"სლავენის წინააღმდეგ ასეთი ცუდი თამაში, ცხადია, საგანგაშოა"
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე, ზაგრების "დინამომ" ხორვატიის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე ქულები დაკარგა. დინამოელებმა "სლავენთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

მატჩის შემდგომ გუნდის სპორტულმა დირექტორმა მარიან ვლაკმა თამაშის ხარისხი დაიწუნა და გუნდში არსებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი.

- "სლავენის წინააღმდეგ ასეთი ცუდი თამაში, ცხადია, საგანგაშოა. მართალია, თბილისის "დინამოსთან" ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ასეთი თამაშით საქართველოში ძალიან გაგვიჭირდება. გონს დროზე უნდა მოვეგოთ, ერთმანეთს ვუბიძგოთ, გამოვფხიზლდეთ და ჩვენი თამაში დავიწყოთ.

- რაში მდგომარეობს გუნდის მთავარი პრობლემა?

- არ მსურს კონკრეტული მიზეზების დასახელება, მაგრამ ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ დღეს გუნდი ცუდად გამოიყურება. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და შეთამაშებისთვის დრო უნდათ...

დღეს არ ვართ ძლიერი გუნდი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა! ჩვენს რეალურ დონესთან ახლოსაც კი არ ვიმყოფებით. ამ ფებხურთელებს მეტი შეუძლიათ.

- მოდით, თბილისის "დინამოს" დავუბრუნდეთ. პირველი მატჩის შემდეგ, თქვენ და მთავარმა მწვრთნელმა განაცხადეთ, რომ ქართველებით გაკვირვებულნი დარჩით. რით გაგაოცეს?

- იმაზე ბევრად შემტევი ფეხბურთი ითამაშეს, ვიდრე წარმოგვედგინა. მათ გიორგი ქვილითაია არ ჰყავდათ, რომელიც დასკვნით ფაზაში დააკლდათ. წინა სეზონში მან 24 გოლი გაიტანა, მაგრამ ეტყობა, მათმა მწვრთნელმა იფიქრა, რომ აქ ის კი არა, სხვა რამ იყო საჭირო და მის ნაცვლად დამატებით კიდევ ერთი ნახევარმცველი დააყენა. პირველ 30 წუთში მართლაც კარგად გამოიყურებოდნენ, მერე კი უპირატესობა ჩვენ მხარეს გადმოვიდა.

დარწმუნებული ვარ, თბილისში ქვილითაიას დააყენებს მწვრთნელი ძირითადში და მასთან ერთად მეტოქე უფრო სახიფათო გახდება. მათ აქცენტი ამჯერად საჰაერო ორთაბრძოლებზე ექნებათ, ეს კი სახიფათოა.

- და რა შეგვიძლია დავუპირისიროთ ჩვენ?

- ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ! პირველ მატჩში "დინამოსთან" ბევრი დადებითი რამ გამოჩნდა. მაგალითად ის, რომ კონტრშეტევაზე 4-5 ფეხბურთელით სწრაფად გადადიოდა, მაგრამ დასკვნით ფაზაში გვიჭირდა. ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

- პირველ მატჩში აგრესიულობის ნაკლელობაც ეტყობოდა გუნდს...

- კი, მართალი ხართ. ამას თბილისში აუცილებლად გამოვასწორებთ. 2:0 უპირატესობით ჩავდივართ და სიფრთხილე გვმართებს - არსად გვეჩქარება. საჩქარო მათ აქვთ და ცხადია, შეგვიტევენ, ზონებიც გაიხსნება, რითაც უნდა ვისარგებლოთ და გოლი გავიტანოთ. თბილისში გოლის გასატანად ჩავდივართ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ".

beso.
კარგი რა რაგადროს დინამოა მაგატმა ტამაწი კიარა პასაც ვეგარ აკეტებენ ეს უბედურები.
შოთა გუგეშაშვილი
ველევს რატომ არ ატამაშებს ვერ გავიგე ერტადერტი კაწი რომელიწ აზრზეა
სირბილის სწავლების ცენტრი
ნახევარი საათი კი არა 38 წუთი ვითამაშეთ კარგად! 39-ე წუთიდან მოხდა ის რაზეც აქ საუბრობს - მართლაც 4-5 ფეხბურთელი ერთდროულად გვიტევდა და 3 წუთის ნაცვლად ეს 6 წუთს გაგრძელდა. მეორე ტაიმშიც 82-ე წუთიდან 6 მსგავსი შეტევა კიდევ განახორციელეს და რამდენიმე გოლის გატანაც შეეძლოთ. თუ სასწრაფოდ რამე არ დავუპირისპირეთ - რამდენიმე ფეხბურთელის ერთდროულად შემორბენის დროს დაცვის ორგანიზება თითქმის შეუძლებელია.
svani
ადრედაც ვიძახდი არც შპიჩიჩი არც ველევი არ ათამაშა მიზეზად ტრამვა დასახელდა როგორც ქვილითაიასთან მაგრამ გამოადგა ველევის არ დაყენება გუნდს?! უკლასო ჭანტურიშვილის იმედად რომელიც სწორხაზოვნად და საკუთარ თავზე ფიქრობს მარტო)))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, "სარაევოდან" წავა - ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა