ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვის რა გაუკვირდა ზაგრებში - ანუ პრაგმატიზმი თუ რომანტიკა?

ვის რა გაუკვირდა ზაგრებში - ანუ პრაგმატიზმი თუ რომანტიკა?

"დინამომ" სიურპრიზი მოუმზადა მოწინააღმდეგეს და "პირველ ნომრად" ითამაშა
თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 0:2 დათმო ზაგრებში ადგილობრივ სეხნიასთან.

წავაგეთ ორბურთიანი სხვაობით და, რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, წავაგეთ ისეთი თამაში, რომელიც, თავისუფლად შეიძლებოდა, არ წაგვეგო...

- დინამო (ზ) - დინამო (თბ) 2:0 - სამწუთიანი კოშმარის საფასური [VIDEO]

რომანტიკა თუ პრაგმატიზმი?

თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ "დინამოს" ექნებოდა საგოლე შანსები და "მაქსიმირზე" ბურთი სანატრელი არ გვექნებოდა, მაგრამ ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ მთელ რიგ შემთხვევებში "პირველ ნომრად" ვითამაშებდით.

შეიძლება რაღაც მომენტში ზაგრების "დინამომ" შეგნებულად დაგვითმო მოედნის ცენტრი. ხორვატებმა ძალიან კარგად იციან, რომ შექმნას გაცილებით მეტი ძალა მიაქვს, ვიდრე ჩაშლას. სეზონის დასაწყისში კი ძალა ხშირად სანთლითაა საძებარი...

და მაინც, ვფიქრობ, ეს იურაი იარაბეკის სცენარი იყო. "დინამომ" სიურპრიზი მოუმზადა მოწინააღმდეგეს და "პირველ ნომრად" ითამაშა. სხვა საქმეა, რომ ჩვენ მიერვე მომზადებულ ნაღმზე ორჯერ თავადვე ავფეთქდით, თუმცა ეს ფეხბურთია და წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს.

რომანტიკა თუ პრაგმატიზმი? რაც ფეხბურთი არსებობს, არსებობს ეს კითხვაც. აზრები გაყოფილია. არ მივეკუთვნები ფეხბურთის მოყვარულთა ისეთ კატეგორიას, ვისთვისაც მთავარი მხოლოდ შედეგი და ტაბლოა.

მაშინ ფეხბურთი იქნებოდა აბსოლუტურად ზუსტი მეცნიერება და არ იქნებოდა თამაში, რომელიც მილიონებს აბედნიერებს. ვრჩები გამოუსწორებელ საფეხბურთო რომანტიკოსად და იარაბეკისაც მესმის. მან ისე ათამაშა გუნდი, როგორც იდეაში "დინამო" უნდა თამაშობდეს.

აქ მხედველობაში მაქვს სათამაშო სტილი და არა საშემსრულებლო დონე, რომელიც "მაქსიმირზე" აშკარად მოიკოჭლებდა. ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი, ვაკონტროლეთ ბურთი, გავაკეთეთ ბევრი მოკლე პასი და კლასს რომ არ დავეღალატებინეთ, აუცილებლად გავიტანდით.

და მაინც, გინდა თუ არა, გიპყრობს ფიქრი: რა იქნებოდა, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ზეპრაგმატულად რომ გვეთამაშა? კითხვის ნიშნები რჩება. მსჯელობა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. იარაბეკი "დინამოს" მთავარი მწვრთნელია და მან ზაგრებში ასეთი არჩევანი გააკეთა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ არჩევანს პატივი ვცეთ.

რა იყო კანონზომიერი?

რა იყო თბილისის "დინამოს" ზაგრებულ მარცხში კანონზომიერი? მეტოქე უფრო მაღალი კლასის გუნდი აღმოჩნდა. ჩვენმა "დინამომ" ძალიან იშვიათად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მაშინ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს უახლოვდებოდა. ეს უკეთ იცოდა ზაგრების "დინამომ".

გახსოვთ ალჟირის ნაკრები? ელ არაბი სუდანი მისი შეუცვლელი ფეხბურთელია. ანტე ჩორიჩი დღეს ან ხვალ გაიყიდება მაგარ კლუბში. ის 19 წლისაა და უკვე ეცვა ხორვატიის პირველი გუნდის მაისურა.

აგერ, გამოცდილი მეკარე ედუარდო, სასწაული ბურთი რომ არ გაატანინა ჯაბა ჯიღაურს. ის წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების ძირითადის გოლკიპერი იყო...

გავიხსენოთ მარკო როგი, ჩილეს ნაკრებთან ახლოს მოტრიალე ანხელო ენრიკესი და ხუნიორ ფერნანდესი, ბოსნიის ნაკრებისთვის შეგულებული არმინ ჰოჯიჩი...

მოკლედ, ზაგრებელთა ყველა ფეხბურთელს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის გამოცდილება. "დინამოს" ზაგრებში ეს გამოცდილება და გუნდური კლასი არ ეყო.

ლეგიონერები

სეზონთაშორის პერიოდში თბილისის "დინამოში" რამდენიმე ლეგიონერი გამოჩნდა. არავინ იცის, რა იქნება საქართველოს ჩემპიონის ევროკამპანიის დარჩენილ ნაწილში, ამ ეტაპზე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ გუნდს, პრაქტიკულად, ვერ მოუტანეს სარგებლობა.

დავიწყოთ მეკარე ანტონი კრიბეთი. ბოლომდე ვერ შემექმნა ჩამოყალიბებული აზრი მის თაობაზე. სკრიბემ ასაღები ბურთი გაუშვა ერევანში. ზაგრებში თითქოს ნორმალურად იდგა, მაგრამ ფეხბურთში კარგად ჩახედულმა რამდენიმე პიროვნებამ მითხრა, პირველი გოლისას გუნდის ხსნა მართებდაო და მერე, კარგად რომ დავაკვირდი, ამ სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდი.

ისე მოხდა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში არ უთამაშიათ "დინამოში" ახლახან მოყვანილ - მატია შპიჩიჩსა და სტეფან ველევს. გასაგებია, რომ ველევის შემთხვევაში მიზეზი ტრავმა იყო. შპიჩიჩი? და მათიას კურიე, ვინც შეცვლაზე შევიდა და არაფრით გამორჩეულა?

"დინამოს" კიდევ ერთი ლეგიონერი, მიკელ ალვარო, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ჩემი სუბიექტური აზრია - გადამწყვეტ მომენტში ლეგიონერებს მეტი სარგებლობა უნდა მოეტანათ "დინამოსთვის". იმედია, აწი ასე იქნება.

ვერ მოვთხოვთ!

ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ ხდება ცოტა იღბლით, ჭარბი განსწავლულობით, ჟინითა და თავდადებით. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ამ ფორმაციის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას კატეგორიულად ვერაფრით მოვთხოვთ.

თანამედროვე "დინამოს" შემადგენლობა, გარკვეულწილად, არ დაეწუნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში სხვა მოთხოვნებია. როცა იქ შესვლა გსურს, გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს ისეთი 4-5 ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება აქვს.

"დინამოში" დღეს არიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, მაგრამ ერთადერთი ისეთი მოთამაშე, ვისაც ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ლადო დვალიშვილია. დვალიშვილს ეს გამოცდილება ზაგრებში აშკარად შეეტყო - გოლი არ გაუტანია, მაგრამ პარტნიორებს შორის აშკარად საუკეთესო იყო რენე ფერეირასთან ერთად.

- შელაპარაკება რენესა და ჩორიჩს შორის [VIDEO]

ცოტა მეტიც და...

რა თქმა უნდა, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ალალი მადლობა ეკუთვნის. რომ არა ის და მისი შექმნილი თანამედროვე "დინამო", ევროტურნირები უკვე დასრულებული იქნებოდა ჩვენთვის. "დინამოს" ევროასპარეზზე დიდხანს დარჩენას ვუსურვებთ.

ვუყურებ ამ ფორმაციის "დინამოს" და მიჩნდება კითხვა: ნუთუ, არ იყო შესაძლებელი, კლუბს ცოტა მეტი აქტიურობა გამოეჩინა საქართველოს ნაკრების იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომლებიც ამჟამად უგუნდოდ არიან დარჩენილნი.

კარგი, ვთქვათ, "დინამო" ვერ შესწვდებოდა ჯაბა კანკავას. საქართველოს ნაკრების კაპიტანი უმაღლეს დონეზე აპირებს კარიერის გაგრძელებას. როგორ დავიჯერო, რომ არ არსებობდა თორნიკე ოქრიაშვილის გადმობირების შანსი? ის თავის დროზე "ესქიშეჰირში" წავიდა და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, ალბათ, არც "დინამოს" ეტყოდა უარს...

ცოტა ხნის წინათ გიორგი ლორიამ კონტრაქტი გააგრძელა რუსულ "კრილიასთან". სანამ ამას გააკეთებდა, ის თავისუფალი აგენტი იყო და... ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლორია ცივ უარს იტყოდა დაბრუნებოდა მისთვის მშობლიურ კლუბს...

ვინ იტყვის, რომ "დინამოსთვის" ზედმეტი იქნებოდა მათე ვაწაძის საგოლე ალღო. ვაწაძეს ძალიან უნდა "ორჰუსიდან" წასვლა. სხვა დანიურ გუნდში მას კლუბი არ უშვებს, "დინამოში" კი, ალბათ, გამოუშვებდა...

ისევ ლეგიონერების თემას უნდა დავუბრუნდე. აგერ, ბულგარული "ლუდოგორეცი", რომელიც ან შედის ჩემპიონთა ლიგაში, ან - ვერა. ის დაკომპლექტებულია ბულგარეთის ნაკრებისა და იმ ბრაზილიელი ფეხბურთელებით, რომლებმაც ბრაზილიის უმაღლესი ლიგის სკოლა გაიარეს. ეს უკვე დონეა. და ამ ფეხბურთელებსაც კი უჭირთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი შეფარდებითია. რა თქმა უნდა, "დინამოს" პრეზიდენტმა ძალიან დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ მგონი, ისიც რეალობაა, რაც დავწერე.

ბედისწერა

ზაგრებში "დინამოს" ჰქონდა ორი დიდებული მომენტი და ორივე გააცუდა. ჯერ ნიკა გელაშვილმა ვერ შეაგდო აშკარად გასატანი, მერე ჯაბა ჯიღაურს აუღო ედუარდომ.

- ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]

განსაკუთრებით დასანანი გელაშვილის მომენტი იყო - ისეთი, ათიდან ათ შემთხვევაში ფორვარდმა გოლად რომ უნდა აქციოს. გელაშვილს კი დარტყმული გვარიანად აუცდა. თითქოს, უსიამოვნო მოვლენათა ჯაჭვი გაგრძელდა.

გელაშვილმა ეს მომენტი რომ გააფუჭა, წამსვე ძველი ამბავი გამახსენდა. ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონი" თბილისში 1:0-ს უგებს "შტურმს".

გელაშვილი პირისპირ გადის ავსტრიელთა მეკარე გრატცაისთან, რომელიც წამით ქართველი ფეხბურთელის წაქცევას ფიქრობს საჯარიმოს გარეთ, მაგრამ ევროპული ცივსისხლიანობით ხვდება, რომ ეს წითელ ბარათს ნიშნავს და გაძევებას გოლს არჩევს. გელაშვილი სცდება მეკარეს. მას მხოლოდ ფორმალურად მისდევს მეტოქის მცველი. ფორვარდი ხედავს კარს, ურტყამს და... აცილებს. "შტურმს" მოაქვს ბურთი და გააქვს.

მე ასე მგონია: ეს მართლაც კარგი ფორვარდი ჯერაც ვერ დაუსხლტა იმ იმედგაცრუებას. იქნებ ვცდები კიდეც. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ ნიკა გელაშვილმა გასატანი გაიტანოს. მას შეუძლია ფეხბურთის თამაში!

ნუ გავუშვებთ რენეს ხელიდან

ზოგი რას იტყვის და ზოგი - რას, გემოვნების ამბავია. მე საქართველოში რენე ფერეირა სანტოსის დონის ლეგიონერი არ მახსოვს. საერთო კლასით, იქნებ მასზე მაღლა იდგნენ შემტევი ჩისკო და მცველი ნედ ზელიჩი, მაგრამ რენე საქართველოში უმატებს და ეს განსაკუთრებული მომენტია.

ბრაზილიელს ზაგრებში ჰქონდა ერთი-ორი შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში ის შესანიშნავი იყო და რომ არა მისი ოსტატობა, მასპინძელი კიდევ ორ-სამჯერ დაგვიჭერდა საგოლე კონტრშეტევაზე. ასე მგონია, რომ ის დიდხანს არ შერჩება საქართველოს ჩემპიონატს და უფრო მაღალი დონის პირველობაზე კიდევ უფრო გაიხსნება...

სულ ცოტა ხნის წინათ რენე ყაბულს იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე. ნეტავ, ხომ არ გადაიფიქრა? ის არ არის ხელიდან გასაშვები ფეხბურთელი!

როგორ ვითამაშოთ?

თბილისში როგორ უნდა ვითამაშოთ, ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იარაბეკმა იცის. მე კი ჩემს აზრს გამოვთქვამ. საკმარისია, "დინამომ" ცოტა სწრაფად გააკეთოს ყველაფერი, რომ ხორვატთა უკანა ხაზი ჩვენი შეტევებისას რთულ მდგომარეობაში ჩავარდება.

შექმნილ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხბურთელთა აზროვნების სისწრაფესაც.

ზაგრებში აშკარად დაგვიგვიანდა რამდენიმე საშური გადაწყვეტილების მიღება და ვერც საკმარისად თამამები ვიყავით მაშინ, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს ვუახლოვდებოდით.

სწრაფად, თამამად, აგრესიულად! - ასე უნდა ვითამაშოთ თბილისში. ამ "დინამოს" შეუძლია ასე თამაში და ეს ჩვენ ვნახეთ ხორვატიაში, მაგრამ მხოლოდ - ეპიზოდურად.

შანსი

ორბურთიანი ჩამორჩენა განაჩენი არ არის. ადრეც ბევრი "ამოქაჩულა" და არც ახლაა გადაუჭრელი ამოცანა. აბსოლუტურად ნეიტრალურად უნდა დავწერო - მე მჯერა, რომ სამშაბათს, "დინამო არენაზე", საქართველოს ჩემპიონს შანსი ექნება. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს მის გამოყენებას.

ზაგრების "დინამო" "სახლის" გუნდია. სადაც შინ ამდენი შანსი მოგვცა, იქ გასვლაზეც მოგვცემს და ამ შანსებს უნდა ჩავეჭიდოთ, ეს შანსები უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გოლი! და მერე მეტოქე ინერვიულებს.

ჩვენ გვჭირდება ძალიან მაგარი თამაში დაცვაში, რადგან დაცვაში ერთი შეცდომა და ჩათვალეთ, რომ ორრაუნდიან ბრძოლა დამთავრებულია.

ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან მაგარი ქომაგობა. გუნდს გვერდში სწორედ მაშინ უნდა დაუდგე, როცა მას უჭირს. "დინამოს" გამხნევება სჭირდება და ნუ დავიზარებთ.

ყველანი "დინამო არენაზე"!

ერთად ვცადოთ და იქნებ გამოვიდეს!

ფოტო fcdinamo.ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dinamo

მართალია ალეკო ბრავო ამ სტატიის დაწერისთვის ვფიქრობ რაც შეიძლება მეტნი უნდა მივიდეთ და დინამოს მხარში დავუდგეთ დარწმუნებული ვარ დინამო მხარში დგომით ზაგრების დინამოს გაანადგურებს

• ნ

აზროვნების სისწრაფე გაიზრდება თუ წინასწარ გათვლი გონებით რა სიტუაციაში,რა უნდა გააკეთო და როგორ.ამას კი ფეხბურთის ცოდნა,დიდი სიყვარული და თამაშზე 24 საათიანი ფიქრი ჭირდება,რასაც საბოლოო ჯამში პროფესიონალიზმი ქვია.თუ ეს არ აქვსფეხბურთელს,ვერც პროგრესს განიცდის და ვერც დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს.

• 007

ძალიან მძიმე თამაში გველის , მაგრამ უნდა მოვიგოთ და ... გზა განვაგრძოთ ! ამისთვის საჭიროა უსწრაფეს კონტრშეტევებზე ავაგოთ თამაში.ვფიქრობ ,რომ ოთხი გოლის გატანა დაგვჭირდება - იმ ანგარიშით , რომ ერთზე მეტს არაფრით არ გავუშვებთ !!! გვერდით დავუდგეთ საყვარელ გუნდსა და მის ღირსეულ "პატრონს " ბ - ნ რომანს !

• tengos

თუ იტალია და გერმანია მიმართავენ ნატურალიზაციას, შენ რაწითელი კვერცხი ხარ>? ალბათ დღემდე გგონია რო ყველაზე მაგრად ვთამაშობთ ფეხბურთს ქართველები

• სოსო

წარმატება ბიჭებს. ყველანი სტადიონზე!

• თენგო

რენეს არაფერი ესაქმება, ეროვნულ ნაკრებში იმიტომ რომ ის ეროვნულია ,და იქ საქართველოში დაბადებული გზრდილი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. თანაც რა ნახეთ ამ რენეში ისეთი ვერ გამიგია.ზაგრებთან 19 წლის ბიჭმა ისეთი ათოხლავა ალბათ ცოტახანი არც დაავიწყდება თანაც მესამე ხარისხოვან გუნდში მოთამაშემ.და წარმოიდგინეთ რას უზამენ რენეს ნაკრების დონეზე.ასე რომ ამას ორი თავით ჯობია ხოჭოლავა რომელიც ოდესაშია,და გირჩევნიათ იმას მიხედოთ რომელიც ძირითდის მოთამაშეა.და არამგონია უკრაინის ჩემპიონატი უარესი იყოს ვიდრე ჩვენი.

• Dinamoeli

Yvelani wavidet dinamoze dges zagrebi yvela chventaganis metoqea

• afera

მე ვეთანხმები ნაწილობრივ. ან ჩვენ შევთავაზეთ სიურპრიზი და ბურთი დავიჭირეთ, ანდა პირიქით--იმათმა მოგვცეს ბურთი. აშკარად ძლიერია ზაგრები კონტრშეტევაში. ამიტომ აქ დიდი უპირატესობა ექნება. ამაზე თვალის დახუჭვა სისულელეა, მარტო სტადიონზე მისვლით ამას ვერ უშველი. ბურთს აქაც მოგვცემს, ან სხვა მეთოდს აირჩევს რათა შეტევისთვის სივრცე ქონდეთ. სისწრაფის მომატებაში ვეთანხმები, აგრესია კი სარისკოა, მანდ მსაჯსაც გააჩნია და მოწინააღმდეგესაც. თუ მსაჯმა მოგვცა უფლება მაშინ კაია. მე ვთვლი ჩვენებმა უნდა ითამაშონ ისე რომ აქცენტი აგრეთვე გააკეთონ სტანდარტულებზე. ჯარიმების, კუთხურების ჩაწოდებისას ჩვენი მცველები ჩადიან საჯარიმოში, მაგრამ როგორც წესი ბურთი მათთან არ მიდის. ამ დროს სწრაფი კონტრშეტევისას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჩვენი ნახევარდაცვა პოზიციურად ხშირად ცდება ან უკან ნელა ბრუნდება, დიდი შანსია გოლი აქეთ მივიღოთ. ამიტომ ჩვენებმა ბევრი დრო უნდა დაუთმონ ვარჯიშზე სტანდარტებს. ერთი ბურთი მაინც რომ შეაგდო სტანდარტიდან, ეს მოწინააღმდეგეს ცუდ დღეში ჩააგდებს. წინ დვალიშვილი ვაღიაროთ რომ კარგია, ოღონდ დაცვის დაშლაში, ამ დროს ბურთი სხვამ უნდა გაიტანოს, ან ქვილითაიამ ან შემტევებმა. დანარჩენი მთელი თამაში უნდა ვათამაშოთ ოთხკუთხედები და სამკუთხედები. სამწუხაროდ კედელი ჩვენ არ ვიცით. თუ ღმერთიც ჩვენ მხარეს იქნა და ზემოთ ჩამოთვლილით ორი გოლი გავიტანეთ, ბედნიერები უნდა ვიყოთ და დაველოდოთ პენალტება.

• gigilo

ზაგრებს სულპრიზი ელოდებატ აკინო კაი იკო და პოლ კესანი მომტონდა მეკარე დონტი კლასნი იკო

• bacho

არ არის რენე ხელიდან გასსსვები და ეს სანანებლად არ გავხადოტ ფედერაციააავ!!!

• შოთა გუგეშაშვილი

სირწხვილია გელაშვილი კვლავ გუნდშიაასეტ მომენტს სოფლის გუნდიც არ აფუჯებს

• დათო

შანსი ყოველთვის არის და გვერდში დგომა ჭირდება ეხლა ჩვენს დინამოს. მე მივდივარ მხარდასაჭერად, შენ???

• ალეკსანდრე

კარგი, ნამდვილად ბევრის მომცველი სტატიაა,რა საჭიროა ისეთი ლეგიონერების მოყვანა ,რომლებიც მერე ან სათადარიგოზე ზიან, ან ვერაფრით წაადგებიან გუნდს? მეკარეზეც სრულიად ვეთანხმები

• გუჯა კახაძე

ალეკო კაკაურიძე: "საკმარისია, "დინამომ" ცოტა სწრაფად გააკეთოს ყველაფერი, რომ ხორვატთა უკანა ხაზი ჩვენი შეტევებისას რთულ მდგომარეობაში ჩავარდება"... გეთანხმებით ბ-ნო ალეკო! მოძრაობის და აზროვნების სისწრაფე აკლია ქართულ ფეხბურთს. თუმცა 29-ე წუთზე ერთი შეხებით გათამაშებული ბურთი სწრაფად ავიტანეთ ზაგრების საჯარომომდე. სამწუხაროდ იგივეს გამეორება ვეღარ შევძელით. ძირითადი პრობლემა კი სპრინტების სიმცირეა, რასაც თანამედროვე ფეხბურთში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. "დინამო" 2:0 "ალაშკერტი". ჩვენ გავაკეთეთ 57 სპრინტი, სტუმრებმა მხოლოდ 28, შედეგიც შესაბამისია. "ალაშკერტი" 1:1 "დინამო". მასპინძლებმა გააკეთეს 24 სპრინტი, ჩვენ 49, ჩვენ ძალები დავზოდეთ. ზაგრების "დინამო" 2:0 "დინამო" თბ. მასპინძლებმა გააკეთეს 74 სპრინტი, ჩვენ 51. შეგვიძლია ერთად დავითვალოთ სპრინტები თბილისურ მატჩში და დავრწმუნდებით, რომ შედეგს გარკვეულწილად ეს კომპონენტი განაპირობებს. ტოპ კლუბები აკეთებენ 300-დან 700 სპრინტამდე. ჩვენ ეს არ შეგვიძლია, მაგრამ უცხოელი სპეციალისტის მოწვევა შეგვიძლია, რომელიც ქართველ ფეხბურთელს სპრინტების რაოდენობას მოამატებინებს და ქართულ ფეხბურთს უფრო სანახაობრივს გახდის!

• Guadua

ის, რომ ფიფია თავის ეკრძო კლუბზე ზრუნავს,ეს ბუნებრივია და ნორმალურია, გასაკვირი იქნებოდა რომ ეს ასე არ ყოფილიყო, ის სპონსორი არაა, ის მფლობელია,მას მადლობა განსაკუთრებულად გამოყოფილი(ისე როგორც ეს იყო ვისოლის შემთხვევაში ქუთაისში) არაფერში არ ეთქმის, რადგან როგორაც შეუძლია, როგორც სურს, როგორც ჯიბე უწევს ისე აკეთებს "თავის კლუბში" "თავის საქმეს" ____________ რა თქმა უნდა, "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ალალი მადლობა ეკუთვნის. რომ არა ის და მისი შექმნილი თანამედროვე "დინამო", ევროტურნირები უკვე დასრულებული იქნებოდა ჩვენთვის. "დინამოს" ევროასპარეზზე დიდხანს დარჩენას ვუსურვებთ.____________ დინამომ გაიარა მხოლოდ აზერბაიჯანულ "გაბალა"-ზე 15 ჯერ სუსტი სომხური ალაშკერტი, ეს არის ის მონაპოვარი რაც დღეისათვის აქვს. დღევანდელი დინამო და სამტრედია თამაშის ერთ დონეზე არიან (იქნებ სამტერდია რაღაც კომპონენტში სჯობნიდეს კიდეც) ეგაა რომ დინამოს სამტრედიასთან შედარებით 55 ჯერ უკეთესი ყველა პირობა აქვს შექმნილი და გასაკვირია რომ ასეთი დისპროპორციის შემთხვევაში ეს კლუბი ასე სუსტია. არ უფასებენ მფლობელს შრომას და ჯაფას არც მწვრთნელები და არც ფეხბურთელები. აი ესაა ის რაც ყველას გვაოცებს საქართველოში. დინამო რომ საჭირო დონეზე იყოს, ეს ავტომატურად გამოიწვევდა სხვა კლუბების მეტ მონდომებას, მაგრამ რა უნდა მოინდომოს სამტრედიამ რომელიც ხელოვნურ საფარზე თამაშობს და ვარჯიშობს და მაინც ამარცხებს იგივე დინამოს და დილას? თუ ესეც ავხსნათ ახლა თანამედროვე ფეხბურთის უცნაურობებით რომ იქ სუსტები არ არიანო? მაშინ კითხვა პირიქით იქნება, დაიყვანეთ სამტერდიის დონეზე დინამოს პირობები, მაინც იგივე იქნება რეზულტატი, როგორც ჩემპიონატში ასევე ევროსარბვიელზე, და ეკონომია იქნება ათეულობით მილიონი დოლარისა რაც აზოტის ქარხნის მოგებიდან იხარჯება დინამოზე.

• დინამო

მე მოვდივარ დინამოზე !!!!

• Irakli apkhaidze

ცუდია, რომ წყევლა-კრულვა წამოვიდა დინამოს მისამართით ქართული ქალაქიდან, მარა ამაში ამ კომენტარებზე დიდი წვლილი, ქართველ მსაჯებს, სადისციპლინო კომიტეტს და ფედერაციასაც მიუძღვით, დინამო გახადეს ,,საიუზის" სპარტაკი, ბოლოს როდის გახსოვთ შემთხვევა დინამო, უნებლიეთ მაინც მსაჯებს დაეჩაგროთ და პირიქით ძალიან ბევრი იყო, ამ ჩემპიონატში მაინც იმდენჯერ შეცდნენ მსაჯები და სადისციპლინო დინამოს სასარგებლოდ, რომ ეს წყევლა მთლად გასაკვირი აღარ არის თუმცა რა თქმა უნდა მიუღებელია. წამატებები დინამოს, შეიძლება ამ ბარიერის დაძლევა!

• mamuka kikabize

"თუ მოძრაობის და აზროვნების სისწრაფეს და სიზუსტეს გაზრდიან"- მოძრაობის სისწრაფის გაზრდა დროის მცირე მონაკვეთში არ ხდება,ამას ხანგეძლივი და გეგმაზომიერი შრომა ჭირდება,ხოლო აზროვნების სისწრაფე სამწუხაროდ არ ისწავლება და მხოლოდ უარესობისკენ იცვლება დროთა განმავლობაში...

• ზურა ყიფიანი

გწერთ ქუთაისიდან თამაშამდე რამდენიმე სამწუხარო კომენტარები წავიკითხე როგორ ,,წყევლიდა'' რამდენიმე ქუთაისელი ,,გულშემატკივარი'' დინამოს! ეს არის ამაზრზენი ფაქტი და ყველა ასეთი პიროვნება არის არათუ არაქუთაისელი, ზოგადად არაქართველი!!! როცა დინამო იქნება დაბეჩავებული, მერწმუნეთ ზოგადად ქართული ფეხბურთიც ასე იქნება!!! ზუსტად დინამომ უნდა მისცეს სხვა ქართულ კლუბებს წარმატების მაგალითი და სტიმული!!! მომავალ თამაშს რაც შეეხება - ძალზე რთული თამაშია!!! სამწუხაროდ დინამოს არა აქვს არც კლასი და არც ის ნიჭი რომ ზაგრები გამოთიშოს ასპარეზობას!!! :( გუნდში მხოლოდ ორი ნორმალური დონის სამი ნორმალური დონის ფეხბურთელია - რენე, ჯიღაური და დვალიშვილი! თანამედროვე ფეხბურთში კი სამი თერთმეტს ვერ უგებს!!! ადრე უგებდა ხოლმე... პ. ს. ისე დღესაც უგებენ, მაგრამ იშვიათად და ნორმალური დონით არა - სუპერვარსკვლავით!!!

• giga

მიდით ბიჭებო თქვენ ისევ უნდა ამღეროთ 1981 წელს ნამღერი არა თასისის მოგებით ტუნდა ზაგრების დინამოს მოგებით ოღონ თხოვნაა გელაშვილი არ ათამაშოდ არც ახლაა გვიან ერთი ფორვარდის დამატება თუნდაც საქართველოს ჩემპიონატიდან გელაშვილზე უკეტესები არიან ბევრი აქ თუ არ იყიდით იჯარით აიყვანეთ ესეც შეიძლება ყველანი სტადიონზე

• Qartveliiii

რენე არ გავკარგოთ ხალხნო რენე თორე იგივე მოგვივა რაც აკინოსთან მოგვივიდა.საქართველოდან წასულზე გახსოვთ ალბათ რაც იტამაშა ბრაზილიის ჩემპიონატში და ლიბერტადორესზე

• svani

ia-ს თამაშს უყურე?!!) დრაშუაშია გუნდების ფასები, ზაგრები რაც ღირს შესაფერისი დონის თამაში გამოუვიდა?!)) ან თბილისი რაც ღირს შესაფერისი დონის თამაში გამოუვიდა?!

• ioseb

როცა საუბარია სწრაფ შეტევაზე ვფიქრობ განაპირა მცველები მეტად აქტუალურად უნდა იყვნენ გამოყენებულნი,სხვა საქმეა ის რომ მათ პრაგმატიზმი თითქმის არა აქვთ,სხვა შემთხვევაში კი შეტევები ვფიქრობ მარტივი ამოსაცნობია... თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ფასობს ფლანგის მცველების გამოყენება და ეს ყველამ კარგად ვიცით... წარმატებები დინამოს... მე მოვდივარ 2აგვისტოს დინამოზე... შენ????

• გგგ

მეც ვეთანხმები ბევრ რამეში ავტორს, განსაკუთრებით იმაში, რომ ცოტა უკეთესი ფეხბურთელები გვჭირდება ამხელა ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ასე იყო ტოტწნჰემთან და მანამდე სტიაუასთან და საინტერესოა, ვის აქვს იმედი ასეთი თამაშით ლიგაზე გასვლის ?

• რევაზი

მე მაინც მგონია რომ დინამო არაფერს დაუთმობს მეტოქეს.თბილისში იქნება საინტერესო შეხვედრა თუ სტადიონიც სავსე იქნება ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია ექნებათ. მერწმუნეთ მეტოქე არ არის ის გუნდი რომლის გადალახვა შეუძლებელი იყოს.

• svani

მშვენიერი სტატიაა!)) დინამოზე ყველანი....!!!!!)))))))

• რევაზი

მე მაინც მგონია რომ დინამო არაფერს დაუთმობს მეტოქეს.თბილისში იქნება საინტერესო შეხვედრა თუ სტადიონიც სავსე იქნება ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია ექნებათ. მერწმუნეთ მეტოქე არ არის ის გუნდი რომლის გადალახვა შეუძლებელი იყოს.

• tinamo tiflis

მე ვარ დინამო სულით და ვეთანხმები ავტორს ბოლომდე იმაშიც ვეთანხმები რომ შანსი არის

• FFFF

თბილისში რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ,შევიწროვება და რაც შეიძლება მეტი აგრესიულობა.რწმენა,ირწმუნეთ საკუთარი ძალების.არაფერი გუნდი არ არის ეს ზაგრები

• დათო

მერე და სწრაფად გამკეთებელი გვყავს გუნდში?! სწრაფები არიან პაპუნაშვილი და კიტეიშვილი, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ საჯარიმოსთან ახლოს(კარში დაარტყან, პასი მისცენ, თუ მოატყუონ მოწინააღმდეგე). დვალიშვილმა ითამაშა ყველაზე უკეთ(არ ველოდი) ეგ თამაში, მაგრამ ითამაშა უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე და ფორვარდი ან გოლის გამტანი აღარ დაგვრჩა. გელაშვილი კიდევ ნონსენსია. ეგ ფეხბურთელიც კი აღარ არის არათუ ფორვარდი რომლის იმედიც უნდა გქონდეს. აქ ვითამაშებთ ფრეს,თანაც საუკეთესო შემთხვევაში!!!

• pele

თბილისში იქნება 2:0. მერე ვნახოთ.

• ზაზა

ნუთუ პრობლემაა გუნდების,ფეხბურთელთა ტტმ(ტექნიკურ–ტაქტ,მონაცემები) გაგვაცნოთ?რამდენი ირბინეს გუნდებმა,რამდენი სისწრაფეში,შესაბამისად თითოეულ ფეხბურთელზე,პასები გუნდების,ზუსტი პასები და შესაბამისად თითოეულ ფეხბურთელზე?!...სხვა დანარჩენი–მხოლოდ ვიზუალური შეფასებაა...

• ფანატ

არაფერი არ გამოვა და ამის უამრავი მიზეზი არსებობს.დაწყებული არასწორე სატრანსფერო პოლიტიკიდან დამთავრებული შიდა უსუსტესი ჩემპიონატიდან

• ნ

ვეთანხმები ავტორს.გადამწყვეტ მომენტებში,იბნევიან,ძალიან ნელა აზროვნებენ და არასწორ,არაეფექტურ,ხშირად ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ.განსაკუთრებით ჭანტურიშვილი.თუ მოძრაობის და აზროვნების სისწრაფეს და სიზუსტეს გაზრდიან,უფრო თამამად შეუტევენ 2 ბურთიანი სხვაობა პრობლემა არ იქნება,მოიგებენ.მართალია იარაბეკი,სწორი მიმართულებით მიყავს დინამო,რომანტიკული და შემტევი ფეხბურთი და პირველ ნომრად თამაში ჯობია პრაგმატულ და ჩამშლელ მეორე ნომრობას.დიდ გამარჯვებებს გისურვებთ ბიჭებო.წიიიიინ!!!

• დათო

მერე და სწრაფად გამკეთებელი გვყავს გუნდში?! სწრაფები არიან პაპუნაშვილი და კიტეიშვილი, მაგრამ არ იციან რა გააკეთონ საჯარიმოსთან ახლოს(კარში დაარტყან, პასი მისცენ, თუ მოატყუონ მოწინააღმდეგე). დვალიშვილმა ითამაშა ყველაზე უკეთ(არ ველოდი) ეგ თამაში, მაგრამ ითამაშა უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე და ფორვარდი ან გოლის გამტანი აღარ დაგვრჩა. გელაშვილი კიდევ ნონსენსია. ეგ ფეხბურთელიც კი აღარ არის არათუ ფორვარდი რომლის იმედიც უნდა გქონდეს. აქ ვითამაშებთ ფრეს,თანაც საუკეთესო შემთხვევაში!!!

• 99999999999999

ალბათ ყველას გახსოვთ ტოტეჰემთან თბილისის თამაში 70-იან წლებში როცა 5/1 წავაგეთ,შემდგომ გამოტანილი იქნა დასკვნები-და თბილისი ჩამოყალიბებაში,ხოლო რაც შეხება ზაგრებთან თამაშს,მართალია წავაგეთ,გამოჩნდა ის ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს,მთავარია იყო ფეხბურთის თამაში,განმეორებით თამაში გამოჩნდება რა შეგვიძლია.

• ირაკლი

კარგი სტატია. წარმატებები დინამოს - ჩვენს რა თქმა უნდა :)

• murtalo

ბატონ ალეკოს შესაძლოა ყველაფერში არ დაეთანხმო, მაგრამ ის , რომ სტადიონი უნდა შევავსოთ და ჩვენს გუნდს არნახული მხარდაჭერით დავუდგეთ მეთორმეტე მოთამაშედ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და იმედია ფეხბურთელები ძალღონეს არ დაიშურებენ ჩვენს გასახარებლად. სხვა საკითხია გამოუვათ თუ არა, მაგრამ უარყოფითი შედეგის შემთხვევაშიც ვეცადოთ არ ვუსტვინოთ და არ ვაგინოთ მათ."ლივერპულის" გულშემატკივრები მაგალითი გაიხსენეთ, წაგებულ გუნდს თვალებზე ცრემლმომდგარი რომ უმღერიან. ერთ დროს ჩვენც ტაშით ვაცილებდით წაგებულ დინამოს.არ მოთხრათ ის სხვა გუნდი იყოო. იქნებ სხვა გულშემატკივარი გვყავდა?

• Dinamo

ვინც ლეგიონერები ჩამოიყვანა (ველევის გარდა) დასაჭერია ყველა, სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით!

• mmg

კაი, ვეცადეთ და გამოვიდა, მერე?!

• merabi

თბილისში ალაშკერტთან მეორე ტაიმი და თამაში ზაგრებში ნამდვილად გავდა ფეხბურთს. იმედი მომეცა. სასურველია, ლეგიონერები უფრო მაღალი კლასის გვყავდეს. ნუთუ ასე რთულია თუნდაც "გაბალას" ვიკსის დონის ფეხბურთელის შეძენა?

• ia

Vinmem mitxart dlnamos gundis fasi da zagredis da vnaxot mogvego unda tu ara ise cnobisatvis mainteresebs

• dinamo

სწორია ბოლომდე

• c

უხ ! რა სისხლის ამადუღებელი სტატიაა.. ბრავო ალეკო!

• bacho

ძაან მაგარი ანალიზია, ბრავო! არც ბოღმაა და არც არაფერი. იმედია, წაიკითხავენ დინამოში. წინ დინამო!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]

ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა