"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგ ვარსკვლავ პატრის ევრას სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგ ვარსკვლავ პატრის ევრას სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა. მოგეხსენებათ, 29 წლის მცველის შეძენა "რეალს" სურდა. როგორც ჩანს ამანაც ააჩქარა "იუნაიტედი", რომელსაც ფრანგს ხელფასი გაუზარდა: კვირაში 70 ათასი ფუნტიდან 90 ათას ფუნტამდე გაუზარდა. საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი მანჩესტერში "მონაკოდან" 2006 წლის იანვარში 5,5 მილიონ ფუნტად გადავიდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრია.

მერფიმ მანჩინისთან იჩხუბა

"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ ფიზიოთერაპევტთა შეფმა ჯეიმი მერფიმ ისტლენდი კლუბის თანხმობით დატოვა. 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი "სიტიში" სამუშაოდ მაშინ მივიდა, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ მარკ ჰიუზი წვრთნიდა. როგორც ამბობენ, გუნდის ახლანდელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი უკმაყოფილი იყო დაშავებულ მოთამაშეთა რაოდენობით და ამას ფიზიოთერაპევტთა ცუდ მუშაობას აბრალებდა.

"ჩვენ ჯეიმის გაწეული სამსახურისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, ვაფასებთ სამსახურს, რომელიც მან კლუბს გაუწია და მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ. გარდა ამისა გვინდა უარვყოთ ჭორები, თითქოს კლუბმა ბოლო პერიოდში ის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანა, მას "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ერთი დღეც არ უთამაშია".

კალენდარში არეულობაა

"ჩელსის" მიზანს, შევიდეს პრემიერლიგის ოთხ საუკეთესო გუნდში არეულ-დარეული კალენდარი ხელს ნამდვილად არ უწყობს. ინგლისის ჩემპიონი, რომელიც დღეისათვის მეხუთე ადგილზეა, შემდეგ კვირაში "ოლდ ტრეფორდზე" "ბირმინგემს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვინაიდან ბირმინგემელები "ქარლინგის" თასის ფინალში არიან, ეს შეხვედრაც გადაიდო. ამას ემატება ის, რომ თუ დღეს "ლურჯები" ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ევერტონს" მოუგებენ, მათ 1 აპრილს ერთბაშად ორი თამაში ექნებათ სათამაშო: პრემიერლიგის გამოტოვებული მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და თასისა "რედინგთან". ესე იგი, ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, როგორიც "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა, "ბირმინგემის" ადგილას უნდა გადმოახტუნონ, ამხელა მატჩებით ჟონგლირება კი ყველას თავ-გზას უბნევს.

თავ-გზის აბნევა იქით იყოს და გამოდის, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს გადატვირთულ კალენდარში ორი თავისუფალი დღე არ მოეძებნება - სეზონის დამთავრებამდე "ჩელსის" მაქსიმუმ 26 თამაშის ჩატარებამ შეიძლება მოუწიოს. დასავლეთ ლონდონელთა პრეს-მდივანმა თქვა:

"ჩვენ "ბირმინგემს" ახალი თარიღის შესახებ ვუთანხმდებით".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე