სერბი ჩოგბურთელი კორტებს დაუბრუნდა
უიმბლდონზე განცდილი კრახის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბის სათამაშო ფორმა ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს უნდა შეემოწმებინა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია მსოფლიოს პირველ ნომერს.

პირველი სეტის პირველი ათი გეიმი თანაბარი თამაში იყო. და 5:5-ზე ჯოკოვიჩმა შეძლო მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტის გამოყენება, რის შემდეგაც სეტზე წარმატებით ჩააწოდა.

მიულერმა მეორე სეტშიც გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ პირველი ბრეიკი მაინც ჯოკოვიჩმა შეასრულა და 5:4-ზე მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. აქ კი, მოულოდნელად, მიულერმა უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ლუქსემბურგელმა მინი-ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 3:1, თუმცა ბოლო ექვსი ქულა მატჩში ჯოკოვიჩმა აიღო - 7:5, 7:6(3). სერბის შემდეგი მეტოქე ჩეხი ვეტერანი რადეკ შტეპანეკი იქნება.

მარეის, ნადალისა და ფედერერის არყოფნაში, ტორონტოში ჯოკოვიჩის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება კეი ნიშიკორი, რომელმაც ამერიკელი დენის ნოვიკოვი ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 7:5.

იაპონელმა პირველ ოთხ გეიმში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ნოვიკოვმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. მაგრამ ამერიკელმა შთამბეჭდავი ქამბექი ბოლომდე ვერ მიიყვანა და მომდევნო გეიმში საკუთარი მოწოდების წაგებით, სეტი მეტოქეს გადააბარა.

ნოვიკოვმა მეორე სეტშიც კარგად იბრძოლა, 5:4-ზე ნიშიკორის მატჩზე არ ჩააწოდებინა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და იაპონელმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მეოთხედფინალში გადასასვლელად, ნიშიკორი ამერიკელ რაჯივ რამს შეხვდება, რომელმაც მე-13 ნომრად განთესილ ლუკა პუის მოუგო - 6:4, 7:6(4). რამმა ორი მატჩბოლი გაანიავა 5:4-ზე, ვერ ჩააწოდა მატჩზე 6:5-ზე, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც შეძლო მოგება.

განთესილთაგან ასევე გამოეთიშა ბრძოლას ჯონ ისნერი, რომელიც თანამემამულე რაიან ჰარისონთან დამარცხდა. ამ უკანასკნელმა შეძლო ოთხივე ბრეიკ-პოინტის მოგერიება, თავად კი მესამე სეტში შეასრულა ერთადერთი ბრეიკი - 7:6(3), 6:7(4), 6:4.

ხორვატულ მეთექვსმეტედფინალში ივო კარლოვიჩმა მარინ ჩილიჩს მოუგო - 6:4, 7:6(3). ვეტერანმა პირველ სეტში ადრეული ბრეიკი გააკეთა და 2:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც, საპასუხო ბრეიკის შანსი არ მისცა მოწინააღმდეგეს - მხოლოდ ოთხი ქულა წააგო თავის გეიმებში. მეორე სეტში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა, სამაგიეროდ, კარლოვიჩმა ტაი-ბრეიკზე ბოლო ექვსი ქულიდან ხუთი აიღო და მერვედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვზე გავიდა. ივოს ფანტასტიკური ზაფხული აქვს - ბოლო ორ თვეში მან მე-11 მატჩი ჩაატარა და მეათე მოიგო.

უიმბლდონის ფინალის შემდეგ, პირველად ვიხილეთ კორტზე მილოშ რაონიჩი, რომელსაც პრობლემები არ შექმნია იენ-ჰსუნ ლუსთან მატჩში - 6:3, 6:3. კანადელმა პირველ მოწოდებაზე ქულების 80 პროცენტი აიღო და საათსა და ექვს წუთში მოამთავრა საქმე. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იქნება.

გასულ კვირას ვაშინგტონის ტურნირის მომგებმა გაელ მონფილსმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიმარჯვა. ფრანგს პირველ სეტში გაუჭირდა ვასეკ პოსპიშილის წინააღმდეგ - კანადელს ტაი-ბრეიკში 6:5-ზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს რეალური შანსი ვერ გამოიყენა და მეორე სეტში "მშრალი" ანგარიშით განადგურდა.

1/16 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მიულერი (ლუქ) 7:5, 7:6(3)

ვავრინკა (შვეიც, 2)-იუჟნი 7:6(3), 7:6(8)

ნიშიკორი (იაპ, 3)-ნოვიკოვი (აშშ) 6:4, 7:5

რაონიჩი (კან, 4)-ლუ (ტაივ) 6:3, 6:3

ბერდიხი (ჩეხ, 5)-ჩორიჩი (ხორ) 4:6, 6:1, 6:4

ანდერსონი (ს. აფრ)-ტიმი (ავსტრია) 4:1 უარი

გოფენი (ბელ, 7)-კუერი 6:4, 2:1 უარი

კარლოვიჩი (ხორ)-ჩილიჩი (ხორ, 8) 6:4, 7:6(3)

ჰარისონი (აშშ)-ჯონ ისნერი (აშშ, 9) 7:6(3), 6:7(4), 6:4

მონფილსი (საფ, 10)-პოსპიშილი (კან) 7:6(6), 6:0

ტომიჩი (ავსტრა, 12)-დიეზი (კან) 6:3, 7:6(4)

რამი (აშშ)-პუიე (საფ, 13) 6:4, 7:6(5)

სოკი (აშშ, 16)-იანგი (აშშ) 6:4, 6:3

დიმიტროვი (ბულ)-შაპოვალოვი (კან) 6:4, 6:3

დონალდსონი (აშშ)-ფონინი (იტა) 6:3, 3:6, 6:3

შტეპანეკი (ჩეხ)-პოლანსკი (კან) 7:6(5), 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა