გალიანი უნდა წავიდეს, "მილანი" გაიყიდოს
უკვე ორი წელია, რაც სილვიო ბერლუსკონი "მილანის" გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ამ საქმეს ვერაფრით დაესვა წერტილი. გარიგებას ყოველთვის რაღაც უშლის ხელს და კლუბის მმართველად დონ სილვიო რჩება.

ამ ზაფხულს, თითქოს, გარდაუვალი იყო, რომ ლომბარდიული გრანდის აქციების საკონტროლო პაკეტს ჩინელი ინვესტორები დაუფლებოდნენ, მაგრამ პროცესი ამჯერადაც გაიწელა და კლუბის მფლობელად ბერლუსკონი რჩება. შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ეს თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს კი ვადამ 16 აგვისტომდე გადაიწია. თუმცა, გულშემატკივრებს აღარ სჯერათ, რომ ბერლუსკონი აქციების გაყიდვას თუნდაც 16-ში მოაწერს ხელს და ამად იყო, რომ სილვიოს ვილასთან, რომელიც არკორეში მდებარეობს, საპროტესტო აქცია გაიმართა.

"მილანის" ულტრასები ბერლუსკონის ვილასთან ერთობ აგრესიულად მოქმედებდნენ და რამდენჯერმე ძალიან გამწვავდა ვითარება. ბოლოს, დონ სილვიომ გულშემატკივრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და სამი მათგანი თავისთან, ვილაში იხმო. შეხვედრა თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, ერთ-ერთმა რჩეულმა ქომაგმა კი პრესასთან კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ბერლუსკონიმ დაგვიდასტურა, რომ ის კლუბის გაყიდვას აპირებს და ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. პროცესი გაიწელა და როგორც განმარტა, ბიუროკრატიული მიზეზების გამო. ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდეს და კლუბი ინვესტორების ხელში გადავიდეს, რომლებიც ტრანსფერებში დიდ ფულს დახარჯავენ. ასევე, მოვთხოვეთ ბერლუსკონის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოსტიდან ადრიანო გალიანი, რომელიც წარუმატებლად უძღვება საქმეს. "მილანს" შველა სჭირდება და კმარა ეს გაუგებრობა".

სოსა და ძაძა სამიზნეში

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე, "მილანის" მესვეურები ორი მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას - "იუვენტუსიდან" სიმონე ძაძას გადაბირება სურთ, ხოლო "ბეშიქთაშიდან" - ხოსე სოსას. ორივე შემტევი ფეხბურთელია და აშკარაა, რომ ლომბარდიელებს თავდასხმის გაძლიერება აქვთ განზრახული. მით უმეტეს, დიდი ალბათობით, გუნდს კარლოს ბაკა დატოვებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაში და ახალი კლუბის ძიებაშია.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი პირადად შეხვდა სოსას და მასთან ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა.

31 წლის არგენტინელი შემტევი თანახმაა, რომ კლუბი შეიცვალოს და იტალიაში გააგრძელოს კარიერა. სოსას "ბეშიქთასთან" კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და თავად ფეხბურთელმა თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების გამო ამ ხელშეკრულების ანულირება მოითხოვა - მართალია, ეს მოთხოვნა არც "ბეშიქთაშმა" დააკმაყოფილა და ფეხბურთელს არც უეფამ დაუჭირა მხარი, მაგრამ ხოსეს რომ თურქეთში აღარ სურს დარჩენა და ამ მოთხოვნის შემდეგ, დიდად აღარც დაედგომება, ესეც ფაქტია.

კულუარული ინფორმაციით, "მილანი" თურქულ კლუბს 5 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაგრამ რამდენად დათანხმდება "ბეშიქთაში" ამ შეთავაზებას, რთული სათქმელია. გასულ სეზონში, სოსამ 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი გააკეთა, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

ამასობაში, "მილანი" სიმონე ძაძას გადაბირებას ცდილობს და "იუვენტუსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტურინელებს თავდამსხმელის 25 მილიონ ევროდ გაყიდვა სურთ, "მილანს" კი ფორვარდის იჯარით აყვანა უნდა გამოსყიდვის პერსპექტივით. ძაძას მიმართ ინტერესს იჩენენ "რომა", "ვესტ ჰემი" და "ვოლფსბურგი", რომელთა შეთავაზებები "იუვენტუსის" მესვეურებისთვის ალბათ უფრო მისაღები იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი, რომელმაც ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ბავშვობაში "მილანის" თამაშით აღფრთოვანებული იყო და მისთვის ამ გუნდში გადასვლა ოცნების ახდენა იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ