კულუარულად შევიტყვეთ, რომ სპონსორთან დაკავშირებით სიახლეებია
უკვე ვწერდით, რომ თურქულ შეკრებაზე "ზუგდიდს" ამინდმა გეგმები მესამედ აურია. ჯერ იყო და, თურქმენულ კლუბთან მატჩი ორჯერ ჩაეშალა, ახლა კი საუდის არაბეთის "ალ რიდთან" გუნდებმა ნისლის გამო ბოლო 20 წუთი ვერ ითამაშეს.

შეწყვეტილი მატჩის შემდეგ "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ კომენტარი გააკეთა:

"უამინდობის გამო ერთ-ერთ მეტოქესთან შეხვედრა ორჯერ გადაგვედო. არაბულ კლუბებს ზედიზედ ორი დღე ამიტომაც ვეთამაშეთ. მთლიანობაში, თამაშით, შრომითა და საერთოდ, ჩვენი გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ - თუ არ ჩავთვლით რიგ ეპიზოდებში გარკვეულ შეცდომებს, რაც თამაშის დროს თანამდევია, ფეხბურთელები ზუსტად ასრულებდნენ დავალებებს", - ამბობს გაბელია.

ზუგდიდელები თურქულ შეკრებას დღეს, მეხუთე ტესტმატჩით დაასრულებენ. გაბელიას გუნდის მეტოქე ადგილობრივი "დერსიმსფორი" იქნება.

აქვე, საინტერესო ინფორმაციაც - შესაძლოა, უახლოეს პერიოდში "ზუგდიდს" სოლიდური სპონსორი გამოუჩნდეს. ამ ამბავს კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ არ ამხელს და როცა დავინტერესდით, პასუხს თავი აარიდეს.

თუმცა კულუარულად შევიტყვეთ, რომ სპონსორთან დაკავშირებით სიახლეებია და თუ საკითხი საბოლოოდ გადაწყდა, ცოტას ჩვენც "ვიხმაურებთო", - ამბობენ ზუგდიდელები.

იმედია, ასეც მოხდება და ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" შემდეგ კერძო სექტორი "ზუგდიდსაც" მიადგება.

დაინტერესების საფუძველი ის არის, რომ კლუბს საკმაოდ დიდი საფეხბურთო რესურსი და საკუთარი ინფრასტრუქტურა გააჩნია - ზედა ეწერის ბაზას მალე განმუხურის სტადიონი დაემატება, ორი ასეთი ობიექტი და პლუს ნიჭიერი ფეხბურთელების აღმზრდელი კლუბი კი ნამდვილად საინტერესოა.

ისტორიულად, ამ ქალაქს ფეხბურთში დიდი პოტენციალი აქვს და კერძო ინვესტორის თანადგომა ამ საქმეს კიდევ უფრო წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგოს
თან სეხნია ბრძანდებით! მე კონკრეტული მიზეზის გამო იქ ვერ გამოგექომაგეთ, ასე რომ მგონია რომ ჩემნაირი იქ შეიძლება ბევრიც იყოს, ასე რომ თქვენ გააგრძელეთ აქიურობა facebooki ზე :)
თენგო
ეს ამბავი სდღაც სამი დღის უკან დავწერე ზუგდიდის გვერდზე,მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია,და აი კრიტიკულს რომ დაწეერ?დაგესევიან ბუზებივით.
tengos
ბატონო თენგო, ვიცი რომ აუცილებლად წაიკითხავთ ამ სტატიასს და აქედან გამოგეხმაურებით, რაც შეიძლება ხშირად წერეთ სკ ზუგდიდის facebook ის გვერდზე, ბოლო თქვენი პესიმისტური პოსტი არ მესიამოვნა!ზუგდიდს კი წარმატებები
zugdideli
მგონი არაბები ყიდულობენ და დიდ ფულს დებენ, ასე რომ ზუგდიდი მალე შეიძლება სუპერ გუნდი გახდეს
skafush
vava ixodeba vitom umaglesi liga?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
ბერლინის "ჰერტამ" სპონსორი დაკარგა
პორნოსაიტს იტალიური კლუბის სპონსორობა სურს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა