"ლოტუს-რენომ" ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცას შემცვლელად გამოცდილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დაასახელა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ლოტუს-რენომ" ტრავმირებული პოლონელი რობერტ კუბიცას შემცვლელად გამოცდილი გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის პილოტმა გასულ კვირას ხერესის ტესტებზე ერთი დღე იმუშავა და ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო დრო აჩვენა. სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა ჰაიდფელდის "რენოში" მიწვევა. ახლა ნიკი ბარსელონას ტესტებში მიიღებს მონაწილეობას - ის შაბათსა და ორშაბათს გავა ტრასაზე.

"არ მინდოდა სხვისი ტრავმის ხარჯზე ფორმულა 1-ში დაბრუნება, მაგრამ მაინც ამაყი ვარ ამ შანსის მიღების გამო. სიამოვნებით ვიმუშავე ხერესის ტესტებზე, გავიცანი გუნდის პერსონალი და მანქანა, რომელიც მეტად ინოვაციური მეჩვენა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ უკვე აღვფრთოვანდი ტექნიკური შესაძლებლობებითა და ენსტოუნის ბაზის თანამშრომელთა პროფესიონალიზმით. არანორმალურად მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას", - ამბობს გერმანელი პილოტი.

"ლოტუს-რენოს" შეფი ერიკ ბუიე: "რამდენიმე უსიამოვნო კვირა გადავიტანეთ და ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება შექმნილ სიტუაციაზე. გასულ კვირას ხერესში შანსი მივეცით ნიკს და მან მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჰაიდფელდი სწრაფია, გამოცდილი და მანქანასთან ტექნიკური მუშაობა შეუძლია.

ყოველთვის ვამბობდით, რომ გუნდის პრიორიტეტი - გამოცდილი პილოტის მოწვევა იყო და ამ მხრივ ნიკი - იდეალური ვარიანტია. მივესალმებით გერმანელს და მასთან ერთად წარმატებული სეზონის იმედი გვაქვს".

"ლოტუს-რენოს" მეორე პილოტი რუსი ვიტალი პეტროვია, რომელმაც აქამდე ჩატარებულ ტესტებზე მერვე ადგილს ვერ გაცდა და რამდენჯერმე ავარიაში მოხვედრაც მოასწრო.

avtuko
თქვენი ხშირი სტუმარი ვარ, საკმაოდ კარგ ინფორმაც ვრებულობ თქვენი დახმარებით, მაგრამ ხანხახან ვერ ვხსნი თქვენს გვერდს რაEაც პრობლემებიაო საიტთან დაკავშირებით და მიმარტეთ ადმინისტრაციასოოო, იმედია მალე ყველაფერი გამოსწორდება გისურვებთ, წარმატებებს. თქვენი ერთგული მკითხველიადმინისტრაცია: გმადლობთ :)
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა