ვედრან ჩორლუკას წინააღმდეგ მატიო ფლამინის ჯალათური ვარდნა გულშემატკივარმა

ვედრან ჩორლუკას წინააღმდეგ მატიო ფლამინის ჯალათური ვარდნა გულშემატკივარმა, ალბათ, საკუთარი თვალით იხილა. ხორვატს საოცრად გაუმართლა – შეჯახებას მოტეხილი ძვლისა და გაწყვეტილი კუნთის გარეშე გადაურჩა. "დეზების" ექიმების თქმით, ფეხბურთელი მინდორზე გასვლას, ყველაზე ადრე, ერთი თვის შემდეგ შეძლებს. ვედრანს მხოლოდ მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. ჰარი რედნაპი შეშფოთებულია, რადგან მისი გუნდის დაცვის რამდენიმე ლიდერი (ჯონათან ვუდგეიტი, ლედლი კინგი და იუნეს ელ კაბული) წევს ლაზარეთში. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი კი არ ჩანს. "ზუსტად ამას ველოდით... როცა გასიებული ფეხი ჩამიცხრა, ის ბევრად უფრო მძიმე სანახავი გამოდგა, ვიდრე უშუალოდ თამაშის შემდეგ. თუმცა ექიმები მამშვიდებენ, მარწმუნებენ, რომ ყველაფერი იმდენად მძიმედ არ არის, ვიდრე მე მგონია. საბედნიეროდ, არაფერი მომიტეხავს, თუმცა მთელი თვის გამოტოვება კი მომიწევს. საბოლოო დიაგნოზი ჯერ არ დასმულა, მაგრამ წინასწარ ვარაუდში ჩემს მკურნალებს ეჭვი არ ეპარებათ," – განუცხადა ფეხბურთელმა ხორვატულ გამოცემა შპორტსკე Nოვოსტი-ს.

ზემოთ არაფერი მოგჩვენებიათ, "მილანთან" შეცვლაზე შესული ვუდგეიტი ისევ ტრავმირებულ ტოტენჰემელთა ჩამონათვალშია. არადა, 31 წლის ფეხბურთელი "როსონერისთან" წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მთელი ეს დრო ჯონათანი საზარდულის ტკივილებს ებრძოდა. ამჯერად მას ბარძაყის ტრავმამ შეუტია. პრესა ჯერჯერობით ტრავმის სირთულეზე არაფერს წერს. როგორც ჩანს, ექიმებს ამ ეტაპზე შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "ტოტენჰემი" ვერც ლედლი კინგის იმედად იქნება. კაპიტანს ვარჯიში მაისის ბოლომდე აკრძალული აქვს.

დაბოლოს, დამაიმედებელი ინფორმაცია "დეზების" ფანებისთვის: ლონდონელებმა "სევილიას" ოფიციალურად მიმართეს ლუიშ ფაბიანოს ტრანსფერთან დაკავშირებით და მზად არიან, მასში 14 მილიონი ფუნტი გაიღონ. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური "სანი" ავრცელებს.

ლევან ბიბილაშვილი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა