საჩოგბურთო ტურნირები ოლიმპიადამდე
ქალებს შორის კანადური ტურნირის ფინალური მატჩის პროგნოზირება სანახევროდ შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა, გადამწყვეტ მატჩში სიმონა ჰალეპის მოხვედრა არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

რუმინელი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა წინა ეტაპებზე, ნახევარფინალში კი მოტივირებულ ანჟელიკ კერბერს სამ სეტში აჯობა. როგორც იცით, გერმანელს რეიტინგში სერენა უილიამსის გასწრების შანსი მიეცა, თუმცა ისეთი თამაშით, რაც მან მონრეალში უჩვენა, კერბერს გაუჭირდება საკმარისი ქულების დაგროვება. მსოფლიოს მეორე ნომერი წინა მატჩებში კატასტროფულად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე. გამონაკლისი არც ჰალეპთან შეხვედრა ყოფილა.

სიმონამ 17 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და შვიდის გამოყენება შეძლო. პირველ სეტში მან სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. მეორე პარტიის შუაში, მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და 3:3-დან მოყოლებული, კერბერმა შეძლო საკუთარ მოწოდებაზე თამაშის დალაგება და ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო. ამით მან მოიგო მეორე სეტი, მესამეში კი ბრეიკით გავიდა წინ.

სწორედ ამ დროს, ჰალეპმა კორტზე მწვრთნელს უხმო და ოდნავ მოგვიანებით, ამან შედეგი გამოიღო. 1:2-ის შემდეგ, რუმინელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, აქედან სამი ბრეიკი იყო, საკუთარ ორ მოწოდებაზე კი გერმანელს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა - 6:0, 3:6, 6:2. ამ მოგებით, რუმინელმა გაინაღდა ორშაბათიდან კლასიფიკაციის მესამე ნომერი.

მეორე ფინალისტი ზუსტად 50 წუთში გამოვლინდა. 21 წლის ამერიკელმა მედისონ კისმა, რომელიც ორი კვირის წინ პირველად მოხვდა WTA-ის კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში, მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო კანადური ტურნირის აღმოჩენას, სლოვაკ კრისტინა კუკოვას.

მსოფლიოს 121-ე ჩოგანმა კარიერაში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა, თუმცა კისის წინააღმდეგ მხოლოდ დებიუტში გამოუვიდა თანაბარი თამაში. 2:2-დან მოყოლებული, ამერიკელმა საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით, პირველი სეტი მოიგო. მეორეში კისი თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, ბოლოსკენ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ახლა, პირველად ითამაშებს ასეთი დონის ტურნირის ფინალში - 6:2, 6:1. თუ მედისონი გადამწყვეტი მატჩის მოგებას შეძლებს, კლასიფიკაციაში ერთბაშად მეშვიდე ადგილამდე აიწევს, რაც მისი კარიერის რეკორდი იქნება.

1/8 ფინალი

კერბერი (გერ, 2)-სვიტოლინა (უკრ, 17) 1:6, 7:6(2), 6:4

პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-ა. რადვანსკა (პოლ, 4) 6:4, 6:7(7), 6:1

ჰალეპი (რუმ, 5)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 14) 6:3, 6:3

კისი (აშშ, 10)-ვ. უილიამსი (აშშ, 6) 6:1, 6:7(2), 6:3

კასატკინა (რუს)-ვინჩი (იტა, 7) 7:5, 6:3

კუზნეცოვა (რუს, 9)-კვიტოვა (ჩეხ, 12) 7:6(2), 6:3

კონტა (ბრიტ, 15)-ლეპჩენკო (აშშ, 3) 6:3, 6:2

კუკოვა (სლოვაკ)-ბუშარი (კან) 3:6, 6:4, 6:3

1/4 ფინალი

კერბერი (გერ, 2)-კასატკინა (რუს) 6:2, 6:2

ჰალეპი (რუმ, 5)-კუზნეცოვა (რუს, 9) 3:6, 6:1, 6:1

კისი (აშშ, 10)-პავლიუჩენკოვა (რუს, 16) 7:6(3), 1:6, 6:0

კუკოვა (სლოვაკ)-კონტა (ბრიტ, 15) 6:4, 6:3

1/2 ფინალი

ჰალეპი (რუმ, 5)-კერბერი (გერ, 2) 6:0, 3:6, 6:2

კისი (აშშ, 10)-კუკოვა (სლოვაკ) 6:2, 6:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეს ისეთი დაქოქილია კიდევ რაღაც სიურპრიზს" უმზადებს მეგობარ ბუკმეკერებს. ოლიმპიადაზე თუ გამოვიდა იქვე იზამს თუ არადა ამერიკის ღიადან გა....ს პირველივე წრეში. არადა რას თამაშობდა სანამ წუმპეში არ ჩაითრევდნენ.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ