ბელორუსის დედაქალაქში, ახალგაზრდა და 23 წლამდე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა
ბელორუსის დედაქალაქში, ახალგაზრდა და 23 წლამდე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ოთხმა წარმომადგენელმა იასპარეზა.

მათგან შესანიშნავი შედეგი აჩვენა ფოთელმა მურმან მალანიამ. ახალგაზრდებს შორის 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი მან ვერცხლის მედალი მოიპოვა: საკვალიფიკაციო გაცურვისას მურმანმა დისტანცია 41.663 წამში დაფარა და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. იქ შედეგი (43.139) გააუარესა, მაგრამ რვა მეტოქეს მაინც აჯობა და პირველი ადგილით A ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი პაექრობისას მალანია 200-მეტრიანი დისტანციის ფინიშზე 41.046 წამით მეორე იყო - ქართველ კანოისტს რუსმა ალექსანდრ ტუტაევმა (40.992) გაუსწრო.

ფაქტობრივად, ერთი თვის წინათ ბულგარულ პლოვდივში გამართული ახალგაზრდა და 23 წლამდე ნიჩბოსანთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი გამეორდა. მაშინაც ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე მალანიას ტუტაევმა 0.012 წამით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა. ფოთელ სპორტსმენს მაშინაც ვერცხლი ერგო. მინსკში ერთადგილიანი კანოეთი მესამე ადგილი უნგრელმა კონრად ნემედიმ (41.887) დაიკავა.

ახალგაზრდებში ერთადგილიანი კანოეთი ორ დისტანციაზე იასპარეზა დუშელმა მარი ქერდიკაშვილმა: 500 მეტრზე მან წინასწარი გაცურვისას (2.27,423) და ნახევარფინალში (2.24,136) მესამე ადგილები დაიკავა, A ფინალში კი 2.29,551-ით მე-8 ადგილზე გავიდა. ჩემპიონობა ბელორუსმა ალიონა ნაზდროვამ (2.16,891) მოიპოვა. ქერდიკაშვილი 200 მეტრზე საკვალიფიკაციოში (52.836) მეხუთე იყო, ნახევარფინალში კი მე-9 ადგილს (59.523) დაჰყაბულდა. ამავე ასაკში გამოდიოდა ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე იური ბერაშნევიჩი, რომელსაც B ფინალში (4.14,037) მე-4 ადგილი ერგო.

23-წლამდელებში იასპარეზა ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა. 200 მეტრი საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 36.099 წამში დაფარა და ნახევარფინალში მე-3 შედეგით შევიდა. მეორე გაცურვისას ოდნავ უარესი დრო (37.586) აჩვენა და მე-5 იყო, B ფინალში (37.325) მე-7 ადგილი დაიკავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგია!
აქაც წამოვიდა! აუცილებლად იქნება სიხარულები...
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა