სიმონა ჰალეპმა ოლიმპიადის წინ ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა თანამედროვე ჩოგბურთის ახალი ისტორია დაწერა. სერბმა საათსა და 23 წუთში დაამარცხა კეი ნიშიკორი და ტორონტოს "მასტერსის" გამარჯვებული გახდა. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც "მასტერსის" სერიაში 30-ე ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ჯოკოვიჩმა კანადაში მეოთხედ იმარჯვა და აქ ტიტულების რაოდენობით მხოლოდ ივან ლენდს ჩამორჩება (ექვსი მოგება).

ფინალში ნიშიკორის უნდა ეცადა ჯოკოვიჩთან რვამატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. ამ სეზონში ისინი ერთმანეთში მეხუთედ თამაშობდნენ. თუ ავსტრალიის ღიაზე ნოვაკმა დამაჯერებლად მოიგო, მაიამიში, მადრიდსა და განსაკუთრებით რომში, კეიმ ღირსეულად იბრძოლა - იტალიაში საქმე გადამწყვეტ ტაი-ბრეიკამდეც კი მივიდა.

კანადური მატჩი არც ისე დაძაბული გამოვიდა. ნოვაკი პირველივე გეიმებიდან შესანიშნავად აწვდიდა, მიღებაზე კი სეტის შუაში მოუმატა და მეექვსე გეიმში პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ამის შემდეგ, სერბმა უპრობლემოდ შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა - მთელი პირველი სეტი ისე წარიმართა, რომ ნიკიშორის ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

პირველ პარტიაში იაპონელის სტატისტიკა ასეთი იყო - 5 "ვინერსი" და 14 უნებლიე შეცდომა. ეს რიცხვები არ იძლეობა მეორე სეტში ბრძოლის ხილვის იმედს, მით უმეტეს, რომ უკვე მესამე გეიმში ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა. მაგრამ პარტიის მეორე ნახევარში ნიშიკორიმ უკანა ხაზზე თამაშს მოუმატა და მეექვსე გეიმში დაკარგული მოწოდება დაიბრუნა - 3:3. მომდევნო გეიმებში მეტოქეები დამაჯერებლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს და ტაი-ბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მე-11 გეიმში ნიშიკორიმ ორი გეიმბოლი ვერ გამოიყენა და მეტოქეს მატჩში მესამე ბრეიკი შეასრულებინა. მომდევნო გეიმში იაპონელმა გაიბრძოლა, ორი მატჩბოლი გადაარჩინა, თუმცა მესამე ცდაზე ნოვაკმა მაინც მიაღწია თავისას - 6:3, 7:5.

აღსანიშნავია, "დიდი ოთხეულის" (ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი, მარეი) დომინირება "მასტერსის" სერიაში: მათ ბოლო 51 ტურნირიდან 48 მოიგეს, მათ შორის, 18 ზედიზედ.

მონრეალში ქალების ტურნირის ფინალი არც ისე სანახაობრივი გამოვიდა, არადა, სიმონა ჰალეპისა და მედისონ კისის დაპირისპირებას მაყურებელი ინტერესით ელოდა, რადგან კორტზე ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა სტილის მოთამაშეები იდგნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელი უფრო მეტს უტევდა, მაგრამ ბევრსაც ცდებოდა. თუმცა წუნი ჰალეპის თამაშშიც ბევრი იყო.

მაყურებელმა პირველ სეტში რვა (!) ბრეიკი იხილა: სიმონა ოთხჯერ იგებდა ბრეიკით და კისმა ოთხივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. საინტერესოა, რომ ჰალეპს ორჯერ ჰქონდა სეტზე ჩაწოდების შანსი და ორივეჯერ საკუთარი გეიმი ისე წარმართა, რომ ქულაც ვერ აიღო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მეტოქეებმა თავიდან მინი-ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც რუმინელმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ხუთმაგი სეტბოლი მოიპოვა. კისმა პარტია ვეღარ გადაარჩინა.

რთული დასაჯერებლია, მაგრამ ფაქტია, რომ სიმონამ სეტი ასეთი სტატისტიკით მოიგო - 1 "ვინერსი" და 15 უნებლიე შეცდომა! როგორც წესი, ასეთი მაჩვენებლებით სეტს "მშრალი" ანგარიშით აგებენ.

მეორე სეტში ჰალეპმა გაცილებით მოუმატა თამაშს და პარტიის ბედი, პრაქტიკულად დასაწყისშივე გადაწყვიტა, როცა ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. რუმინელმა, პირველ რიგში, საკუთარ მოწოდებაზე თამაში დაალაგა და სეტი ისე ჩაატარა, რომ კისი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც არ მისულა - 7:6(2), 6:3. სიმონამ კარიერაში მე-14 ტიტული დაისაკუთრა.

ასეა თუ ისე, ჰალეპი კარგ ფორმაში შევიდა რიოს ოლიმპიადის წინ. რუმინელმა ზედიზედ მეათე შეხვედრა მოიგო და მეორე ტიტული მოიპოვა. გარდა ამისა, კანადაში მან თანამემამულე მონიკა ნიკულესკუსთან ერთად წყვილთა თანრიგის ფინალშიც გააღწია, თუმცა იქ რუსების დუეტთან წააგო.

ჰალეპისთვის მონრეალში გამარჯვება რეიტინგში წინსვლის მხრივაც იყო მნიშვნელოვანი - რუმინელმა ორი საფეხურით ზემოთ აიწია და ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, მსოფლიოს მესამე ჩოგანია.

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიშიკორი (იაპ, 3) 6:3, 7:5

მატჩის სტატისტიკა

5 ეისი 4

0 ორმაგი შეცდომა 2

76% I მოწოდების სიზუსტე 69%

82% (36/44) ქულები I მოწოდებაზე 63% (26/41)

43% (6/14) ქულები II მოწოდებაზე 50% (9/18)

56% (66/117) სულ მოგებული ქულები 44% (51/117)

60% (3/5) ბრეიკ-პოინტები 50% (1/2)

კისი (აშშ, 10)-ჰალეპი (რუმ, 5) 6:7(2), 3:6

მატჩის სტატისტიკა

3 ეისი 0

3 ორმაგი შეცდომა 3

55% I მოწოდების სიზუსტე 65%

51% (19/37) ქულები I მოწოდებაზე 53% (21/40)

47% (14/30) ქულები II მოწოდებაზე 55% (12/22)

48% (62/129) სულ მოგებული ქულები 52% (67/129)

100% (4/4) ბრეიკ-პოინტები 45% (5/11)

მასტერსის ტიტულები

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 30

რაფაელ ნადალი - 28

როჯერ ფედერერი - 24

ანდრე აგასი - 17

ენდი მარეი - 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
სიმონა ჰალეპმა დოპინგ ტესტი ჩააგდო
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ავსტრალიის ღია პირველობა გადამწყვეტ ფაზაში შედის! ვარსკვლავები ტიტულისკენ მიიწევენ
სიმონა ჰალეპმა სერენა უილიამსს უიმბლდონის ფინალში უპრობლემოდ სძლია [VIDEO]
ფედერერი: დროა, ქალთა და კაცთა ჩოგბურთი ერთ სპორტად ვაქციოთ
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა