ყველაფერი კვალიფიკაციასა და რბოლაზე
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-12 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია

- პოული ჰოკენჰაიმში 27-ე იყო ნიკო როსბერგისთვის კარიერაში და მეხუთე ამ სეზონში. გერმანელს შესაბამის რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია და ორი პოულით ჩამორჩება ხუან მანუელ ფანხიოს.

1. მ. შუმახერი - 68

2. სენა - 65

3. ჰემილტონი - 55

4. ფეტელი - 46

5. კლარკი - 33

5. პროსტი - 33

7. მენსელი - 32

8. ფანხიო - 29

9. როსბერგი - 27

10. ჰაკინენი - 26

- როსბერგმა "მერსედესის" შიდა დაპირისპირებაში გაათანაბრა ანგარიში ლუის ჰემილტონთან: თანაგუნდელებს ამ სეზონში ექვს-ექვსი პოული აქვთ მოპოვებული. "მერსედესმა" წელს მხოლოდ ერთ ეტაპზე ვერ მოიპოვა პირველი ადგილი კვალიფიკაციაში - მონაკოში პოული დანიელ რიკარდოს ერგო.

- გერმანიაში პოული 47-ე იყო "მერსედესისთვის" ბოლო 50 რბოლაში.

- მეორმოცედ ისტორიაში "მერსედსის" პილოტებმა პირველი რიგი დაიკავეს სასტარტო ბილიკზე.

- პირველად ისტორიაში, "ზაუბერის" პილოტებმა ბოლო რიგიდან აიღეს სტარტი.

რბოლა

- გერმანიის გრანპრის მოგებით, ლუის ჰემილტონმა 49-ე გამარჯვება მოიპოვა კარიერაში და მეექვსე სეზონში. სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ, ლუისი ნიკო როსბერგთან 43 ქულას აგებდა, მაგრამ ბოლო შვიდი რბოლიდან ექვსი მოიგო და საზაფხულო არდადეგებზე პირად ჩათვლაში 19-ქულიანი უპირატესობით გაემგზავრა.

- ჰემილტონი ისტორიაში მესამე ადგილზეა მოგებების რაოდენობით და ორი გამარჯვება სჭირდება ალენ პროსტის შედეგის გასამეორებლად.

1. მ. შუმახერი - 91

2. პროსტი - 51

3. ჰემილტონი - 49

4. ფეტელი - 42

5. სენა - 41

6. ალონსო - 32

7. მენსელი - 31

8. სტიუარტი - 27

9. კლარკი - 25

9. ლაუდა - 25

- ჰემილტონი გახდა ისტორიაში პირველი პილოტი, ვინც ერთ კალენდარულ თვეში ოთხი გრანპრი მოიგო.

- ჰემილტონი ჰოკენჰაიმში სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა - ეს მერვედ მოხდა მის კარიერაში და პირველად ამ სეზონში. ლიდერის რანგში წრეების რაოდენობით, ლუისმა გაუსწრო პროსტსა და სებასტიან ფეტელს. ახლა, ჰემილტონს 2732 ასეთი წრე აქვს კარიერაში და ჩამორჩება მხოლოდ აირტონ სენასა (2931) და მიხაელ შუმახერს (5111).

- ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა წელს ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვეს. ერთ-ერთი მათგანი პირველი პილოტი გახდება ისტორიაში, ვინც ასეთი სერიის შემდეგ ვერ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს.

- დანიელ რიკარდომ ჰოკენჰაიმში მეასე რბოლა ჩაატარა. ავსტრალიელი კარიერაში მეცამეტედ და სეზონში მესამედ მოხვდა პოდიუმზე.

- მესამე ადგილზე გასული მაქს ფერსტაპენისთვის ეს იყო მეოთხე პოდიუმი სეზონში. "რედ ბულს" უნგრეთის შარშანდელი გრანპრის შემდეგ, პირველად ჰყავდა ორი პილოტი პირველ სამეულში. "რედ ბულმა" პირველად ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, "ფერარის" გაუსწრო კონსტრუქტორთა თასზე.

- ნიკო როსბერგმა ბოლო რვა რბოლიდან მეხუთედ ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

- პირველად 2014 წლის შემდეგ, "ფერარის" ზედიზედ სამ რბოლაში არ ჰყოლია პილოტი პირველ სამეულში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]