"იმპერატორის" ბოლო აკორდი
სერია A-ს 2016/17 წლების გათამაშებასთან ერთად, დასრულდება ერთი დიდი ეპოქა, რომელიც აგერ, უკვე 25 წელია გრძელდება. ფრანჩესკო ტოტი "რომას" შემადგენლობაში ბოლო სეზონისთვის ემზადება და ბუნებრივია, რომ ეს თემა ფონად გაჰყვება მთელ ჩემპიონატს.

39 წლის ტოტი ბოლო აკორდისთვის ემზადება, ქვემოთ კი მის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს, რომ მთელი კარიერა ერთ გუნდში გაატაროს...

- სწორედ ამით განვსხვავდები სხვებისგან. ფეხბურთელები მომთაბარეებს ჰგვანან და მიდიან იქ, სადაც ბევრი ფულია და ბევრი ტიტულის მოგება შეიძლება. მეც რომ ფულსა და ტიტულებზე მეფიქრა, "რომას" 10 წლის წინათ დავტოვებდი, რადგან არაერთი მაცდური შემოთავაზება მქონდა. ვამაყობ იმით, რომ მთელი კარიერა "რომაში" გავატარე.

- როდისმე გიფიქრიათ ამერიკაში ან ჩინეთში გადაბარგებაზე?

- ამერიკაში თამაშზე არაერთხელ მიფიქრია და კონკრეტული წინადადებებიც განმიხილავს, მაგრამ ბოლოს მაინც ვრჩებოდი "რომაში". რაც შეეხება ჩინეთს, იქ ვერასდოს წავიდოდი კარიერის გასაგრძელებლად, რადგან ძალიან განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია. ვიცი ჩემი ხასიათი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთს ვერ შევეგუები.

- "რომა" ხშირად ატარებს საზაფხულო შეკრებებს ბოსტონში და მაინც რა მოგწონთ ასეთ ქალაქში?

- ბოსტონში იმდენი შეკრება გვაქვს გავლილი, რომ აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მშვენიერი ქალაქია, მშვენიერი გარემო, სრული სიმშვიდე და იდეალური პირობები მოსამზადებლად. ამასთან, აქ ბევრი სპარინგი შეგიძლია დაგეგმო მაღალი დონის გუნდებთან.

- ეს თქვენი ბოლო სეზონია "რომაში" თუ კიდევ ფიქრობთ კონტრაქტის გახანგრძლივებას?

- კლუბის პრეზიდენტთან უკვე შევთანხმდი, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია "რომას" შემადგენლობაში. ვეცდები, რომ მაქსიმუმი გავიღო და გუნდს სარგებელი მოვუტანო. სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვფიქრობ კარიერის დასრულებაზე, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი 10 თვეა, რომელშიც "რომამ" უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

- განიხილავთ შესაძლებლობას, რომ "რომადან" წასვლის შემდეგ კიდევ ერთი სეზონი რომელიმე სხვა კლუბში ითამაშოთ?

- კი, ასეთ შესაძლებლობას ნამდვილად განვიხილავ და არაა გამორიცხული, რომ ერთი სეზონი ამერიკაში გავატარო. ბუნებრივია, რომ ჩემი ახალი გუნდი არ იქნება იტალიური და არც ევროპული. თუმცა, შესაძლოა, კარიერა დავამთავრო და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფიზიკურ კონდიციაში ვიქნები სეზონის ბოლოს.

- როგორ წარმოგიდგენიათ კარიერის დასასრული?

- ვოცნებობ, რომ ტიტული მოვიგო, თასი ავწიო და სწორედ ასე დავასრულო კარიერა. ეს ურთულესი იქნება, მაგრამ ძალას არ დავიშურებ. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თუ "რომამ" სკუდეტო მოიგო, მაშინ კი ნამდვილად დავასრულებ კარიერას და აღარ ვიფიქრებ ამერიკაში გადაბარგებაზე.

- კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად თუ წარმოგიდგენიათ თავი?

- ყოველთვის მეგონა, რომ მწვრთნელობაზე არასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ბოლო დროს, არც ამ ვარიანტს გამოვრიცხავ. როდესაც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუყურებ მწვრთნელის რანგში, ეს საქმე სულ უფრო საინტერესოდ მეჩვენება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

- იტალიის ნაკრებს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაემშვიდობეთ. ნაადრევი ხომ არ იყო სანაკრებო კარიერის დასასრული?

- არასდროს მინანია, რომ სანაკრებო კარიერა 2006 წლის მუნდიალით დავასრულე, რადგან ტრიუმფით წასვლას განსაკუთრებული ფასი აქვს. მინდოდა იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მომეგო და ეს შევძელი, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ სჯობდა მთელი ენერგიით კლუბისთვის მეთამაშა.

- რას ფიქრობთ იტალიური ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე?

- დიდი იმედი მაქვს, რომ იტალიური ფეხბურთი მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. "სკუადრა აძურამ" ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა და მომავლის იმედი ჩაგვისახა. მოდიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც აუცილებლად წაადგებიან ნაკრებს. არის პრობლემები, თუმცა ყველაფერი იდეალურად არც ერთ ქვეყანაში არაა.

- როგორ ფიქრობთ, ფეხბურთი უკეთესობისკენ იცვლება?

- არის სასიკეთო ძვრები, მაგრამ ბევრი რამე არ მომწონს. ფეხბურთში აღარ დარჩა ვნების, სიყვარულის და ერთგულების ადგილი, ყველაფერი კი ფულით იზომება. რაც გონსალო იგუაინს დაემართა, ეს კატასტროფაა. არ შეიძლება ფულზე გაცვალო ქალაქი, სადაც ასეთ სიყვარულს გრძნობ. იტალიელებს უფრო გვჩვევია საკუთარი გუნდის ერთგულება და ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, უცხოელები კი იქით მიდიან, სადაც ბევრი ფულია. არადა, გულშემატკივრებს ისეთი ფეხბურთელების ხილვა და ქომაგობა სურთ, რომლებიც მუდამ მათ საყვარელ გუნდში იქნებიან.

- და მაინც, რა უნდა შეიცვალოს იტალიურ ფეხბურთში?

- უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს, რადგან ისინი ჩრდილში არიან და ლეგიონერების გამო იჩაგრებიან. კლუბების მესვეურები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი ბრაზილიელი ახალი პელეა, არგენტინელი კი - მარადონა. ამ დროს, ჩვენ გვყავს უამრავი ტალანტი, რომლებსაც გასაქანი სჭირდებათ.

- არც "რომაში" თამაშობს ბევრი იტალიელი...

- ჩემი ნება რომ იყოს, ძველ წესს დავაბრუნებდი, როდესაც ლეგიონერებზე ლიმიტი იყო დაწესებული. ვფიქრობ, გუნდს შემადგენლობაში მაქსიმუმ ორი ლეგიონერი უნდა ჰყავდეს, დანარჩენები კი იტალიელები უნდა იყვნენ. დღეს "რომას" ვარჯიშებზე ინგლისური უფრო ისმის, ვიდრე იტალიური, რადგან მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ ვერაფერს ვცვლი.

- "რომას" ჯეიმს პალოტა მართავს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა და ასევე უცხოელია...

- ამ კუთხით, განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან "რომა" იტალიური კლუბია და მთავარი სწორედ ესაა. კლუბს სჭირდება დიდი ფინანსები და სწორი მენეჯმენტი იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს და თუ უცხოელი ამას უზრუნველყოფს, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

- როგორი იქნება "რომა" ფრანჩესკო ტოტის გარეშე?

- იმედი მაქვს, რომ "რომა" იპოვის ახალ ფრანჩესკო ტოტის, რომელიც ისევე დაიხარჯება თავისი გუნდისთვის, როგორც ამას მე ვაკეთებ ამდენი წლის განმავლობაში. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ. პირადად მე, კარიერის დასრულების შემდეგაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, "რომა" იტალიაში და ევროპაში მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს.

- ხომ არ გაშინებთ იმაზე ფიქრი, რომ სულ მალე კარიერას დაასრულებთ?

- 25 წელი გავატარე საფეხბურთო მინდორზე და მთელი ეს პერიოდი ვაკეთებდი საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. საბედნიეროდ, წინ კიდევ არის ბევრი თამაში და დიდი გამოწვევები. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მესმის, რომ მალე ეს ყველაფერი დასრულდება. ფინიშს მშვიდად შევხვდები და შემდეგ კარგად ვიფიქრებ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთო მომავალში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა