსი.

- როდის უნდა მოეწყოს ეს ღონისძიება?

- რაც შეიძლება მალე, სანამ ქართული კლუბები საბოლოოდ დააკომპლექტებენ შემადგენლობას. ეს არ იქნება მხოლოდ საფეხბურთო მატჩი. ფეხბურთის მეფე პელე დაესწრება ამ ღონისძიებას და ეს იქნება ერთგვარი პრეზენტაცია, მოსამზადებელი ეტაპი "პელეს თასისთვის".

აქვე, ვგეგმავთ ყველასთვის ცნობილი ფოტოს მაკეტის პრეზენტაციას, რომელზეც პელე და ქართველი ფეხბურთელები არიან გამოსახულნი.

- გამოდის, რომ ფეხბურთის მეფე ორჯერ ჩამოვა საქართველოში?

- დიახ, პელე მზადაა, ორჯერ ჩამოვიდეს საქართველოში. ყოველდღიური კავშირი გვაქვს მის წარმომადგენლობასთან. ფეხბურთის მეფე ადასტურებს მზადყოფნას.

- როგორც ვიცით, "პელეს თასი" ივლისში უნდა ჩატარებულიყო...

- დიახ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სამხრეთამერიკულ მხარესთან ვერ გამოვედით მთლად პირნათელნი. აქამდე რა წერილებსაც ვაგზავნიდი, ბევრი უკან ბრუნდებოდა, რადგან თან არ ახლდა ფედერაციის წერილი და ახლა ეს წერილი უკვე არის სფფ-სგან.

მინდა, რომ ორივე ეს ღონისძიება ჩატარდეს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით. შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა უკვე გაგზავნილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giga

ვასიუკის აშენებას არ აპირებს? და მარტო ამან აღმოაჩინა ეგ ნაკრების დონის ფეხბურთელები მარტო და ევროპელი კლუბების სკაუტებს ძინავთ? რომელი თავმოყვარე ბრაზილიელი ჩამოვა საქართველოში

• გელა

რატომ ლაპარაკოობთ ხალხო ასე აბა ჩვენები არ უქნია ღმერთს და იქნებ მათ უშველონ ქართულ ფეხბურთს.მივცეთ მოქალაქეობა საქართველოსი და ითამაშონ აქ,კონკურენციაც გაიზრდება და იქნებ გვეშველოს რამე.რა არ გახსოვთ თბილისის დინამოს კალათბურთელები,ჩვენთან მაშინ ღრმა კრიზისი რომ იყო, ერთი დარსაძე ტამაშობდა ქართველი დანარჩენი: ბოროდაჩევი,მილოვიდოვი,კაპუსტინი რა ცუდად თამაშობდნენ? თუ შენ ბოდიში და ტრაკი არა გაქვს რამენაირად ასე უნდა სცადო,თორე მისდღემში სანატრელი გაგვიხდება ლიგა ,უეფა,მსოფლიოზე და ევროპაზე ლაპარაკი ზედმეტია.ერთხელ ხო უნდა გავიხაროთ არა.

• 999l

კი, თქვენ ტოტალიზატორზე ითამაშეთ და ხალხი სტადიონზე მოგივათ?ვაი თქვენს პატრონს?

• 333

კიდევ ერთი გამოგვიჩნდა ჭკუის მასწავლებელი და ფულის გამთეთრებელი

• Anzor

კარგი ლეგიონერი მხოლოდ დაკნინდება საქართველოს ჩემპიონატში

• bebeto

მოუსმინონ ამ კაცს კარგი და ძლიერი ლეგიონერები ჭირდება ჩვენ ჩემპიონატს.დინამოს გამოადგებოდა 2-3 ძლიერი ლეგიონერი ამაში ზაგრებში გამართულმა მატჩმა დაარწმუნა ყველა ალბათ.

• azurini

შეიძლება ეს კაცი აფერისტიობს და რაღაც სარჩოს ნამდვილად ელის ამ საქმიდან მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამ კაცს სამხრეთ ამერიკაში დიდი კავშირები აქვს ამაში დამერწმუნეთ ვიცი თვითონ არგენტინის და ბრაზილიის ბევრ კლუბებში სკაუტათ უამრავი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქვს ნამუშევარი და როგორც ჩვენში იტყვიან საკმაოდ ახლო კავშირები და სამუშაო სტაჟი აქვს არგენტინელ და ბრაზილიელ ფეხბურთის მოთავეებთან.

• ტყეშელაანთ გიჟი

ამ ალიოშამ სად შეჭამოს იმაზე ფიქრობს და ცოტა ააცუე ბიძი, შენღა გვაკლიხარ კიდე სრული ბედნიერენისთვის.

• giga-s

იმაზე მეტი არ ედო რამდენიც რობი ვილიამსზე.

• giga

იდეები მოსდის არ იცის ფული როგორ გაკეთოს.მარადონას თამაშზე რამხელა ფასი დაადო ბილეთს ამას სინდის აქვს?

• odala

ვსესაიუზნი აფერისტი.

• revazichi

ეს რაღაცაა, კი ვიცით, მარა ინტერვიუებით რომ მაინც ანებივრებთ, ან ჩვენ რას გვერჩით, ან მას?!

• levani kaxeti

კაცო, ვნახოთ, ჩამოიყვანოს საცდელად რამდენიმე ფეხბურთელი, იქნებ გაამართლონ, რა ვიცით... თუ არა და, ტუფლები (ბუცები რაა..) ხელში და ჰაიდააა... უკან ბრაზილიაში!. ამაში ცუდს და მიუღებელს მე პირადად ვერ ვხედავ.

• AAAA

ამ კაცს რაღა უნდა რა შეგვჭამა თავის პელეებითა და მარადონებით,მაგათი ..........და საერთოდ ასეთ .... ხალხს ქვეყანაში თუ აღარ შემოუშვებენ კარგი იქნება

• qarveli

ბრაზილიელებს რა უნდა საქართველოს ნაკრებში... ან,პელეს ქანდაკებას რა უნდა დინამოს სტადიონზე... გაიტანეთ ეს პატარქალიშვილი,ხო შეიძლება...

• გუჯა კახაძე

msurveli. ფეხბურთის ფედერაციას მიმართე!

• პაპა

ბიუჯეტიჭამია ეს როგორ არის თითის გაშვერა სხვისკენაა საჭირო. ფაქტია ისიც რომ მარადონას ჩამოყვანა ამან შეძლო ყველას რომ ეჭვი ეპარებოდა მაშინაც.

• msurveli.

გუჯა კახიძეს.ბატონონო გუჯა.საქართველოში სად უნდა გავიარო სამწვთნელო კურსები.და როგორ და ვის მივმართო.

• Alexandre

მე კონტაქტი მაქვს მარსის ფეხბურთის ნაკრებთან და ძალიან უნდათ რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მაგრამ ვერ უკავშირდებიან პატარქალიშვილს.იმედია დაუკავშირდებიან და მერე გავიხაროთ.

• chipo

Siafandi xar vigaca xar shen nakrebis fexburtelis xelfasi romeli gunds aqvs saqartveloshi rom gadauxados es zgapari babuashens mouyevi

• ზურა

ეს კაცი დაბოლილია?

• გუჯა კახაძე

მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იფიქრეთ და სახელმწიფო ბიუჯეტს თავი დაანებეთ!

• Baxt

რაღა დროს ეს აფერისტი პატარქალიშვილია, ვიცნობთ უკვე რაც არის. შეგვეშვას.

• NIKOI

ეს ტიპი სერიოზული ავლაბრელი აფერიისტია მარა ხანდახან ართყავს რაგაცეებს მარა ვრედნი აფერისტი არაა იტოგში სადაც გაცდის იმატ აბოლებს რა

• შვეტე იასონ

კანფეტკუ ხოჩეშ? ნეტუ. რას მიედმოედები თავი დაგვანებე შენღა გვაკლდი ახლა.

• Vaso

ამ კაცს რა უნდა რა შეგვჭამა? რა ბრაზილიელები? ვის აბოლებს? რა ბრაზილიის ნაკრების კანდიდატები ? ტაციაობა ბობოლა კლუბებისგან, ამ ნიჩერ და ამომავალ ვარსკვლავებზე და აქ უნდა ჩამოიყვანოს?? მინდორი არ გვაქ, ტრიბუნა, და განათება, ჩვენი ჩენპიონატიდან თავგუდმოგლეჯილები გარბიან, ოგონდ ევროპის ქვეყანა იყოს, ლიგას და გუნდს არაა აქ მნიშვნელობა და ამას აქეთ ჩამოყავს?? ნიჩიერების და ტალანტების მეტი რა არი ჩვენთან, რაც გვაკლია ინფრასტრუქტურა და განსწავლული მწვრთნელები!!! და არა გვჩირდება ვიგაც მაძიებლები ბრაზილიიდამ და ტანზანიიდან, ვიგაც აფიორა ,შარლატანია , გვაბოლებს, თავის ჩკუით.// თუ რამე იდეები გაწუხებს გააკეთე შენი ფულით, ამ ბიუჯეტს შეეშვით...!

• mamulo

აი კიდევ ერთი ბიუჯეტის ჭამია.ღმერთო უშველე საქართველოსა ამათ ხელში.

• acm

ამ კაცმა ხო ...... არ მევასება ესეთი ვითომ საქმოსნები მიდი რა ბოსტანი გააკეთე

• chako

როდის მოაშორებენ ამ აფერისტს? როდემდე უნდა აბოლოს ხალხი?

• Vakho

ასტაპ ბენდერ ) ბარემ ჭადრაკის სეანსიც დაგეგმოს და ვასიუკის აშენებას დაგვპირდეს )) არ შეიძლება ამ ტიპთან საქმის დაჭერა

• ika

ახალი სისულელე :D:D:D: სანტოსის ფეხბურთელია ნეიმარი 84 მილიონი რო გადაიხადეს :D:D:D:D:D

• Guadua

ყველა ფულის შოვნაზეა გამწარებული. რა უნდა აქ ბრაზილიელებს და რაში უნდა დაიხარჯოს ასეულ ათასობით დოლარი როცა ეროვნულ ნაკრებს ჯერ ჩემპიონთან და ვიცე ჩემპიონთან,საქართველოს ჩემპიონატის ნაკრებთანაც არ ჩაუტარების~ა ეს აუცილებელი 3 ტესტ მატჩი? საით იყურებით კობიაშვილი და მუჯირი? ძნელია რომ სამტრედია და დინამოსთან დააგეგმინოთ ამხანაგური და გეგუჩაძეს სთხოვოთ ეროვნული ჩემპიონატის ნაკრები ათამაშოს ეროვნულ ნაკრებთან?

• haha

რაღა დროს პელეში ფულის გადახდაა ხალხო. პელე მე აღარ მახსოვს და ახალგაზრდებს საერთოდ. მარადონას ჩამოყვანისას უამრავი ცუდი მოხდა. ბოლოს ფული მთავრობამ თუ ფედერაციამ გადაუხადა.

• giosvani

ბრაზილიის ჩემპიონატის კლუბების უმეტესობა საშვალოევროპული კლუბების ბიუჯეტსუტოლდება და არ უჭირთ მაღალი ანაზღაურების გადახდა , ბრაზილიის ეკონომიკა ძალიან გაძლიერდა უკვე და არ აქვთ პრობლემა ძლიერი ფინანსურად მზლავრი კლუბებიც ყავთ ასე რომ ქვედა ლიგებში თუ მოძებნიან შედარებით ღარიბ კლუბებში ფეხბურთელს ვინც აქ ჩამოსვლას დათანხმდება და ისიც შეიძლება არ გამოდგეს აქ.

• giosvani

აუ რა უნდა ამ კაცს, ვის აბოლებს, რატო ახარჯვინებს სახემწიფოს უაზროდ ფულს,ამ ფულით რაც ამ ღონისძიებების ჩატარებს დასჭირდება ერთი კოხტა სრულფასოვანი სტადიონი აშენდება სადმე, ვინ მოგცემს ბრაზილიის 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელს , მინიმუმ ნახევარი მილიონი მაინც ეღირება მათი ტრანსფერი, ქართული კლუბების უმეტეობის წლიური ბიუჯეტია ეგ, ან რათ უნდათ უმეტესობა მათგანი ბევრით არაფრით აჯობებს ჩვენსას და ვინცაჯობებს ძალიან დიდი თანხები ღირს მათი ტრანსფერები , ამის საშვალება არ აქვს ჩვენსკლუბებს, თუ საქმის გაკეთება უნდა ამ კაცს ჩვენი მწვრტნელები წაიყვანოს სტაჟირებაზე ან ისინი ჩამოიყვანოს სემინარებისთვის აქ.

• რაც შეიძლება სწრაფად...

აი შანსი ',ეს შანსი არუნდა გაუშვან ქართულ კლუბებმა და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მათი ჩამოყვანა...........

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა

"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო

ჩამოვა თუ არა პელე? - ნიკო პატარქალიშვილი მთავრობას კვლავ თხოვნით მიმართავს

ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს

პელე საქართველოში! ეს ცნობილი ფოტო შეიძლება ძეგლად იქცეს

პელე საქართველოს აპრილში ესტუმრება

პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია

რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა